სხვისი ცოდვებისთვის (12)
17.01.2018, 00:26

თავი 12

 

საერთოდ, ადამიანისთვის ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ რაც მის ცხოვრებაში ხდება თავისსავე დაუფიქრებლობის და ერთ დროს არასწორი გადაწყვეტილების მიღების ბრალია. რთულია იმის აღქმა, რომ საყვარელი ადამიანი შენივე მიზეზით აღარ გყავს გვერდით. თუმცა უფრო უარესი ისაა შენს გვერდით, მაგრამ შენგან ყველაზე შორს რომაა. ისევე შორს, როგორც ნაინასთვის ბეთა. წარმოიდგინეთ რამხელა ტანჯვაა უყურებდე საყვარელ ადამიანს, ხედავდე მის ჩამქრალ თვალებს და მიზეზს ვერ ეკითხებოდე რადგან ისედაც ცხადი იყოს შენ რომ ხარ მიზეზი. მისი ერთი შემოხედვა, მისი არაფრისმთქმელი თვალები, (რომლებიც ადრე დიდი სიყვარულით იმზირებოდნენ) თვალებიც კი საკმარისია უთქმელად მიხვდე როგორი არარაობა ხარ მისი ამ დღეში ჩაგდებისთვის. ვერ წარმოიდგინეთ არა? რათქმაუნდა შეუძლებელია ამის აღქმა და წარმოდგენა, თუკი განცდილი არ გაქვს იგივე.

ზოგჯერ ისეთ დაუფიქრებელ ნაბიჯს ვდგამთ ცხოვრებაში, რომ ეს ნაბიჯი ყველაფერს თავდაყირა აყენებს, მშვიდ ცხოვრებას სამუდამოდ გაშორებს და ერთად ნაშენებსაც წამებში აქცევს ნამსხვრევებად. ჩვენ გვინდა გამოვასწოროთ ყველაფერი, იმასაც კი ვცდილობთ ნამსხვრევები ნაწილ_ნაწილ, დასერილი ხელებით ავკრიფოთ და აწყობას შევეცადოთ იმის მიუხედავად რომ გატეხილი არასდროს იქცევა ისევ იმ მთლიანობად რაც ადრე იყო.

ჩვენ მაინც ვცდილობთ……..

მერე რეალობის გააზრებას ვიწყებთ და იმდენად მწარეა მასთან შეჯახება, სურვილიც კი იფერფლება რომ მცდელობით რაღაც ისევ გამოვა…

და რას ვაკეთებთ ჩვენ? უღონოდ ვყრით ფარ_ხმალს და ისევდაისევ უმოქმედობას ვუბრუნდებით.

 

ექიმის კაბინეტიდან ისე გამოვიდნენ, ხმას არც ერთი არ იღებდა, მაგრამ იმხელა სიხარული იკითხებოდა მათ თვალებში, რომ სიტყვები სულაც არ იყო საჭირო. ბეთა სახეგაბადრული მიყვებოდა ქალს უკან და გონებაში ცელქ, კიკინებიან გოგოს ხატავდა, რომელიც ძალიან მალე მოევლინებოდა ქვეყანას.

-ნაინა არ მოგშივდა? _ მანქანასთან რომ მივიდნენ ქალს წინ დაუდგა და მომლოდინე მზერით გახედა.

-კი ძალიან, იცი რა მინდა ბეთა?

-რა აბა?

-შაურმა.

-რაო?

-ხო, რაიყო. _ მხრები აიჩეჩა და მამაკაცს წამწამებს ქვემოდან ახედა. -რატომ იცინი?

-არაფერია, ცოტა გამიკვირდა.

-რატომ

-ქალს რომელიც სულ დამცინოდა მაგ რაღაცას როგორ ჭამ, თანაც ხორცითააო, ახლა შაურმა უნდა და არ გამეცინოს?

