სხვისი ცოდვებისთვი (თავი მეორე)
14.06.2017, 23:22
(თავი მეორე)
-მეც გამოგყვები კარგი?
-არა მარიამ, ძალიან გთხოვ მარტო წავალ.
-მარტო როგორ წახვალ? _ თვალები დაუქაჩა დაქალმა.
-მარ…
-ხმა აღარ გავიგო! მეც მოვდივარ და მორჩა. _ საჩვენებელი თითი წინ აუფრიალა და მკაცრად გააფრთხილა. ნაინაც მიხვდა რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და აღარ შეწინააღმდეგებია.
-ბეთა არ ჩამოდის?
-არა, წეღან შეტყობინება გამომიგზავნა რომ დღეს ვერ მოახერხეს შეხვედრა და ალბათ ხვალ ნაშუადღევს ჩამოვა. კარგია აქ რომ არ არის. _ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ოფლით დანამულ შუბლზე ხელი დაისვა.
-ნეტავ დალაპარაკებოდი..
-მარიამ.
-კარგი, კარგი, შენი გადასაწყვეტია. დღეს აქ დარჩი და ხვალ ერთად გავიდეთ, მარტო უარესად გახდები სახლში.
-კარგი. _ თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. -წავალ დავწვები რა.
-მიდი ჩემო საყვარელო დაისვენე. _ მაგრად მოეხვია და დუმილით აგრძნობინა რომ მის გვერდითაა.
ოთახში ნელი ნაბიჯებით შევიდა, საწოლში ტანსაცმლით შეწვა და მუხლები ნიკაპამდე აიტანა. თან ხელები მუცელზე დაიწყო და თვალები აემღვრა.
-დედი, ჩემი და მამიკოს ყველაზე დიდო ოცნებავ… _ ხმის კანკალით დაიწყო და მუცელს დახედა. -ნეტავ იცოდე როგორ ველოდი შენს ჩასახლებას ჩემს სხეულში, ნეტავ იცოდე როგორ მინდოდა ყოველდღე, ყოველ წამს მეყურებინა სარკეში ჩემი თავისთვის თუ როგორ გავიბერებოდი შენით და ბედნიერებით. როგორი ბედნიერი და გახარებული წავიდოდა მამიკო ღამით ჩვენი სურვილების ასასრულებლად, ჩვენ კი მოუთმენლად დაველოდებოდით მის მოსვლას. ეს ყველაფერი ოცნებად მქონდა ქცეული ჩემო პატარავ და ყოველდღე ველოდი რომ ამიხდებოდა. ახლა კი… ახლა კი ვწევარ და ხვალ რომ გათენდება ჩემიდან გამოგაძევებენ, მომკლავენ მეც შენთან ერთად. ნეტავ არ გათენდეს დედიკო, ნეტავ უსასრულოდ გაგრძელდეს ეს ღამე და უკიდეგანოდ გაიწელოს. რომ ვიცოდე კარგად იქნები თუნდაც მე მშობიარობას გადავყვე, ოღონდ ასე შეიძლებოდეს და დაუფიქრებლად წავიდოდი ამ ქვეყნიდან შენს გამო, მერე კი ციდან გადმოგხედავდით შენ და მამიკოს და გავბედნიერდებოდი. მაგრამ რა ვქნა რომ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. ჩემს გამო, ჩემი ბრალია ხვალინდელი დღე, ჩემი ბრალია შენ რომ არ ამიხდი… მე არაფერი შემიძლია.. ყველაზე ცუდი ვარ დედი, სულ ყველაზე. აპატიე შენს დედიკოს ჩემო ანგელოზო თუ შეგიძლია, აპატიე ეს უნიათობა ჩემო პატარავ….. _ გული ყელში ებჯინებოდა და ნიაღვარივით ჩამოსდიოდა ცრემლები, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო, ყველაზე მწარე და მოუშუშებელი. გაუყუჩებელი და მუდმივი… თითოეული სიტყვის თქმისას გული ეკუმშებოდა, ეფერებოდა მუცელს და თითქოს ჯერ არდაბადებულ პატარას ემშვიდობებოდა……
ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, ეკრანზე გამოსახული მომღიმარი ბეთას დანახვისას კიდევ ერთხელ შეკუმშა გული, რამდენჯერმე ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, ცოტა დამშვიდდა და სენსორს თითი გადაუსვა.
