სხვისი ცოდვებისთვის (11)
04.01.2018, 00:35

სხვისი ცოდვებისთვის (11)

 

ერთ ადგილას იყო მიყინული და ცდილობდა მამამისის სიტყვები აღექვა. იმდენი რამ გადაიტანა ამ ხნის განმავლობაში, ახლა მხოლოდ ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის. ხელები შესამჩნევად აუკანკალდა და დათოს ახედა მზერადაბინდულმა.

-მამა, მე ახლა ვცდილობ, გეფიცები მართლა ვცდილობ გავიაზრო ის რაც რამდენიმე წუთის წინ მითხარი, მაგრამ იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში რომ ვერაფრით ვახერხებ ყველაფრის აღქმას. _ ჩურჩულით ჩაილაპარაკა და კედელს მიეყრდნო.

-სწორედ მაგის გამო ვარ ახლა აქ, რომ შენს ნებისმიერ კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი.

-პირველ რიგში რაც მაინტერესებს დედაჩემია, ცოცხალია საერთოდ?

-არა, ძალიან პატარა იყავი როცა გარდაიცვალა.

-ასეც ვიცოდი, ისე არ დამსჯიდა ღმერთი ნამდვილი დედასაც რომ მივეტოვებინე. თქვენზე მიამბე, საერთოდ ყველაფერი მაინტერესებს.

-ლიზა ჩემი პირველი სიყვარული იყო, როცა გავიცანი სტუდენტი იყო. კარგახანს ვიყავით შეყვარებულები, მერე კი გადავწყვიტეთ ერთად დაგვეწყო ცხოვრება, მაგრამ არავინ იცოდა ეს. რატომღაც არ გვინდოდა არც მე და არც ლიზას რომ მთელი სანათესაოსთვის მოგვედო ჩვენი ამბავი მაგრამ მაშინ როდესაც შენს შესახებ გავიგეთ, მე თვითონ მოვკიდე ლიზას ხელი და ჩემს მშობლებთან წავიყვანე. ბებიაშენს თურმე ვიღაც გოგო ჰყავდა ჩემთვის შერჩეული (ნუ როგორც იციან ხოლმე მშობლებმა) და ეს რომ გაიგო ისტერიკაში ჩავარდა. ამ გოგოსთან თუ იცხოვრებ და ცოლად მოიყვან დაივიწყე რომ ჩვენი შვილი ხარო ეს მითხრა და მაშინვე წამოვედი იქედან. სიმართლე გითხრა არც გამკვირვებია და არც უმოქმედია ჩემზე მათ სიტყვებს, შენ და დედაშენი იმდენად მნიშვნელოვანი იყავით ჩემთვის, მზად ვიყავი ყველაფერზე უარი მეთქვა. ამაზე ლიზასაც ვესაუბრე და ყველაფერი მოვაგვარეთ, უფრო სწორად მე მეგონა რომ მოვაგვარეთ. მეორე დღეს სამსახურიდან რომ დავბრუნდი აღარც ლიზა იყო და არც მისი ნივთები, მხოლოდ წერილი ჩვენს საწოლზე სადაც წერდა რომ ჩემი ღირსი არ იყო და ვერ შეძლებდა ჩემს გაბედნიერებას, ამიტომ მიდიოდა ჩემგან და მწერდა რომ არ მომეძებნა. ხუთი თვე ვეძებდი მთელ ქალაქში, ბოლოს ისე ვიყავი ლამის ყველა სახლი და ბინა შემოვიარე თბილისში, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. მერე თითქოს ამ ფაქტსაც შევეგუე და აღარც მიცდია მისი მოძებნა, თვეები ველოდებოდი მის უკან დაბრუნებას თუმცა არ დაბრუნდა და ეგ ვერ ვაპატიე ყველაზე მეტად. ვერ ვაპატიე რომ ერთ სირთულესაც ვერ გაუძლო და როგორც კი რაღაც პრობლემამ იჩინა თავი, ადგა და წავიდა. ცხრა თვის შემდეგ თვითონ შემატყობინა შენი დაბადების შესახებ, თურმე ბათუმში გადასულა საცხოვრებლად. იმ დღესვე ჩამოვედი და პირველად რომ დაგინახე მაგაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა გეფიცები. ისეთი პატარა იყავი და ისეთი უმწეო, რომ შემეშინდა ხელი შემეხო შენთვის. ლიზასთვის არაფერი მითქვამს, მისამართი გამოვართვი მხოლოდ, რომ შენს სანახავად მევლო ხოლმე და იმ საღამოს წამოვედი.