-ოოო, მაშინ მოდელი ვიყავი. ახლა აღარც მოდელი ვარ და თან ერთის ნაცვლად ორი ადამიანის ულუფას ვჭამ.

-კარგი, კარგი წავიდეთ და ვჭამოთ. _ ღიმილშეპარული ხმით უთხრა და მუცელზე დააკვირდა.

-იცოდე არ დამცინო. _ თითი დაუქნია და სავარძელზე გაჭირვებით მოთავსდა.

-კარგი. _ სიცილით დაუქნია თავი და საჭეს მიუჯდა.

 

-ამდენ ხანს რას აკეთებენ? არ იციან რომ ორსულად ვარ და მშია? _ გაბრაზებულმა გადახედა მამაკაცს და ფეხები დააბაკუნა ჭერზე.

-დამშვიდდი, მალე მოიტანენ.

-ამდენი ხანია ველოდებით. _ ტუჩი აიბზუა და მარცხნივ გაიხედა იქნებ უკვე მოაქვს ოფიციანტსო, მაგრამ სულ ტყუილად.

-ძალიან მოგშივდა? _ ისე რბილად და მზრუნველად უთხრა, ისეთი სიყვარულით და სითბოთი სავსე მზერით შეხედა რომ სულ დააკარგვინა ყველაფრის უნარი. მხოლოდ თავის დაქნევა შელო ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მამაკაცისთვის.

-კარგი, შენ დამშვიდდი და მე წავალ ვეტყვი დააჩქარონ. _ ფეხზე წამოდგა და კოლიდორს გაუყვა. ნაინამ ღიმილით გააყოლა თვალი და წარმოიდგინა როგორი იქნებოდა ბეთა, რომ არა ის ყველაფერი რაც თავს გადახდათ. ახლა როგორი მზრუნველი და მოსიყვარულე იყო და ალბათ მაშინ ამაზე ათასჯერ თბილად და კარგად მოექცეოდა ქალს. ახლაც უყვარდა და უნდოდა ბოლომდე გაეკეთებინა მისთვის ყველაფერი, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. წარსული ყელში ძალიან ხშირად უჭერდა და თავს ახსენებდა ხოლმე, ეს იყო ერთადერთი, რის გამოც მოსიყვარულე ბეთას დამალვა, ან სადმე კუთხეში მიყუჟვა უწევდა.

-აი გამომართვი. _ წინ დაუჯდა ქალს და თეფში დაუდო წვენთან ერთად.

-მადლობა. _ ღიმილით უთხრა და მადიანად ჩაკბიჩა შაურმა. -მმმ, რა გემრიელი ყოფილა. აი თურმე რატომ ჭამდი ასე ხშირად.

-მოგეწონა?

-კი, ძალიან. ცხარე არ არის, არ უხდება წიწაკა?

-კი, მაგრამ წიწაკა არ გიყვარს და არ დავამატებინე.

პირისკენ წაღებული ლუკმა ჰაერში გაუშეშდა და კიდევ ერთხელ ეტკინა ბეთას მზრუნველობა. კიდევ ერთხელ ჩაწყდა რომ სიყვარულის გამოხატვა არ შეეძლო მის ამგვარ საქციელზე. მერე თავი გააქნია და სწრაფად მოეგო გონს.

-არ მჯერა რომ მამა გავხდები.

-თან ძალიან მალე.

-ხო, სულ ცოტა დრო რჩება. _ შუბლი მოისრისა და მოსალოდნელი ბედნიერებისგან გააჟრჟოლა.