-ხო ბეთა. _ საწოლში წამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო. მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა და ოდნავ ჩაახველა.
-ნაინა რა ხმა გაქვს? რამე მოხდა?
-არა ბეთა არაფერი მომხდარა, მეძინა და ეტყობა ცუდი ხმა მაგიტომ მაქვს. _ პირველად იცრუა ბეთას წინაშე და ტუჩი მწარედ მოიკვნიტა ამის გაცნობიერებისას.
-ასე ადრე როდის იყო იძინებდი?
-დღეს ძალიან დავიღალე და.. შენ რას შვრები როდის მოდიხარ?
-ხვალ შუადღეს წამოვალ.
-მომენატრე უკვე.
-მეც მომენატრე ჩემო პატარა. _ თბილად დაიჩურჩულა მამაკაცმა და ნაინას მის ხავერდოვან ხმაზე კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა.
-ბეთა, ყველაზე მეტად მიყვარხარ და სულ მინდა რომ ბედნიერი იყო. _ ისევ აუკანკალდა ხმა და პირზე აიფარა ხელები.
-ნაინა შენ რაღაც გჭირს და არ მეუბნები? _ უკვე სერიოზულად დაეჭვდა მის ხმაზე.
-არა მართლა არაფერი მჭირს.
-ხოდა ის არ იცი მე უშენოდ რომ ვერ ვარ ბედნიერი?
-კი ვიცი.
-ხოდა მრავლობით ფორმაში თქვი ხოლმე ამიერიდან.
-თორემ დამსჯი? _ ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ნაინას.
-კოცნით. _ მუქარანარევი ტონი შეერია ბეთას ხავერდოვან ხმას.
-მომენატრე და მალე ჩამოდი კარგი?
-მეც მომენატრე და ჩამოვალ ხვალ საღამოხანს. თავს მიხედე შენ. _ ხმა ისევ დაუთბა და ნაინაც გაიბადრა იმის გააზრებისას რომ, სულ გრძნობს როდის რას აკეთებს თავისი საყვარელი მამაკაცი.
ტელეფონი ტუმბოზე დადო და მუცელს დაუწყო ფერება, მერე კი ვერც გაიგო ისე მიეპარა ძილი და ღრმა მორევში გადაეშვა.

####
წლების შემდეგ რომ ჰკითხოთ შენთვის ყველაზე საშინელი და მტკივნეული დღე დამისახელეო, ალბათ ამ დღეს დაასახელებს დაუფიქრებლად. დღეს, როცა უძლური იყო და არაფრის გაკეთება შეეძლო. წუთებს, როდესაც იაზრებდა როგორი უსუსურია, როგორი სუსტია და საერთოდაც, რა უსამართლოა ცხოვრება ზოგადად ადამიანებისთვის და გადამეტებული დოზით ნაინასთვის. რა საშინელებაა როცა გიწევს გაიაზრო რომ ოცნებას, რომელიც გეგონა რომ ლამაზ რეალობად გექცა და რომელმაც უსაზღვროდ გაგაბედნიერა, შენიდან აძევებენ და აქრობენ. ქალისთვის ეს ყველაზე საშინელი ასატანია, ქალი ძლიერიაო ამბობენ. განა იმდენად ძლიერები ვართ რომ ვუყუროთ როგორ კლავენ ჩვენს შვილს? და ყველაზე ცუდი რა არის იცით? როცა უძრავად ვართ და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია… საერთოდ არაფრის…
რამდენჯერ შეძულდა ყველა ქალი ვინც ამას ნებით აკეთებს, რამდენჯერ იგრძნო გულისრევა მათ მიმართ და რამდენჯერ დაებადა კითხვა - რატომ?