მთელი ორი წელი ასე გრძელდებოდა, თითქმის ყოველდღე ჩამოვდიოდი და ვუყურებდუ როგორ იზრდებოდი დღითიდღე. ორი წლის შემდეგ ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, როცა დახმარება შევთავაზე კატეგორიული უარი განმიცხადა და მითხრა, რომ ჩემი დახმარება არ უნდოდა. უბრალოდ მთხოვა შენ წამომეყვანე ჩემთან რადგან უკეთეს პირობებს შეგიქმნიდი და უზრუნველყოფილი იქნებოდი ყველანაირად. თავიდან თითქოს არ მინდოდა დედაშენისგან წამომეყვანე, მაგრამ მერე გადავწყვიტე ბათუმში მეყიდა სახლი და იქ გვეცხოვრა მე და შენ. ამასობაში მის ცხოვრებაში ვიღაც კაცი გამოჩნდა და შენი წამოყვანიდან რამდენიმე თვეში გათხოვდა, თუმცა შენს სანახავად სულ დადიოდა. მერე სიარულს უკლო და ბოლოს სულ გაქრა ისევდაისევ უთქმელად. რომ აღარ გამოჩნდა ავდექი და შენთან ერთად თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. მერე ისე აეწყო რომ ნელი გავიცანი და იმხელა იყო მისი სიყვარული შენს მიმართ, ზოგჯერ მართლა ვერ ვხსნი მის საქციელს. წლების შემდეგ გავიგე, რომ დედაშენი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მაშინ როდესაც შენს სანახავად აღარ მოდიოდა ორსულად ყოფილა და მშობიარობას გადაყოლია. რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი გამერკვია რა ბედი ეწია მის შვილს და ახლახანს გავიგე რომ გოგონა გააჩინა.

-მოიცადე, მოიცა ერთ წამს. რა თქვი? _ ფეხზე წამოდგა და ერთ ადგილას დაიწყო რწევა. -მამა რა მითხარი? მე და მყავს? _ ხელები აუკანკალდა და ანერვიულებულმა შეიცურა თმაში.

-ნაინა შვილო გთხოვ დამშვიდდი თორემ აღარ გავაგრძელებ მოყოლას.

-როგორ დავმშვიდდე მამა, იმ ყველაფრის შემდეგ რაც მითხარი რა დამამშვიდებს. მამა და მყავს გესმის? _ მხრებში ჩაავლო კაცს ხელები და მაგრად ჩაეხუტა. -გეხვეწები დამპირდი რომ მაპოვნინებ.

-გპირდები ძალიან მალე შეძლებ შენი დის ნახვას, ოღონდ ახლა შეეცადე დამშვიდდე ძალიან გთხოვ.

-მამა, შენი აზრით დედა რატომ წავიდა? ცუდი ადამიანი იყო?

-არა ნაინა, ერთი წამითაც არ გაიფიქრო მსგავსი რამ. ლიზა შესანიშნავი ადამიანი იყო, უბრალოდ ქალების ყველაზე დიდი მინუსი რა არის იცი? გგონიათ რომ ჩვენთვის რაც უკეთესია იმას აკეთებთ და ამ დროს არ ფიქრობთ რას ვისურვებდით ჩვენ, გვინდა თუ არა ის რასაც თქვენ აკეთებთ და ბოლოს ისე ხდება რომ ამ საქციელით ურთიერთობაში უდიდესი კედელი ჩნდება. თქვენ იმ დროს ვერ ფიქრობთ ამას და გგონიათ კარგს აკეთებთ, მაგრამ როცა გაიაზრებთ უკვე ძალიან გვიანია. ლიზა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემს გარეშე გადაწყვიტა ის, რამაც ყველაზე მეტად გამანადგურა მე.