-ბეთა… _ ღრმად ამოისუნთქა ქალმა და საუბარი დაიწყო. -ვიცი ბევრი კითხვა გიტრიალებს თავში, ვიცი ძალიან გინდა გაიგო რა მოხდა საერთოდ ჩვენს თავს და ისიც ვიცი ამას ჩემი ორსულობის გამო არ მეკითხები და ძალას არ მატან. გპირდები როგორც კი შევძლებ აუცილებლად გიამბობ ყველაფერს, არ ვიცი როგორ მიიღებ ან გაიგებ თუ არა ოდესმე მაგრამ მე აუცილებლად მოგიყვები ყველა დეტალს. უბრალოდ იმდენი რამ მოხდა, იმდენი რამ გადავიტანე ახლა არ შემიძლია, რომც მოვინდომო ვერ შევძლებ დავჯდე და ყველაფერზე გესაუბრო. თუმცა აუცილებლად დადგება ეს დღეც.

-შენ არ იდარდო მაგაზე კარგი? ხომ იცი რომ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება და არც ზედმეტი გადაღლა.

-ვიცი კი. _ თავი დაუქნია და მის გაღიმებას ღიმილით უპასუხა. -ბეთა იცი და რომ მყავს?

-და გყავს? _ გაოცებულმა გადახედა მამაკაცმა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.

-ხო, ესეც ძალიან გრძელი ამბავია, მაგრამ ისე მოხდა რომ და მყავს და ძიების პროცესში ვარ.

-ძალიან მაგარი ამბავია, გილოცავ.

-ნელიც არაა დედაჩემი.

-მეხუმრები? ნაინა რას ამბობ?

-ხო, საბედნიეროდ ნამდვილი დედა არ ყოფილა და ახლახან გავიგე ეს ამბავი იმასთან ერთად რომ და მყავს თურმე.

-საბედნიეროდ?

-ხო, საბედნიეროდ დედაჩემი არაა. ვერც ამას მიხვდები ახლა, მაგრამ მერე ყველაფერს გაიგებ. _ თვალი გაუსწორა მის წინ მჯდომს და წვენი მოსვა. მერე ტელეფონის ხმა მოესმა და სასწრაფოდ ამოაცურა ჯიბიდან. -ხო მამა.

-ნაინა საყვარელო მორჩი ყველაფერს?

-კი მა, მოხდა რამე?

-შვილო შენი და ვიპოვეთ.

-იპოვეთ? _ ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული. -ღმერთო ჩემო, სად არის? როგორია? ან რა ჰქვია? მე როდის გავიცნობ? _ კითხვები მიაყარა და ღრმად ამოისუნთქა.

-დამშვიდდი შვილო, ბათუმშია და დღეს გველოდებოდა. თუმცა მე და ბიძაშენს გადაუდებელი საქმე გამოგვიჩნდა კომპანიაში, თან შენც დაღლილი ხარ და ხვალ წაგიყვან.

-არა, არა, არ დავღლილვარ და წავალ დღესვე კარგი?

-შვილო მარტო სად წახვალ ნუ გადამრიე.

-მამა გთხოვ რა, ჩემს რომელიმე მეგობარს ვეტყვი და წამიყვანს, მოკლედ სახლში მოვალ და დაგელაპარაკები. _ სწრაფად მიაყარა და ტელეფონი გათიშა.

-მე წაგიყვან. _ ხელზე ხელი დაადო მამაკაცმა. ნაინა თავიდან შეცბა, მერე კი გაოცებულმა გადახედა ბეთას.

-შენ?

-ხო მე, მარტო ვერ გაგიშვებ იმხელა გზაზე ამ მდგომარეობაში. ან მე წაგიყვან და ან მამაშენი ხვალ.

-არა, არა თანახმა ვარ წამიყვანე. _ იმდენად იყო გახარებული და აჟიტირებული ახალი ამბით, რომ მზად იყო ბეთას წაეყვანა ბათუმში.

-მაშინ ასე მოვიქცეთ, ჯერ მშვიდად ჭამე და მერე წავიდეთ კარგი?

-ხო მაგრამ..

-ნუ დარდობ ჯერ სახლში გაგატარებ ნივთების წამოსაღებად და ისე წავალთ.

-კარგი. _ თავი დაუქნია და მშვიდად განაგრძო ჭამა.

