სხვისი ცოდვებისთვის (10)
07.10.2017, 01:14
 

-ამან რა მოწია ტო? _ გაკვირვებულმა გადახედა თორნიკემ იქ მყოფთ და ძმაკაცს აედევნა უკან. -ბეთა სად მიდიხარ? _ კართან დაეწია და წინ დაუდგა.

-რა გინდა თორნიკე.

-მისმინე ძმაო, მე არ ვიცი რა ჯანდაბა მოხდა თქვენს შორის მაგრამ ის ვიცი რომ ახლა ნაინა არის ორსულად და + ამას დღევანდელი ნანერვიულები. ახლა არ ივარგებს მასთან მისვლა, ჯერ ისედაც განერვიულებულია და უარესს დამართებ ამით. მე ვიცი რომ შენთვის შოკისმომგვრელი იყო დღევანდელი დღე, მაგრამ ისიც ვიცი რომ იქ არ უნდა წახვიდე ახლა.

-თორნიკე უბრალოდ შევხედავ, შორიდან შევხედავ და მეტი არაფერი. უბრალოდ ძალიან მენატრება. _ ხმაწართმეულმა თქვა და ძმაკაცს გახედა.

-მომე გასაღები საჭესთან ვჯდები. _ მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა, შეუმჩნევლად გაუღიმა და მასთან ერთად გავიდა ჭიშკრიდან.

 

თორნიკე ყოველთვის იმაზე კარგი მეგობარი იყო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. სულ ხუმრობდა და სამეგობროში “მასხარად” იყო შერაცხული, მაგრამ მეგობრების ტკივილს ყველაზე მძაფრად ის განიცდიდა. მხიარული განწყობა კი ზოგჯერ მისთვის ერთგვარი ნიღაბი იყო, რომ მეგობრებს რაღაცით დახმარებოდა და დარდი შეემსუბუქებინა მათთვის. ახლაც, მართალია არ იცოდა რა მოხდა მათ შორის, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა ბეთას გვერდით ყოფილიყო.

 

რამდენიმე საათში დაფარეს სვანეთის გზა და მანქანა სახლთან შორიახლოს გააჩერეს. ცოტახანს ასე უყურებდნენ ცარიელ ეზოს, მერე კი გზიდან მომავალი გოგონები დაინახეს და მზერა მათკენ გადაიტანეს.

-აი ნახე იქ არიან, როგორც ეტყობა სასეირნოდ იყვნენ და სახლში მიდიან. _ ხმადაბლა გადაულაპარაკა თორნიკემ გაშტერებულ ძმაკაცს. -პირი დახურე ტო, დორბლი არ გადმოგივიდეს. _ სიცილით მიკრა მხარი და მის დაბრიალებულ თვალებზე რეაქცია არ ჰქონია.

-ახლა მიიღებ და მერე შენ გადმოგივა სიმწრის დორბლი.

-კაი რას მეღრინები ჩემი მეზობლის ძაღლივით ტო.

-რა ლამაზია არა? _ თმაში შეიცურა ხელი და გაბუტულ ნაინას გახედა, რომელიც აშკარად რაღაცაზე ეჩხუბებოდა გოგონებს.

-ხო, ძალიან ლამაზია ბეთა, ძალიან. მე არ ვიცი რატომ ხართ თქვენ ორი ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისეთი წყვილი იყავით რომ არ დაგიმსახურებიათ ასეთი რამ. ნაინა შეიძლება ცდება, თუმცა განსაკუთრებით ახლანდელი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი ეგ. ვიცი როგორაც გიყვარს და ისიც ვიცი რომ ბებრს გაუძლებ მის გამო და ახლა უკვე შვილის გამოც.

-გავუძლებ თორნიკე, ყველაფერს გავუძლებ. _ თავი დაუქნია და ერთიანად გააკანკალა ნაინას წარმოდგენაზე შვილით ხელში.

რას არ გაიღებდა ახლა მასთან მიახლოება და ჩახუტება რომ შეეძლოს უწინდელივით. რას არ მისცემდა ოღონდ ისევ ისე ეგებებოდეს კართან და მხურვალე კოცნას ახვედრებდეს. ისევ შეეძლოს მის გვერდით ყოფნა მისთვის საწოლის გაყოფა. ყოველ საღამოს სანამ ბეთა არ ჩაეხუტებოდა მანამ რომ არ იძინებდა… რას არ მისცემდა ახლაც იგივე მდგომარეობაში იყოს. ჯანდაბას ის წყენა და ტკივილი, ჯანდაბას ის ფოტოები და საერთოდ ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ გახსენებისას მაინც მწარედ ჩხვლეტს გულში ქალის ქცევა. ოღონდ იმ სიტუაციაში დააბრუნა და იმ ტკივილსაც ჯანდაბაში მოისროდა ღამეები რომ არ ასვენებს.