-მართალი ხარ მამა, სწორედ ეგეთი დაუფიქრებლები ვართ ქალები. _ თავი დახარა და ცრემლებით აევსო თვალები. თვითონაც ხომ ასე დაკარგა საყვარელი მამაკაცი? არ უნდოდა ასე მომხდარიყო, თავიდან ეგონა რომ სიმართლის დამალვა გამოსავალი იყო, ფიქრობდა რომ თუ ასე მოიქცეოდა ბეთას აღარ ატკენდა… ბოლოს კი მისმა საქციელმა ამდენი ხნის ნაშენები თავზე ჩამოანგრია და მას შემდეგ აღარაფერი ყოფილა კარგად…

-მართალია ჩემი დის არსებობამ იმდენად გამახარა რომ სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობ, მაგრამ გთხოვ აწი არასდროს არაფერი დამიმალო კარგი?

-გპირდები ჩემო პატარა. _ ხელები ღიმილით შემოხვია და გულზე მიიკრა აცრემლებული შვილი

 

-მოიცადე, მოიცადე. ესეიგი შენ გინდა მითხრა რომ ის აფთარი ქალი დედაშენი არ არის? _ ადგილს ვერ პოულობდა მარიამი და გაოცებული ჯერ ნაინას უყურებდა, მერე არანაკლებ გაოცებულ ნინოს.

-და ამას დამატებული ის ფაქტი, რომ თურმე და გყავს რომლის შესახებაც წლებია არაფერი იცოდი. _ აღშფოთებულმა დაამატა ნინომ და წყალი მოსვა.

-იმდენი რამ მოხდა ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში რომ აზროვნება მიჭირს უკვე.

-დამშვიდდი და თავი ხელში აიყვანე. რაც ახლა მოხდა არის ძალიან მაგარი ამბავი და პირიქით, ბედნიერი უნდა იყო ამ ყველაფრით.

-ნინო მართალია, იცოდე არც კი გაბედო რამეზე ნერვიულობა თორემ ხომ იცი ახლა ორნი ხართ და სიმშვიდე გმართებს.

-ვიცი და მაქსიმალურად ვცდილობ. მამა სად წავიდა?

-ეზოშია ტელეფონზე საუბრობს.

-დღეს ბიძიას უნდა გაყვე ხომ?

-კი მარიამ, ხვალ ექიმთან ვარ დაბარებული და ბარემ გავყვები მამას. თუ გინდათ თქვენც წამოდით ბავშვებო.

-არაა, მე აქ მირჩევნია. ჩემი უფროსი რომ გადამეყაროს სადმე ხომ დავიღუპე. _ ხმამაღლა გაეცინა მარიამს.

-მეც აქ დავრჩები და მოუთმენლად დაველოდებით შენს ზარს.

-იცოდე ექიმიდან გამოხვალ თუ არა მაშინვე გვირეკავ.

-კარგით. _ ხელები მაღლა ასწია და ხმამაღლა გაიცინა.

-ნაინა წავიდეთ? _ მისაღებში შემოვიდა დათო და გასაღები აიღო.

-კი მამა, ჩანთას ავიღებ და მზად ვარ უკვე.

-კარგი მიდი, გარეთ დაგელოდები. _ თბილად გაუღიმა შვილს და გოგონებს დაემშვიდობა.

-აბა თქვენ იცით, დაგირეკავთ ხვალ. _ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გოგონებს და მამამისს მიყვა უკან.

 

********

-ანდრია შეგიძლია ცოტახნით დამშვიდდე და დაჯდე? თავბრუ დამეხვა უკვე. _ ღრმად ამოისუნთქა თორნიკემ და მამაკაცს ახედა.

-რატომ არ გამოდიან ამდენ ხანს? _ აფორიაქებულმა ჩაილაპარაკა და საათს დახედა.

-დამშვიდდი რას პანიკობ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება ხომ იცი.

-მედდა მოდის. _ ფეხზე წამოდგა ბეთა და სამშობიარო ბლოკიდან გამომავალ ქალს წინ აესვეტა, რომელსაც ბიჭებიც ელვის სისწრაფით მიყვნენ უკან.

-ქალბატონი ალექსანდრას მდგომარეობა როგორია?