 

სახლში რომ მივიდა დათოც და ირაკლიც იქ დახვდნენ.

-შვილო როგორ ხარ?

-კარგად ვარ მამა, ყველაფერი რიგზეა, რამდენიმე თვეში პატარა გოგონას ბაბუები გახდებით. _ ღიმილით მიახარა და ფერგადასულ, ცრემლმორეულ ძმებზე ლამის სიცილით ჩაბჟირდა. ირაკლიმ და დათომ თბილად ჩაიკრეს გულში და ახალი ამბავი მიულოცეს.

-ჩვენი გოგო გაიზარდა დათო.

-მე კიარ გავიზარდე თქვენ დაბერდით, მალე ბაბუები იქნებით. _ წარბი მაღლა აზიდა ნაინამ.

-სულაც არა, შენ არ გინახავს ახალგაზრდა ბაბუები? ხოდა ჩვენც მათ კატეგორიაში ვიქნებით. _ თავი იმართლა ირაკლიმ და დათოს მხარი მიკრა დამეთანხმეო.

-ხო, ხო, ირაკლი მართალს ამბობს, ახალგაზრდა ბაბუები ვიქნებით. კარგი შენ ის მითხარი საით მიგეჩქარება რომ ცქმუტავ?

-ბეთა მელოდება

-სადმე მიდიხართ?

-ბათუმში.

-მოიცა ბეთას მიყავხარ?

-ხო მამა, ხვალამდე ვერ დავიცდი.

-კარგი საყვარელო, თავს გაუფრთხილდი და ძალიან არაფერზე ინერვიულო.

-ნაინა ჩემო გოგო აი ამ მისამართზე გვყავდა დაბარებული საღამოს რვისთვის, სანამ თქვენ ჩახვალთ და სასტუმროში დაბინავდებით საღამოც მოვა და მოასწრებთ. _ თმაზე ხელი დაუსვა და ფურცელი გაუწოდა.

-კარგი ბიძია, ნივთებს ჩავალაგებ უცებ და წავალ ბეთა მელოდება.

-ჩვენც გავდივართ შვილო, შეხვედრა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და აბა შენ იცი, თავს გაუფრთხილდი კარგი? _ შუბლზე აკოცა შვილს და გულში ჩაიკრა.

-კარგი მამა, არაფერზე იდარდოთ. _ თავი დაუქნია და ოთახისკენ წავიდა.

რამოდენიმე წყვილი ტანსაცმელი ჩადო, კიდევ ძალიან აუცილებელი ნივთები და მალევე გავიდა სახლიდან.

-უკვე მზად ხარ? _ გაკვირვებულმა გადახედა მის წინ მდგომ ქალს.

-კი, მზად ვარ. _ თავი დაუანია და სავარძელში მოკალათდა.

ბეთამ ღიმილით გახედა მოუსვენარ ქალს და მანქანა დაქოქა.

-ნაინა, ხომ არ აჯობებს ხვალ შეხვდე? დღეს ძალიან დაღლილი არ იქნები ამხელა გზაზე?

-არა, არა, არ დავიღლები ბეთა გთხოვ რა.

-კარგი მაშინ, იცოდე არ ინერვიულებ და ადრე დაიძინებ.

-კარგი გპირდები. _ თავი დაუქნია და ფანჯრიდან დაიწყო ყურება.

 

********

-ხო ბეთა. _ ღიმილით დახედა ქმრის ფოტოს და მერე სენსორზე ნაზად გადაატარა თითი.

-რას შვრებით პატარავ?

-ტასოს ვაძინებ თუ თვითონ მაძინებს ვერ გავიგე. _ ჩუმად ჩაიფხუკუნა და მოკისკისე შვილს გახედა.

-რატომღაც მეორე ვარიანტი უფრო რეალურად ჟღერს.

-იდიოტო! მეძინება და რა ვქნა? დღეს დილიდან სახლს ვალაგებ და დავიღალე.