იმიტომ რომ საშუალება არ აქვთ? იმიტომ რომ ქმარმა მიატოვათ? იმიტომ რომ მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს? თუ სამი შვილი უკვე ჰყავდათ და მეტი რად უნდოდათ აბორტი არ სჯობს? ან იქნებ იმიტომ რომ შეეშინდათ და არც თავად იცოდნენ რისი?
არა! არა და არა!!
მსგავს ქალებს არაფერი ამართლებს, საერთოდ არაფერი. ყველაზე საძულველი, გულისამრევი და ეშმაკის მოციქულია ასეთი სულმდაბალი ქალი. ქალი, რომელიც არ ცდილობს იმას რომ უფლისგან ნაბოძები უდიდესი ბედნიერება შეინარჩუნოს, მოუფრთხილდეს და შეიყვაროს მთელი არსებით.
შვილი ყველაზე დიდი საჩუქარია რასაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იღებს და მითხარით რამ უნდა გაამართლოს ქალი რომელიც საკუთარ შვილს საკუთარი ნებით კლავს? ან როგორ შეიძლება ნაინა იჯდეს და საკუთარ თავს მკვლელს უწოდებდეს მაშინ, როდესაც სხვები საკუთარი სურვილისამებრ სჩადიან ამ არაადამიანურ საქციელს? ან სადაა სამართალი როცა უამრავი ქალი უშვილოა და შვილის ნატვრაში გადის მათი გრძელი, აზრდაკარგული და უღიმღამო ცხოვრება.
ხედავთ რა უსამართლობაა ცხოვრება?
როგორი სასტიკი და ტკივილიანი….. როგორ გვაკარგვინებს არსებობის და სუნთქვის სურვილს, რობოტივით მოსიარულე ჩონჩხი ვხდებით, რომელსაც ცხოვრებამ სული ამოაგლიჯა და სადღაც უკიდეგანო სივრცეში გადაისროლა….. შეიძლება სამუდამოდაც კი….

ექიმის ბინა მარიამთან ერთად დატოვა.
ერთი წამითაც არ უგრძვნია სხეულის ტკივილი, თითქოს ყველაფრის შეგრძნება ჰქონდა დაკარგული. სული სტკიოდა და ეს ყველა ტკივილზე აუტანელია. რაღაც ღრღნიდა და შიგნიდან ჭამდა, რაღაც ახრჩობდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-ნაინა შემომხედე რა გეხვეწები. _ ძლივს იკავებდა მარიამი თავს რომ არ ეტირა და სიმტკიცე შეენარჩუნებინა. მისთვისაც იმდენად რთულად გადასატანი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და ნაინას დახმარებოდა რომ ეს ეტაპი გადაელახა, ცხოვრების წყურვილი დაებრუნებინა მისთვის და აღარასდროს ეთქვა ნაინას რომ შვილის მკვლელია.
-ნაინა გესმის? _ თავისკენ შეაბრუნა გოგონა და ცრემლები შეუმშრალა. -გეხვეწები დამელაპარაკე რა.
-მარიამ მინდა მოვკვდე! რა მოხდება მეც მომკლას ღმერთმა? აი მაგალითად ან მანქანამ გამიტანოს, ან დავეცე და საფეთქელი დავარტყა, ან…._ მისი ხმა მთელი სიძლიერით სახეში გარტყმამ გადაფარა, მარიამმა ისეთი რამ მოისმინა მისგან რომ ვეღარ გაიაზრა რას აკეთებდა. მერე მხრებში ჩაავლო ხელები და ძლიერად შეანჯღრია.