-ჩემი ცოლი როგორაა? ამდენ ხანს რატომ არაფერს გვეუბნებიან?

-დამშვიდდით ბატონებო, ცოტა რთული მშობიარეა ქალბატონი ალექსანდრა, მაგრამ საშიში და საგანგაშო არაფერია. როცა ყველაფერი დასრულდება ექიმი გამოვა და თავად გაგესაუბრებათ. _ ღიმილით დაასრულა ქალმა და გრძელ კალიდორს გაუყვა.

-ხომ გეუბნებოდი არაფერია საშიში მეთქი? შენ კიდევ ლამის მთელი სამშობიარო შემოიარე.

-ალექსანდრას პასუხს მოვთხოვ მშობიარობას რომ არ დამასწრო. _ თავი გააქნია ანდრიამ და კედელს მიეყრდნო.

-კარგი ახლა ნუ გადარევ გოგოს მშობიარობისთანავე. _ შუბლი შეკრა თორნიკემ.

-შენ ამის გჯერა? მშობიარობა რომ დასრულდება და ალექსთან შევა, სულ დაავიწყდება ბრაზი. _ ხმით ჩაიღიმა ბეთამ და ძმაკაცს მხარზე დაადო ხელი.

-ნუ დამცინი თორემ შენც იქნები ჩემს დღეში იცოდე. _ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ანდრიამ.

-ბეთა, ის ნაინა არ არის? _ თვალებმოჭუტული დააკვირდა შორიახლოს მდგომ გოგონას, რომელიც ექთანს ესაუბრებოდა და თან აქეთ_იქით აცეცებდა თვალებს.

მამაკაცი სწრაფად შებრუნდა და თორნიკეს მზერის ობიექტს დააკვირდა.

-ხო ნაინაა. _ ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ქალის მუცელს მიაშტერდა. -ნეტავ აქ რა უნდა, ხომ კარგადაა? _ უცებ აფორიაქდა და ბიჭებს გადახედა. ანდრიას ხმამაღლა გაეცინა და სკამზე დაჯდა.

-ამის მერე მე დამცინის. _ თავი გააქნია და ნაინას გახედა. -ჩვენკენ მოდის მგონი. _ ისევ წამოდგა ფეხზე და ბეთას მიუახლოვდა. -პირი დახურე თორემ უტორმუზო ბუზები დარბიან თურმე აქ.

-რეები? _ ისტერიული სიცილი აუტყდა თორნიკეს. -უტორმუზო ბუზი რა არის?

-თორნიკე ნუ მაწუხებ. _ თავში წამოარტყა ძმაკაცს და ისევ ბეთას მიუბრუნდა. -შენ კიდევ ცოტა აზრზე მოდი.

-გამარჯობა. _ ბიჭების წინ გაჩერდა ნაინა და სამივეს გადახედა.

-გამარჯობა ნაინა, როგორ ხარ?  _ ღიმილით მიესალმა თორნიკე და ბეთას ზურგიდან მუშტი მისცხო გამოფხიზლდი ცოტაო.

-არამიშავს თორნიკე, ალექსანდრა როგორაა? სოფიამ მითხრა მშობიარობა დაეწყოო.

-უკვე დიდი ხანია შეყვანილი ჰყავთ და ჯერ არაფერს ამბობენ.

-არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. _ ანდრიას გაუღიმა და ბეთას გადახედა. -ცოტახნით თუ გცალია რაღაც უნდა გითხრა.

-კი გავიდეთ. _ ქურთუკი აიღო და წინ წავიდა.

-ანდრია წინასწარ გილოცავთ, ალექსსაც მიულოცე როცა შეხვალ.

-მადლობა ნაინა, აუცილებლად. _ თავი დაუქნია და მიმავალ წყვილს თვალი გააყოლა. -ესენი რომ ერთად აღარ არიან ძალიან ტეხავს.

-მაგრად. _ თავი გააქნია და ღრმად ამოისუნთქა. -ნაწყენია ნაინა, მე ასეთი არ მახსოვს ეს გოგო.

-მაინც ვერ გამიგია რა მოხდა ასეთი წყვილის დაშორება რომ გამოიწვია, ალექსი ისე განიცდის ყოველ საღამოს ნაინას ახსენებს.