-მერე რამდენჯერ გითხარი ანა დამხმარე ავიყვანოთთქო?

-არა, არა და არა. მირჩევნია მე დავიღალო ვიდრე ჩემს ქმარს და შვილს სხვამ მოუმზადოს საჭმელი.

-კარგი შენ როგორც გინდა. ხომ არაფერი გჭირდებათ?

-არა და თუ რამე დაგირეკავ.

-კარგი წავედი ახლა სამუშაო მაქვს

-ბეთაა

-ხო პატარავ

-როდის მოხვალ?

-ან ჩვეულ დროს, ან უფრო ადრე და ან გვიან. _ სიცილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-ვერ ხარ შენ. _ ხმამაღლა გაეცინა ქალსაც და ტელეფონი ტუმბოზე დადო. -ტასო დე, მოდი დავიძინოთ. _ ბავშვს ხელები შემოხვია და ყელი დაუკოცნა.

-დედიკო მეღუტუნება. _ პატარა ხელებით ლოყებზე ეფერებოდა დედას და ხმამაღლა კისკისებდა. -დე ვიღაც გილეკავს. _ ტუმბოზე დადებულ აწკრიალებულ ტელეფონს გადაწვდა და ქალს მიაწოდა. ანა საწოლში წამოჯდა და ტელეფონს უპასუხა.

-გისმენთ.

-ანა შვილო ირაკლი ვარ, ნაინას ბიძა.

-ბატონო ირაკლი, დიახ გისმენთ. როდის ვნახავ?

-დღეს ნახავ, მასაც ერთი სული ჰქონდა ისე უნდოდა შენთან შეხვედრა და დღესვე წამოვიდა.

-მართლა? რას ამბობთ. _ ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული.

-ისევ იმ დროს რა დროსაც შევთანხმდით იგივე მისამართზე მოვა.

-კარგით, გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. _ ტელეფონი გათიშა და ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლები ხელის ბალიშებით შეიმშრალა. -ღმერთო ჩემო, ჩემი და ჩამოდის, ჩემს დას შევხვდები. _ თმაში ხელები შეიცურა და გარდერობისკენ წავიდა.

 

####

-სად ვართ? _ ძილისაგან დასიებული დიდრონი თვალები მიანათა მამაკაცს და წელში გასწორდა.

-გაიღვიძე? ქუთაისს ვუახლოვდებით. _ ცალი თვალით გადახედა ახლადგაღვიძებულ ქალს და შეუმჩნევლად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე მის შემხედვარეს. -არ გ…

-მშია. _ სანამ საუბარს დაამთავრებდა სწრაფად წამოიყვირა და ტუჩები გაილოკა. მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაეცინა. -ნუ დამცინი, მე რას მაბრალებ შენს გოგოს შია. _ ტუჩები დაბუშტა და წინ გაიხედა გაბუტულმა.

-შენ სულ არ გშია ხომ? _ თვალებმოჭუტულმა გახედა და ცალი წაები მაღლა აზიდა.

-თავისთავად მეც მშია, ორსულად ვარ.

-კარგი, კარგი ნუ იბუტები. რას შეჭამ მითხარი და ვიყიდოთ.

-ნაყინი მინდა ბეევრი.

-ნაინა გშიოდა მგონი შენ.

-ხო მაგრამ..

-ბევრი ნაყინი ყელს გატკენს

-შენ არასდროს მანებებდი ბევრი ნაყინი მეჭამა. _ ღიმილით უთხრა და მერე გაიაზრა რა სიტუაციაში იყვნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ახლა.

-იმიტომ რომ ყოველთვის ბევრს ჭამდი და ყელი გტკიოდა სულ.

-ოო, ბავშვს უნდა ნაყინი და მორჩა! _ მოკლედ მოუჭრა და ფანჯრიდან გაიხედა.