-გაჩუმდი გესმის? გაჩუმდი ხმა აღარ ამოიღო. გ ა ჩ უ მ დ ი ! _ მთელი ძალით უყვიროდა და სულ არ აქცევდა ყურადღებას გამვლელებს, რომლებიც გაოცებულები უყურებდნენ მათ. ახლა უკვე ორივეს ცრემლები მოსდიოდა და ერთმანეთზე მიკრულები ტიროდნენ. -აღარ გაბედო და მსგავსი რამ აღარ თქვა ნაინა, ნუ ჩაიციკლე იმაზე რომ შენი ბრალია ყველაფერი. არაფერი არ არის შენი ბრალი გაიგე?საერთოდ არაფერი. შენ ჯერ ძალიან გამოუცდელი ხარ და უბრალოდ ასე გგონია, რომ გცოდნოდა მკურნალობა გჭირდებოდა ხომ მოიქცეოდი ასე? შენ შენს თავს მკვლელს უწოდებ და ნამდვილ შვილის მკვლელებს რომ სინდისიც არ აწუხებთ ესაა სამართალი? ეს არის სამართლიანი ცხოვრება? ზოგჯერ ჩავფიქრდები და მგონია ღმერთს საერთოდ დავავიწყდით. მე შენთან ვარ ნაინა, აღარ მოგცემ იმის ნებას რომ ასე მწარედ დაიდანაშაულო თავი. მოდი ჩაჯექი. _ მანქანის კარი გაუღო და ძალაგამოცლილს დაჯდომაში დაეხმარა. მერე სწრაფად მიირბინა მეორე კართან და საჭესთან მოთავსდა.
-ჩემთან წავიდეთ ხო? _ თმაზე მოეფერა და გასაღები გადაატრიალა. ნაინამ მხოლოდ თავი დაუქნია და ფანჯრიდან გაიხედა.

სახლში რომ მივიდნენ ბეთამ დარეკა ნაინას რომ დალაპარაკებოდა, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ზოგადად როცა მის გარეშე სადმე წასვლა უწევს. ახლაც შეფერხდა მოლაპარაკებაზე და ეკლებზე ზის, როდის წამოვა ერთი სული აქვს. წყვილი ორი წელია ერთად ცხოვრობს და იშვიათობაა ერთმანეთის გარეშე სადმე წავიდნენ. ერთხელ ნაინას ბათუმში ჰქონდა ჩვენება და ბეთამ ვერ წაიყვანა მნიშვნელოვანი საქმეების გამო. ხუთი დღე უნდა დარჩენილიყო, თუმცა ჩასვლისთანავე აეწია ტემპერატურა და ერთიანად მისუსტდა. მარიამი ისე ანერვიულდა ადგა და ბეთას დაურეკა, მანამდე სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო. ის ღამე საავადმყოფოში გაატარა, ბეთა გვერდით ეჯდა და ეფერებოდა. თან ეღიმებოდა და ბედნიერდებოდა იმის გააზრებისას თუ როგორ უყვარდა ნაინას და როგორ ვერ უძლებდა მის გარეშე. ეს იყო ბოლო და უკანასკნელი, მას შემდეგ არასდროს დადიან ცალ_ცალკე არსად, ახლაც ბეთა მხოლოდ ერთი დღით წავიდა თორემ სხვა შემთხვევაში აუცილებლად გაიყოლებდა ნაინასაც.
-ნაინა ბეთა რეკავს. _ აფორიაქებულმა მოისვა შუბლზე ხელი და დაქალს გახედა.
-უპასუხე და უთხარი რომ გავედი, ტელეფონი კი სახლში დამრჩა. თორემ ასე რომ დაველაპარაკო ჩათვალე ფეხით ჩამოვა ბათუმიდან.
-კარგი ხო. _ თავი დაუქნია და ტელეფონს უპასუხა. -გისმენ ბეთა.
-მარუსა როგორ ხარ? _ სულ ასე აბრაზებდა ხოლმე გოგონას, იცოდა როგორ მოქმედებდა ეს დამახინჯებული ფორმა მასზე.
-მარუსა იქნება ახლა თუ ჩაგაქვესკნელე მანდ. როგორ ხარ შე გველო?