-წავიდეთ. _ ნერვიულობისგან დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და კიდევ ერთხელ გახედა მისი მზერის ობიექტს, რომელიც ამჯერად გულიანად იცინოდა რაღაცაზე. მომენტალურად სულ გადაავიწყდა ყველაფერი და თვითონაც ისევე გაიბადრა როგორც იმ წამს ნაინა იყო. -დაძარი სანამ სისულელე ჩავიდინე.

-კარგი. _ თავი დაუქნია და მალევე მოსწყვიტა მანქანა ადგილს.

 

…………………….

-მშია, თან ძალიან მშია. _ ყვირილით გამოვარდა ოთახიდან ნაინა და გოგოები მიყოლებით წამოყარა ფეხზე.

-ამ შუაღამეს რამ მოგაშივნა? _ ნახევრად მძინარე საუბრობდა მარიამი და თვალებს იფშვნეტდა.

-რამ კიარა ვინ. _ ღიმილით დაუსვა ნინომ მუცელზე ხელი და ნათურა აანთო.

-რას ინებებთ დიადო ქალბატონო? _ ინტერესით დაეკითხა მარიამი.

-სუფი მინდა.

-რა გინდა?

-სუფი მარიამ.

-ღმერთო შენ დამეხმარე და ორსულად როცა ვიქნები მეც არ მომანდომო რძე. _ ხელები მაღლა აღაპყრო და მერე ნაინას გახედა ისევ. -სუფი ცხოვრებაში ერთადერთხელ გაქვს გასინჯული როცა ბაღის მასწავლებელმა ლამის ძალით გაჭამა. _ სიცილით გააქნია თავი და სამზარეულოში შეუძღვა გოგოებს.

-ნინო შენ რას მიყურებ, ნამცხვარიც მინდა გემრიელი კრემით. _ ფეხზე წამოაგდო გოგონა და თვითონ მოკალათდა.

-ამას აქვს ალერგია ჩვენ რომ რამეს არ ვაკეთებთ და ვზივართ. _ დაასკვნა მარიამმა და ნინოს მიკრა მხარი.

-მარიამ ენა გააჩუმე სანამ კიდევ მომინდა რამე. _ სისინით ჩაილაპარაკა და წვენი მოსვა.

-ვჩუმდები. _ ხელები ასწია დანებების ნიშნად და მწვანილის დაჭრა განაგრძო.

-რამდენიმე დღეში ექიმთან ვარ დაბარებული. _ სახე დაუსერიოზულდა და გოგოებს ახედა.

-და რათქმაუნდა ბეთას დაურეკავ, ეტყვი რომ ექიმთან მიდიხარ და უფლებას მისცემ გამოგყვეს. უფრო სწორად უფლების მიცემა არც სჭირდება, მაგრამ მაინც. _ თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ქვაბი გაზქურაზე დადგა.

-დავურეკავ ხო. _ თავი დაუქნია და თმაში შეიცურა ხელი. -მეშინია. _ რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ თქვა და მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში.

-რის გეშინია? _ კვერცხის თქვეფით გართულმა ნინომ კითხვისნიშნებით სავსე მზერა მიაპყრო ნაინას.

-ახლა რაღაცეებს ვერ\არ ვუფიქრდები და არ მინდა გააზრება, მაგრამ როცა ჩემს ბეთასადმი დანაშაულს ადრე თუ გვიან გავიაზრებ, მეშინია რომ ჩემი თავი შემძულდება თანაც ისე რომ ძალიან ცუდ სასჯელს დავუწესებ. _ ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და სწრაფად შეიმშრალა ცრემლები.

-ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და მოვლენებს ნუ უსწრებ წინ.

-ნინო მართალია, ნუ იძაბავ თავს. მისმინე რისი სუფი გირჩევნია? _ ეცადა სხვა თემაზე წამოეწყო საუბარი და არ აენერვიულებინა ნაინა.

-სუფი აღარ მინდა, ქათამი გამიკეთე შენ რომ იცი რა. _ ყელი სასაცილოდ გამოწელა და მეტი თავის შეცოდებისთვის თვალები ააფახულა.

-გაფუჭებულო, აბა სუფი მინდაო? _ გაბრაზებულმა დაუქაჩა თვალები და ქათამი გამოიღო მაცივრიდან.