-ბეთაც ძალიან შეცვლილია, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ მოგვარდებიან.

-იმედია. _ თავი დაუქნია ანდრიამ და სამშობიარო ბლოკისკენ გაიხედა ექიმის მოლოდინში, თუმცა ჯერ კიდევ არსად სჩანდა.

 

ნაინა და ბეთა ქვემოთ ჩავიდნენ და სამშობიაროს მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფეში დასხდნენ.

-კარგად ხარ? _ სიჩუმე მამაკაცმა დაარღვია და ერთიანად გააკანკალა ნაინას მისი მზრუნველი ხმის გაგონებისას.

-კი კარგად ვარ.

-როდის ჩამოხვედი?

-ახლახანს, მამამ ჩამომიყვანა. მერე შენ ვერ გიპოვე და სოფიას დავურეკე, მან მითხრა სადაც იყავი.

-რა ხდება რატომ მეძებდი ხომ ყველაფერი რიგზეა?

-კი, უბრალოდ მე… _ ნერწყვი მძიმედ გადააგორა და მამაკაცს იმის შიშით ახედა უარი არ ეთქვა ექიმთან გაყოლაზე.

-ნაინა. _ ხმა დაუთბა და მიმტანის მიწოდებული ნამცხვარი ქალს დაუდო წინ. -მითხარი რა ხდება.

-ხვალ ეხოსკოპიაზე ვარ დაბარებული, სქესი უნდა გავ..

-მე წაგიყვან კარგი? _ სიტყვის დამთავრება არ აცალა ისე წამოიძახა აჟიტირებულმა. ნაინას გაეღიმა და მერე ცრემლებით აევსო თვალები.

-ხო…. ეგ მინდოდა რომ მეთქვა.

-კი, აუცილებლად გამოგივლი ხვალ და წავიდეთ.

-კარგი, მე წავალ.

-წამოდი გაგიყვან ძალიან გვიანია.

-არა მამა მელოდება აქვე. _ ფეხზე წამოდგა მოულოდნელად მამაკაცის შეხებამ რომ შეაჩერა და ერთ ადგილს მიეყინა.

-თავს გაუფრთხილდი. _ ისეთი ხმით უთხრა ტკივილიც რომ ერია, სიყვარულიც და მონატრებაც. ცოტაც და იქვე ატირდებოდა იმდენად იმოქმედა ბეთას შეხებამ. თავი დაუქნია და სწრაფად დატოვა კაფე.

 

-წავედით მამა. _ მანქანაში ჩაჯდა და სავარძელზე კარგად მოკალათდა.

-ესაუბრე?

-კი. _ თავი დაუქნია და სხვა არაფერი უთქვამს, დათოც მიხვდა ლაპარაკის ხასიათზე რომ არ იყო და მანქანა დაქოქა. გზაშიც არ ამოუღია ნაინას ხმა, სულ ბეთაზე და მათ შეხვედრაზე ეფიქრებოდა. ვერაფრით ამოიგდო გონებიდან ბეთას მოსიყვარულე და მზრუნველი ხმა და ამის წარმოდგენისას ლამის ჭკუიდან იშლებოდა.

-ნაინა შვილო კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს.

-კი მამა კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა დავიღალე და ალბათ მაგიტომ.

-კარგი საყვარელო, მალე მივალთ სახლში და დაისვენე. _ თბილად გაუღიმა და ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. -გისმენ ირაკლი.

-დათო გოგო ვიპოვე.

-რას ამბობ? როდის ან სად არის.

-ბათუმში ცხოვრობს, მისამართიც გავარკვიე და მასაც ვესაუბრე. შოკში ჩავარდა დათო, თავიდან ეგონა ვატყუებდი მაგრამ ყველაფერი რომ ავუხსენი დამიჯერა. მოდი და აქ უკეთ გიამბობ.

-კარგი, კარგი, ნაინას სახლში მივიყვან და მაშინვე წამოვალ შენთან. _ სწრაფად მიაყარა და ტელეფონი თავის ადგილას დააბრუნა.

-მამა ბიძია იყო?

-ხო შვილო, რაღაც საქმეზე დამირეკა.