-ისე დავიღალე რომ მანქანამდე მიღწევის თავი არ მაქვს, ახლა გავაცილეთ სტუმრები და ტვინი წაიღეს.
-აუ წარმომიდგენია.
-ნაინა სადაა?
-გავიდა და ტელეფონი დარჩა სახლში.
-ეგ რა უყურადღებო მყავს კიდევ. _ ხმით ჩაეღიმა მამაკაცს.
-ბეთა ასე დაღლილი თუ ხარ დარჩი დღეს და ხვალ წამოდი შენც.
-არა, ახლა მივალ საღამომდე დავიძინებ რომ გზაში არ ჩამეძინოს საჭესთან და მერე წამოვალ თორემ ნაინას მაეტო დატოვება ცუდად მაქვს დაცდილი. _ ხმით ჩაეღიმა და ბათუმის ინციდენტი გაიხსენა.
-კარგი მაშინ გვიან წამოდი, ჩემთან იქნება ნაინა და აქ გამოიარე.
-კარგი, ჭკუით იყავით.
-ჭკუა არ გაქვსო სულ მეუბნები და ჭკუით როგორ ვიყო?
-მარიამ გცემ. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ბეთამ.
-ხო კარგი ჭკუით ვარ. _ მარიამსაც გაეღიმა და ტელეფონი გათიშა. ძლივს მოახერხა ისე საუბარი რომ ბეთა არაფერს მიმხვდარიყო, არადა ყელში ისე მწარედ უჭერდა რაღაც რომ ცოტა აკლდა ტირილამდე.
-რაო რა თქვა?
-არაფერი, როგორი უყურადღებო მყავსო ასე თქვა.
-მომენატრა. _ დივანზე წამოჯდა და მამაკაცის გახსენებისას ღიმილი გადაეფინა სახეზე. -ვერ წარმოიდგენ რამხელა სიცარიელეს ვგრძნობ მარიამ.
-ნაინა გთხოვ რა, ძალიან გთხოვ დამშვიდდი და აღარ აყვე ნერვებს. ბეთა ღამე ჩამოვა, იცი რა თქვა? ნაინა ცუდად გახდება დღესაც რომ აქ დავრჩე და ვიცი რა რეაქცია აქვს მარტო რომ ვტოვებო. წარმოიდგინე ახლა რა რეაქცია ექნება ასე რომ დაგინახავს, მერე რას ეტყვი ან როგორ აუხსნი მაგ ყველაფერს? მიდი ადექი მოწესრიგდი, მერე ყავა დავლიოთ და თან ჩაის კომპრესებს გაგიკეთებ თვალებზე რომ სიწითლე გაგიქრეს და აღარ დაგისივდეს.
-კარგი. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა დაქალს და ფეხზე წამოდგა.

……………………..
-ზაზა რა ქენი მოაგვარე ყველაფერი? _ სიგარეტს გაუკიდა ქალმა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-დიახ ქალბატონო ნელი, ფოტოებიც გადავიღე და ვიდეოც. თან ექიმი გარეთაც გამოყვა ქალბატონ ნაინას და კარგად მოჩანს ისიც.
-ყოჩაღ, კარგად გიმუშავია. _ ღიმილით შეაქო ბიჭი და კონვერტი გაუწოდა, რომელიც ფულის რაოდენობიდან გამომდინარე შესამჩნევად გამობერილიყო. -იმედია არავის დაუნახიხარ. _ წარბი მაღლა აზიდა და წელში გასწორდა.
-არა, ირგვლივ საერთოდ ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო. თანაც მეტი სიფრთხილისთვის მანქანას ვიყავი ამოფარებული.
-ახლა ხომ იცი რა და როგორ უნდა გააკეთო?
-დიახ ქალბატონო ნელი. სამსახურში მივიდე თუ სახლში დავუტოვო ეს ყველაფერი?