-მე რა შუაში ვარ. _ მხრები აიჩეჩა და ნინოს ჩაუკრა თვალი.

-შენს ღორობას ბავშვს ნუ აბრალებ რაა.

-მე ვარ ღორი? _ აღშფოთებულმა მიიდო თითი გულზე. -ის ვინ იყო ხოლმე ღამის ორ საათზე რომ დგებოდა და ნაინა უკეთებდა საჭმელს?

-ღამის ორ საათზე? მაგ დროს ადგომა მაინც არ გეზარებოდა მარიამ? რა ღორობაა. _ თავი გააქნია ნინომ და სქელი მასა ღუმელში შედო გამოსაცხობად.

-რავქნა მშიოდა და. _ დარცხვენილმა ჩაილაპარაკა გოგონამ და მხრები აიჩეჩა.

-ვაიმე, მწვადიც მომინდა. _ წარბები აათამაშა და ხელები მაგიდაზე დაალაგა.

-უფალო რა ცოდვა მაქვს ასეთი? _ ჯერ მაღლა აიხედა, მერე კი ნახევრად მძინარე ნინოს გახედა რომელიც არანაკლებ საცოდავ დღეში იყო.

 

#####

გვიანი იყო თორნიკე და ბეთა თბილისში რომ ჩავიდნენ, მანქანა ჭიშკართან დააყენეს და ის იყო ეზოში უნდა შესულიყვნენ სახეწაშლილი ანდრია რომ დაინახეს, რომელსაც ხელში ალექსანდრა ეჭირა და სწრაფად მოარბენინებდა, დანარჩენები კი სწრაფი ნაბიჯებით მოყვებოდნენ უკან.

-თორნიკე არ შემოიყვანო მანქანა. _ უკანა კარები სწრაფად გააღო ივანემ და ანდრიას დაეხმარა ალექსანდრა უკან რომ დაეწვინათ.

-ბეთა დამირეკეთ მერე კარგი? ბავშვებს უკვე სძინავთ და აქ დავრჩებით მე და სოფი.

-კარგი ივანე, დაგირეკავ. _ თავი დაუქნია და თორნიკეს ანიშნა წავედითო. -ანდრო ყველაფერი კარგად იქნება. _ სარკიდან გამოხედა ძმაკაცს და ალექსანდრასაც გაუღიმა შეძლებისდაგვარად.

-ვაიმე ანდრო მტკივა, თორნიკე სწრაფად ატარე აღარ შემიძლია. _ ხმამაღლა ყვიროდა და გამეტებით იჭერდა მუცელზე ხელებს.

-ალექს ჩემო პატარავ ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, არაფერზე ინერვიულო კარგი? შენთან ვარ მე. _ თბილად ეჩურჩულებოდა და შუბლზე კოცნიდა საყვარელ ქალს.

-აი სულ ცოტაც და მივალთ რძალო. სამგზის ბიძა ვხდები ტოო. _ გახარებულმა გადახედა ბეთას და მერე უცნაურად გაეღიმა. -სადღაც სამ თვეში ჩემი ნათლულიც დაიბადება. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ძმაკაცს მხარზე დაადო ხელი.

ბეთას ხმით ჩაეღიმა და წარმოიდგინა ნაინას მშობიარობა. როგორ იქნებოდა მის გვერდით და როგორ დაამშვიდებდა ატირებულს. წინასწარ იცის, რომ აუცილებლად დაესწრება მშობიარობას და მარტო არ დატოვებს ქალს. უკვე წარმოდგენილი აქვს რამხელა ბედნიერება, მაგრამ ამავდროულად ნერვიულობა აქვს გადასალახი. აგიჟებს ის ფაქტი რომ მალე საკუთარ შვილს დაიჭერს ხელში. ცნობისმოყვარეობა კლავს გოგოა თუ ბიჭი, მაგრამ ასე ერთბაშად იცის რომ ვერ მოახერხებს ყველაფრის გაგებას.

-ბეთა მოვედით. _ ფიქრებიდან თორნიკეს ხმამ გამოარკვია, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ანდრიას მიეხმარა ალექსანდრას გადმოყვანაში.

ჩქარი ნაბიჯებით შეიყვანა სამშობიაროში და ექთნის მოყვანილ ეტლში ჩასვა, მერე კი ხელი ჩაკიდა და თვითონაც გაყვა.

-ანდრო მტკივა, ძალიან მტკივა.. ააა. მტკივა..

-მე შენთან ვარ ალექს, შემომხედე პატარავ. _ მისი სახე ხელებში მოიქცია და დანამულ შუბლზე მიაკრო ტუჩები. -ამასაც გავუძლებთ გესმის? ორივენი გავუძლებთ, მე აქ ვარ.