-კარგი, ნაყინსაც შეჭამ ოღონდ ჯერ საჭმელი ჭამე და წვენი დალიე. ამდენი ხანია გზაში ვართ და არაფერი გიჭამია. ასე რომ ნუ… _ შუა ლაპარაკში იყო შეხება რომ იგრძნო მხარზე. სვლა შეანელა და გვერდით რომ გაიხედა ჩაძინებული ქალი დახვდა, რომელსაც მის მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად ფშვინავდა. -ძილისგუდა, ასე მალე როგორ ჩაეძინა. _ თავი გააქნია და ღიმილით უმატა სიჩქარეს.

 

-ნაინა გაიღვიძე. _ მხარზე ფრთხილად შეახო ხელი და მერე უნებურად თმაზე მოეფერა ისე რომ ვერც კი გაიაზრა რას აკეთებდა.

-მმმ… როდის ჩამეძინა? _ თვალები მოისრისა და ირგვლივ მიმოიხედა. -სად ვართ?

-გურიაში.

-ასე მალე? ამდენ ხანს როგორ მეძინა, მე ხომ მშიოდა? რატომ ჩამეძინა მერე.

-ყველაფერი ვიყიდე და ამიტომაც გაგაღვიძე ახლა. ვიფიქრე გაეღვიძებათქო მაგრამ სულ ტყუილად. _ ღიმილით უთხრა და პარკი მიაწოდა.

-აუ ბეთაა, ესენი აღარ მინდა.

-აბა რა გინდა?

-ლობიანი.

-კარგი ლობიანს გიყიდი. _ თავი დაუქნია და მანქანა დაქოქა. -ასეთი რთული ორსულობა გაქვს?

-ძალიან, ამ წამს რომ რაღაც მინდა გადის რამდენიმე წუთი და მერე რადიკალურად განსხვავებული მინდება. _ ტუჩი აიბზუა და მუცელს დახედა. მერე კი სახე გაებადრა და ხელებით დაუწყო ფერება.

გზაში ძალიან ბევრჯერ გაჩერდნენ, ნაინას ხან ლობიანი მოუნდა, მერე ხაჭაპური, მერე შოკოლადი, ბოლოს შებოლილი ყველი მოინება და მთელი ზღვისპირეთი შემოარბენინა მამაკაცს. ბეთა ცდილობდა არ შეემჩნია როგორი ბედნიერი იყო და რა სიამოვნებით ასრულებდა მის ყოველ სურვილს, მაგრამ ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო ამ ყველაფრის დასანახად.

ბათუმში რომ ჩავიდნენ სასტუმროში საოჯახო ნომერი აიღეს ორი საძინებლით და სამზარეულოთი, მერე ნაინამ ტანსაცმელი ამოალაგა და ყველაფერი მოიზომა რაც თან ჰქონდა.

-ბეთა ეს კარგია?

-კი კარგია

-შენ სულ ყველაზე ეგრე მეუბნები, ორსულად რომ ვარ ყველაფერზე კიარ უნდა დამეთანხმო. _ თავი გააქნია და გაბრაზებული ჩამოჯდა საწოლზე.

-ორსული ქალი ნებისმიერ სამოსს უხდება, შენნაირი ორსული მით_უმეტეს. ასე რომ რაც უნდა ჩაიცვა არ აქვს მნიშვნელობა. _ თვალი ჩაუკრა და სააბაზანოში შევიდა, ნაინა კი დატოვა პირდაღებულ, გაკვირვებულ და გახარებულ მდგომარეობაში.

 

საღამოხანს დათქმულ დროზე ადრე გავიდნენ სასტუმროდან, მართალია ის ბაღი ახლოს იყო მაგრამ ნაინამ არაფრით მოისვენა და ბეთამ გადაწყვიტა ცოტა ადრე წაეყვანა.