-მეც მინდა მისი ნახვა, ძალიან მენატრება.

-შვილო რაღაც საქმე გვაქვს მოსაგვარებელი და მერე სახლში რომ წამოვალ წამოვიყვან მასაც.

-მართლა? კარგი მაშინ, მე რამე გემრიელობას მოგიმზადებთ. _ თვალი ჩაუკრა და ფანჯრიდან დაიწყო ყურება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის ეტყოდა ნაინას ახალ ამბავს, ჯერ მაინც იკავებდა თავს. უნდოდა ყველაფერში ასი პროცენტით დარწმუნებულიყო და მერე ეთქვა მისი დის შესახებ. მართალია ერთი სული ჰქონდა მის სიხარულითა და მადლიერებით სავსე თვალებს როდის დაინახავდა, მაგრამ მაინც თავის შეკავება არჩია.

გოგონა სახლში რომ მიიყვანა მაშინვე მოაბრუნა მანქანა და ირაკლისთან წავიდა. გზაში დიდხანს ფიქრობდა ნაინას ცხოვრებაში დატრიალებულ ამბებზე, ამდენი რამ გადაიტანა მისმა შვილმა და თვითონ ყველაზე ბოლოს გაიგო ამის შესახებ. ნელის ქცევაც დიდ საგონებელში აგდებდა, როგორ კარგ დედობას უწევდა ნაინას და რა სიყვარულით აღზარდა. ახლა კი? უცებ იგებს რომ მისი შვილიშვილის სიკვდილში დიდი როლი ითამაშა. ანერვიულებულს შუბლი ოფლით დაეცვარა და თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ მალევე მოეგო გონს, იმიტომ რომ უკვე ირაკლის ბინის წინ იდგა.

სწრაფად აირბინა კიბეებზე და კარზე დააკაკუნა, ირაკლიმაც აღარ დააყოვნა გაღება და მამაკაცი სახლში შეიპატიჟა.

-ერთი შენ როდის ეღირსები ნორმალურ სახლს და ამ ბანძ ბინაში აღარ იცხოვრებ? დავბერდი კაცი და ლიფტის საქმე ვერ მოაგვარეთ. _ დაღლილმა ამოილაპარაკა და გაიცინა.

-ეგ რომ ჩემს ცოლს ვუთხარი ლამის მიკრო ინფარქტი მიიღო, ეს კარგი ადგილია და შეჩვეული ვარო.

-ხო მართლა, სადაა რომ არ დამინახავს კარგახანია?

-დედამისია ცოტა ცუდად და იქ წავიდა, უფრო სწორად ვერაფერი მოიმიზეზა დიდხანს დასარჩენად და ამ იდეამ გაამართლა. _ ხმამაღლა გაიცინა და დივანზე მოკალათდა ძმის პირდაპირ. მერე კი წინასწარ მომზადებული კონიაკი ჭიქებში ჩამოასხა და ერთი მამაკაცს დაუდგა წინ. -შენ ის მითხარი ბავშვები როგორ არიან? მარიამის სახე დამავიწყდა უკვე, ისე მომენატრა რომ ველაპარაკები ტელეფონით თვალები მიცრემლიანდება.

-კარგად არიან ჩემო ირაკლი, ასული ვიყავი დღეს სვანეთში და ნაინა ჩამოვიყვანე, ექიმთანაა ხვალ დაბარებული. ნეტავ იცოდე როგორი შეცვლილია. მუცელი საკმაოდ წამოზრდია და რომ შევხედე თვალი ვეღარ მოვაშორე.

-ჩემი პატარა გოგო, როგორ დატანჯა ცხოვრებამ.

-ცხოვრებამ კიარა დედამისმა დატანჯა და ილოცოს არსად გადავეყარო თორემ შეიძლება მოვკლა. _ სიბრაზისგან კბილები გააღრჭიალა და ჭიქას მოუჭირა ხელი.

-რას ბოდავ თვითონ თუ იცი? ეგეთი ქალის გამო ღირს ციხეში წასვლა?

-მართალი ხარ, მაგრამ სადმე რომ შევხვდე თავს ვერ გავუწევ კონტროლს. კარგი შენ ის მითხარი რა გაიგე.