-არა სახლში არ დაუტოვო არავითარ შემთხვევაში, სამსახურში მიდი ოღონდ დიდხანსაც ნუ გაჩერდები რომ სახეზე ვინმემ დაგიმახსოვროს. როცა მისი მდივანი არ იქნება, სწრაფად შეირბინე კაბინეტში და იქ დაუტოვე ყველაფერი. იცოდე არავინ არაფერი უნდა იეჭვოს ხომ გაიგე?
-კი ყველაფერი გავიგე და ნუ ღელავთ სუფთად გავაკეთებ. _ კონვერტი და ფოტოაპარატი ხელებში მოიქცია, მერე კი მაგიდას გაეცალა.

*****
გუშინდელის მერე იმდენი შეტყობინება მომივიდა და ისე გავბედნიერდი რომ ემოციებს ვეღარ ვიტევ. ძალიან დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და ემოციისთვის. მადლობა რომ მელოდით და ასე გაგახარათ ჩემმა გამოჩენამ.
რაც შეეხება ბეთას, წინა თავში რომ ეჭვები გაგიჩნდათ უსაფუძვლოა და არანაირი მეორე ოჯახი არ ჰყავს ბეთას.
ეს თავი ძალიან რთული და მტკივნეული იყო მაგრამ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რა გელით წინ და როგორ გაგაოცებთ ეს ყველაფერი.
იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მტკივნეულია, მთელი გრძნობითაა დაწერილი.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1525 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
avatar
0 Spam
1
ჩემო გოგო როგორ გამახარე.რა ვქნა ძალიან განვიცდი ამ გოგოს მდგომარეობას ვაითუ ამ ნაბიჯმა საერთოდ უბედური გახადოს რატომ ერევიან ასე მშობლები შვილების საქმეში?ეს რეალურ ცხოვრებაშიდაც ხდება.უკარგესია ყოჩაღ**ჟანუკა მიყვარხარ.
avatar
0 Spam
2
ძალიან მეწყინა ნაინას ეს გადაწყვეტილება ბეთას გარეშე რომ გადაწყვიტა.იმედია ურთიერთობა ს შეინარჩუნებენ,თუმცა არ ვიცი როგორ მიიღებს ბეთა სიმართლეს როცა გაიგებს.ველოდები შემდეგ თავს. 3o
avatar
0 Spam
3
მანანა ბებო ♡♡ შენ კი იმას ვერ წარმოიდგენ მე როგორ მახარებ და მაბედნიერებ ♥♥ დიდი მადლობა რომ გამოხატავ შენს აზრს. მეც ძალიან მიყვარხარ ♥♥♥
avatar
0 Spam
4
მზია დეიდა ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ ♡♡
avatar
0 Spam
5
3o 3o 3o 3o 3o 3o 3o
avatar
0 Spam
6
ძალიან საინტერესო დასაწყისია, მაგრამ პატარა თავებია და გაადიდე ცოტა.
avatar
0 Spam
8
უღრმესი მადლობა 3o 3o მიხარია რომ მოგწონს და შევეცდები დიდი თავები დავდო 3o
avatar
0 Spam
7
როგორ მომენატრეთ შენ და შენი ისტორიები <3 მეწყინა ნაინამ ბეთას არაფერი რომ არ უთხრა ნაინას ადგილას მე სხვა ექიმსაც მივაკითხავდი მიუხედავად იმისა რომ დედამისმა ურჩია მას ის ექიმი. არ მესმის ესეთი გველი დედა როგორ შეიძლება იყოს ან ესეთი კარგი შვილი როგორ გაზარდა ალბათ მამამისის დამსახურებაა ნაინა ესეთი კარგი რომაა, წარმატებები და მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს ^_^ გამოცდების და მიუხედავად
avatar
0 Spam
9
ჩემო საყვარელო გოგო ძალიან დიდი მადლობა love love love მიხარიხარ და მაბედნიერებს მე შენი კომენტარები love love love გამოცდებზე წარმატებები love
avatar