გავუძლებთ. _ თავი დაუქნია, ღრმად ჩაისუნთქა და მთელი ძალით მოუჭირა ხელზე ხელი.

 

*     *     *     

-ნაინა გღვიძავს? _ კარზე ფრთხილად მიუკაკუნა მარიამმა.

-კი მარი შემოდი. _ საწოლზე წამოჯდა და ზურგით მიეყრდნო ტახტს.

-ბიძია ჩამოვიდა და სავარაუდოდ ყველაფერი იცის მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ.

-მამა ჩამოვიდა? სადაა. _ თვალები გაუნათდა და ბიძაშვილს მომლოდინე თვალებით მიაშტერდა.

-აქ ვარ ჩემო თვალის ჩინო. _ გაისმა მონატრებული და დასევდიანებული ხმა.

-მამა, მამიკო. _ ცრემლები ვეღარ შეიკავა და მკაშე სითხემ დაუდევრად გადმოკვეთა ჯებირები.

-ჩემო პატარა. _ უღონოდ ჩამოჯდა საწოლზე და გულში ჩაიკრა მონატრებული შვილი. -როგორ დამეტანჯე ჩემო გოგო და მე სად ვიყავი ამ დროს. _ ცრემლები ჩაუდგა თვალებში და ლოყაზე მოეფერა ატირებულ ნაინას.

-ამაზე არ იდარდო მამა, უკვე ჩაიარა რაღაცეებმა. _ შეძლებისდაგვარად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.

-როგორ გიხდება ორსულობა ჩემო პატარა, ასე მგონია ისევ ის ცელქი და მოუსვენარი გოგო ხარ სკოლაში რომ ყველაფერს აფუჭებდა და ყოველ მეორე დღეს მიბარებდნენ დირექტორთან, ახლა კი სადაცაა დედა გახდები. _ გაბერილ მუცელზე ხელი დაუსვა და ისევ ჩაიხუტა.

-მეც ვერ ვიჯერებ რაც ჩემს თავს დატრიალდა მამა, გეფიცები არ მჯერა ამდენს რომ გავუძელი.

-ნაინა, შენ იცი რას წარმოადგენ ჩემთვის და ისიც იცი რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში შენ ხარ. არასდროს მომიტყუებია და იმედები არ გამიცრუებია შენთვის, მაგრამ არის რაღაცეები რისი თქმაც უბრალოდ ზოგჯერ მართლა არ\ვერ შეგვიძლია და მთელი ცხოვრება შესაფერის მომენტს ველით, იცოდე რომ თუ გულს გატკენს ეს სიმართლე, წინასწარ გთხოვ პატიებას აქამდე რომ გამბედაობა არ მეყო მომეყოლა.

-მამა გეფიცები მაშინებ, რა შეიძლება იყოს ისეთი მე რომ შენ ვერ გაპატიო ან გაგება ვერ შევძლო?

-ნელი ისე გზრდიდა ბავშვობიდან, ცივ ნიავს არ გაკარებდა. ვხედავდი როგორ ზრუნავდა შენზე და როგორ უყვარდი. მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის რომ შენ ბედნიერი ყოფილიყავი. მიუხედავად იმისა მე ნელი მიყვარდა თუ არა, მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისეთ სისასტიკეს ჩაიდენდა კიარა გულში გაივლებდა მაინც. ახლაც ვფიქრობ და ვერ გამიგია რატომ, რისთვის. რამ გარდაქმნა ასე და როგორ ჩაუსახლდა ეშმაკი სულში, მაგრამ წარმოუდგენელი და უფრო უარესი რამ ჩაიდინა. მეც სწორედ ამან მიბიძგა მეთქვა მიუხედავად იმისა გამიგებ თუ არა და საერთოდ თუ მაპატიებ ამას, მაგრამ უნდა იცოდე რომ ის ქალი რომელმაც ამხელა ბოროტება გაგიკეთა, არ არის შენი ბიოლოგიური დედა. _ ცრემლისგან მზერადაბინდულმა დაასრულა მონოლოგი და გახევებულ შვილს ახედა.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1505 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
1 Spam
1
რა ადგილას გაწყდაა... მგონი ნაინას გაუხარდება კიდეც ნელი რომ დედამისი არაა. კარგი თავი იყო.ჟანეტისეული მხიარულებაც სდევდა თან,რაც ალამაზებს შენ მოთხრობებს.მიყვარხარ შენ და შენი შემოქმედება.მეთერთმეტეთავიმინდასმაილი ♥♥♥
avatar