-ყველაფერი გავიგე რაც გვაინტერესებდა. ბათუმში ცხოვრობს, ჰყავს ქმარი და ერთი შვილი. თავიდან რომ დავურეკე შოკში ჩავარდა და არც დამიჯერა, მერე შეხვედრა ვთხოვე და დაწვრილებით ვუამბე ყველაფერი.

-ირაკლი უარი ხომ არ თქვა ნაინასთან შეხვედრაზე?

-უარი? უარი კიარა ისეთ დღეში ჩავარდა ლამის დამიჩოქა ახლავე მაჩვენეო, მერე ვუთხარი სვანეთშია და მინიმალურ დროში ვეცდები შეგახვედროთქო, ხოდა რას იტყვი ხვალ რომ წავიდეთ ნაინას ექიმთან ვიზიტის მერე?

-კარგი აზრია, ხვალ როგორც კი დაბრუნდება მაშინვე ვეტყვი ყველაფერს, დღეს არ მინდა ავაფორიაქო.

-მართალი ხარ, ეგრე სჯობს.

-ადექი ახლა, ჩემთან წავიდეთ თორემ სახლში არ მიმიშვებს მარტო, ბიძია მომიყვანე მომენატრაო.

-მეც მომენატრა ჩემი გოგონა, კარგი ქურთუკს ავიღებ და წავიდეთ. _ მხარზე ხელი დაადო ძმას და ქურთუკის მოსატანად გავიდა.

 

#####

-ბიჭი იქნება.

-არა, გოგო იქნება.

-ბეთა მე ვამბობ რომ იქნება ბიჭი.

-მე კი ვამბობ რომ გოგო იქნება.

-შენ არაფერი იცი. _ ენა გამოუყო და კარებისკენ წავიდა.

-ხოო? _ წარბი მაღლა აზიდა და ელვის სისწრაფით მივიდა ქალთან.

-ბეთა დამსვი, ნუ მიღუტუნებ ცუდად ვარ. _ ხმამაღლა კისკისებდა და ფეხებს უმისამართოდ იქნევდა. მამაკაცი კი არაფრის დიდებით ანებებდა და ნეტარედ უკოცნიდა ყელს.

-აბა გაიმეორე რას ამბობდი ბიჭიო?

-არა, არა, გოგო იქნება ოღონდ აღარ მომიღუტუნო. _ ლოყებაწითლებულმა ჩაილაპარაკა და სიცილისგან ძალაგამოცლილი მიესვენა საწოლზე. ბეთამ გამარჯვებული მზერით გადახედა ქალს, მერე კი გაეღიმა და სწრაფად მოიქცია მკლავებში.

 

-ნაინა საყვარელო გესმის? _ ყველაზე სასიამოვნო მოგონებებიდან მამამისის ხმამ გამოიყვანა და იმის გააზრებისას რომ ეს ყველაფერი რეალურად არ ხდებოდა, ლამის ცრემლად დაიღვარა.

-ხო მამა. _ ღრმად ჩაისუნთქა და აცრემლიანებული თვალები შეიმშრალა.

-ბეთა გელოდება, ქვემოთ დგას მისი მანქანა.

-რაა? მართლა? _ ფეხზე წამოდგა და ტელეფონს დახედა. -როგორ ვერ გავიგე რომ მირეკავდა. _ მხრები აიჩეჩა და მოღუშული სახით აიღო ჩანთა.

ქვემოთ ჩავიდა, მანქანაში მოკალათდა და მამაკაცს მიესალმა. მზოლოდ მცირეოდენი მოკითხვით შემოიფარგლნენ და მას შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ისე მივიდნენ, ხმა არც ერთ მათგანს არ ამოუღია. მხოლოდ ბეთა აპარებდა ხოლმე მისკენ თვალს და ქალის გაბერილ მუცელს გონდაკარგული უყურებდა.

ექიმთან რომ მივიდნენ ქალი დერეფანში იყო და ღიმილით მიეგება ნაინას.

-ღიპუცა, როგორ გაბერილხარ უკვე, ხომ კარგად ხართ?

-კი ექიმო, ნორმალურად.

-ძალიან კარგი, მიხარია. თქვენ მეუღლე ხართ ალბათ, ხომ შემოხვალთ გულისცემის მოსასმენად?