-რა ლამაზია აქაურობა არა? საუკუნეა აქ არ ვყოფილვარ. _ ღრმად ჩაისუნთქა ზღვის სურნელი და თოლიების საამური მელოდიის მოსმენა განაგრძო. -ღმერთო ჩემი ქუდი. _ ხმამაღლა გაიცინა და შლაპას გახედა, რომეკიც ურცხვად წაართვა ქარმა.

-იჯექი მე მოგიტან.

-არა, არა, მე თვითონ. _ ფეხზე წამოდგა და ქუდისკენ წავიდა მოულოდნელად პატარა ბავშვი რომ შეეჯახა. გოგონა ბალახე წაიქცა და თმა სახეზე ჩამოეშალა.

-ვაიმე. _ თმაში შეიცურა ხელები და ძლივს დაიხარა ბავშვი რომ წამოეყენებინა. -კარგად ხარ საყვარელო? მაპატიე ვერ დაგინ…

-ტასო დედი რამდენჯერ გაგაფრთხილე ნუ მირბიხარ მეთქი? _ სირბილისგან გულამოვარდნილი ქალი მიუახლოვდა ბავშვს და წამოაყენა. ნაინაც წამოდგა და დედა_შვილს გახედა.

-ნაინა?

-ღმერთო ჩემო, ანა. _ ღიმილით გადაიწია შუბლზე ჩამოშლილი თმა და ქალს გადაეხვია, მერე კი პატარა გოგონა ჩაიკრა გულში, რომელიც ადრე გადაარჩინა.

-ნაინა? როგორ ხარ, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია შენი ნახვა. ჩვენით ვერ მოვიფიქრეთ და აი შემთხვევით მაინც შევხვდით. _ არანაკლებ გახარებული იყო ანა. -კარგი მითხარი აბა როგორ ხარ, დასასვენებლად ხარ აქ? მე ჩემს დას უნდა შევხვდე

-ჩემი და უნდა…. _ ბოლო წინადადება ორივემ ერთდროულად თქვა.

მერე წამიერად ყველაფერი გაშეშდა, გაჩნდა ორი წყვილი თვალი რომლებშიც ყველაზე მეტი კითხვისნიშანი იმზირებოდა იმ წამს. ბოლოს ორი ერთმანეთის წინ მდგომი ქალის მზერამ დაამსხვრია თითოეული კითხვისნიშანი მათი მომლოდინე თვალებით, სახეზე აღბეჭდილი ნერვიულობით ფერდაკარგული კანითა და პულსაციის ზენიტამდე მიღწევით ყველაფერი ნათელი გახდა ყოველგვარი საუბრის გარეშე. დუმილი იმ მომენტში ყველაზე საჭირო იყო და უფრო მეტიც…

რაღაცეების დასაწყისი მოსჩანდა მათ უკიდეგანო და დიდრონ თვალებში, წლების წინ დაბადებული ძველი, მაგრამ იმ მომენტში ახალი ურთიერთობის დასაწყისი… ყველაზე მაგარი ურთიერთობის.

ეს ყველაფერი გადაშლილი წიგნივით ეწერა მათ სახეებს, რამდენიმე წუთში კი ათასგვარი ემოციით სავსე აცრემლებული დები ერთმანეთს მთელი ძალით ეკვროდნენ და ისე მაგრად უჭერდნენ ხელებს, თითქოს ეშინოდათ ვინმეს ისევ არ დაეშორებინათ ერთმანეთისთვის..

#####
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობს❤❤ ახლა მოდის ყველაზე მაგარი თავები. ბათუმში ძალიან მაგარი რამეები მოხდება ^__^
ძალიან მიყვარხართ ყველანი❤
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1491 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ვიცოდიიი,ვიცოდიიი ვინც იქნებოდა ნაინას და,სულ თავიდანვე ვეჭვობდი რაღაცეებს.ძალიან მაგარი იყო.სულმოუთქმელად ველოდები ყოველ ახალ თავს.უმაგრესი ხარ.
avatar