-დიახ, რა თქმა უნდა.

-იცით? ნაინამ თქვენს გარეშე სქესი არ გაიგო ბავშვის და ახლა ერთად გაიგებთ. _ თბილი ღიმილით შეუძღვა კაბინეტში და დაელოდა წყვილის შესვლას, რომლებიც იდგნენ და უცნაური მზერით უყურებდნენ ერთმანეთს. ბეთა იმდენად გაახარა ექიმის სიტყვებმა, უფრო კარგ გუნებაზე დადგა და ღიმილით შეაბიჯა ოთახში.

ექიმმა ნაინა ეხოსკოპიისთვის მოამზადა და დაელოდა როდის დაწვებოდა მისთვის განკუთვნილ საწოლზე. ბეთამ მხრებზე შეახო ორივე ხელები და დაწოლაში დაეხმარა.

ბავშვის გულისცემა რომ მოისმინა მამაკაცი ემოციებს ვერ იტევდა და ვერც მალავდა. ტუჩებს თავს ვერ უყრიდა და გაბადრული უყურებდა ეკრანს, სადაც პატარა სხეული მოუსვენრად მოძრაობდა. მერე ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრა ნაინას ხელს, რომელიც მუცელზე ედო მისი ხელი დაადო და ისევ განაგრძო ყურება. მერე უცებ რაღაც დარტყმა იგრძნეს და ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ნაინას მუცელს შეხედა ორივემ.

-იგრძენით? თქვენი პატარას პირველი შეხება. იგრძნო დედიკო და მამიკო ერთად რომ იყვნენ და სიურპრიზი გაუკეთა პატარა მოუსვენარმა და ცელქმა გოგონამ. _ სიცილით შეხედა წყვილს და ნაინას ხელსახოცები დაუდო გასასუფთავებლად. ბეთა ერთ ადგილას დარჩა მიყინული, ნაინა კი ისევ მოგონებებში გადაეშვა და უფრო ნათლად გაიხსენა როგორ ოცნებობდა კიკინებიან გოგონაზე მისი ქმარი. რამდენიმე წუთში ცხელი სითხე იგრძნო ღაწვებზე, მერე კი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ორივენი მიხვდნენ ერთი და იგივე წარსულის ტკბილ მოგონებაზე რომ ეფიქრებოდათ, რომელიც უსასრულოდ გადაკარგულიყო თვალთახედვის არედან.

* * * * * 
გამარჯობა!❤
ძალიან დიდი ბოდიში ამდენ ხანს რომ გალოდინეთ. უამრავი მადლობა ვინც მთელი გულით ელოდა ჩემს დაბრუნებას❤ ძალიან მიყვარხართ❤❤❤
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1468 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
უმაგრესი იყო,ნამდვილად ღირდა ლოდინად და კიდევ მგონი ვიცი ვინცაა ნაინას და,ველი მოუთმენლად შემდეგ თავს
avatar
0 Spam
2
რადგან "ყინული"გალღვა და დაიძრა, იმედია გაგრძელებასაც მალე ვიხილავთ! შესანიშნავი განვითარებაა...
avatar
0 Spam
3
როგორ გამიხარდით შენ და ესენი, ჯერ ხომ თვალებს ვერ დავუჯერე და მერე განვითარებულმა მოვლენებმა ისე ამავსეს ემოციებით, რომ მართლა არ მეყო. ოქრო გოგო ხარ და მიხარია ასეთი მაგარი დაბრუნება, მოუთმენლად ვუცდი შემდეგს <3
avatar
0 Spam
4
უჰჰჰჰ ! სასწაული, ბედნიერება, სიყვარული, სიტკბო და სითბოა ეს ისტორია... იძაბები , იძაბები მაგრამ საოცრად ნასიამოვნები რჩები ! ოქრო გოგო ხარ შენ , ბედნიერი ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა შენი ისტორიები ვიკითხო ... არ ვიცი ამდენი ხანი ლოდინი რატო დაგჭირდა მაგრამ საოცარი თავი იყო, ერთი სული მაქვს ყველა კარტი საბოლოოდ როდის გაიხსნება.... <3 <3
avatar