სხვისი ცოდვებისთვის (9)
04.10.2017, 21:35

მოულოდნელი ბედნიერება? - ყველაზე მაგარი განცდაა, ყველაზე ძლიერი გრძნობა რომელიც გთიშავს და კარგახანს შენს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნების უფლებას არ გაძლევს….

ფიქრობ და არ გჯერა იმის, რომ შეიძლება რეალობა იყოს ყოველივე ეს… წარმოდგენაც კი არ გაქვს ამის.

მოულოდნელი ბედნიერებაც სხვადასხვაგვარია. მაგალითად ზოგჯერ გულის სიღრმეში ელი თითქოს ამ ბედნიერებას და ისიც მოსვლას არ აყოვნებს, ზოგჯერ კიდევ ელოდები კიარა, არც გონება, არც გული და საერთოდ შენი საკუთარი მე ვერ უშვებს იმ ფაქტს რომ ამხელა სასწაული და მარტივად რომ ვთქვათ გადატრიალება მოხდეს შენში.

 

ცხოვრება ძალიან რთული რამ არის, იმაზე რთული და სასტიკი ვიდრე მე და თქვენ წარმოგვიდგენია. როცა გვგონია რომ ბედნიერებით, სიყვარულით და სიხარულით აღსავსე ოჯახი გვაქვს, როცა გვჯერა რომ ურთიერთობას ვერასდროს ვერავინ მიაყენებს ზიანს, სწორედ მაშინ ვხდებით მომსწრე თუ რა სიურპრიზს გვიმზადებს სასტიკი ცხოვრება და ვხედავთ როგორ იშლება ყველაფერი კარგი. როგორ მიდის უარესობისკენ და ძალიანაც რომ გინდოდეს გადარჩენა უძლური ხარ.

შენი არ ესმის….

არ სჯერა….

ამასობაში კი ისე სწრაფად უფერულდება ყველაფერი რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ.

გამოუცდელად ამაზე საუბარი ძნელია, მაგრამ გამოცდილები მიხვდებით რაოდენ რთულია როდესაც შენთვის ძვირფასი და ყველაზე საყვარელი ადამიანი აღარ გენდობა.

დგება და უთქმელად მიდის…

მერე? მერე შენთანაც ქრება ყველაფერი და ძალაც აღარ შეგწევს იმის რომ იბრძოლო. განა მხოლოდ სიძლიერეშია საქმე? სურვილიც იკარგება ნდობის დაკარგვის შემდეგ.

თუმცა არსებობს ისეთი სასწაული, რასაც შეუძლია ნანგრევები ისევ მთლიანობად აქციოს, ამჯერად კი ამის გადაწყვეტა მხოლოდ ერთ მხარეს არ შეუძლია, იმიტომ რომ ზემოთნახსენები სასწაული ორივეს ნაწილია!

 

…………………..

ჰაერში გაშეშებული ფოტოაპარატი ძირს დაუვარდა და ხელებს დახედა, რომელიც შესამჩნევად უკანკალებდა. გული ისე უცემდა, სმენას უხშობდა მისი ხმა. სახე ერთიანად აშლილი ჰქონდა და ცივი ოფლი ასხამდა. აღარ იცოდა გაეცინა თუ რა მოემოქმედებინა. თვალებში ჩამდგარი ცრემლები ბრილიანტებივით უბრწყინავდა და თვალებიც ერთიანად უელავდა. თავიდან ეგონა სხვა არის და უბრალოდ ნაინას ჰგავსო, მაგრამ ქალის თვალებშიც რომ დაინახა აბრჭყვიალებული ცრემლები, მაშინ მიხვდა რომ რეალობა იყო და არაფერი ეჩვენებოდა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და არეული ნაბიჯებით გაემართა ეზოში მდგომი ქალისაკენ.

 

იდგა გაოცებული და უყურებდა მის პირდაპირ მდგომ მამაკაცს, რომელიც საერთოდ აღარ ჰგავდა მის ბეთას. თითქოს გაუბედურებული და ნატანჯი სხეული იდგა მის წინაშე. მართალია ახლოს არ იყო და კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ შორიდანაც მარტივად შეამჩნია ერთ დროს მისთვის ყველაზე საყვარელი მამაკაცის ცვალებადობა. ორსული ნაინა რომ დაინახა ფერი სულ დაკარგა და სახე შეეცვალა, ხელები აუკანკალდა და თითქოს სხეული დაუმძიმდა. არც ეს დარჩენია შეუმჩნეველი და თვალებში მაშინვე ჩაუდგა მონატრების, ტკივილის, იმედგაცრუების და სიყვარულის ცრემლი ერთდროულად. მამაკაცი კი ისევ უძრავად იდგა და მის მუცელს უყურებდა თვალმოუშორებლად. კარგად იცოდა ნაინამ რასაც გრძნობდა ახლა ბეთა, კარგად იცოდა რომ ყველაზე დიდ გაურკვევლობაში იყო თუმცა ასეთი რამ არ ჰქონდა ჩაფიქრებული. უნდოდა როცა დაბრუნდებოდა შეხვედროდა და მშვიდად ეთქვა ყველაფერი. ახლა კი როგორც ყოველთვის უკუღმა შემოტრიალდა სიტუაცია. ფიქრებში იყო გართული ბეთა რომ წელში გასწორდა და არეული ნაბიჯებით წამოვიდა მისკენ. სუნთქვა შეეკრა, თითქოს უჰაერობა იგრძნო და შიშმა დაუარა თავიდან ფეხის ფრჩხილამდე. მუხლები მოეკვეთა და ის იყო ძირს უნდა დაცემულიყო ყველაზე საყვარელი ხელები რომ იგრძნო წელზე და ისევ დაუარა ოღონდ ამჯერად სიამოვნების და მონატრების ჟრუანტელმა. თუმცა მალევე მოეგო გონს და სწრაფად მოიშორა მამაკაცის ხელები.

-ნაინა, შეიძლება გავიგო რა ხდება და საერთოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? _ გაუცხოვებული, ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა ბეთამ და თვალებში ჩააჩერდა დაბნეულ ქალს.

-მე.. მე, იცი?

-არ ვიცი და ამიტომაც გეკითხები. _ მაქსიმალურად ცდილობდა ცივად ეთქვა, მაგრამ მის გაბერილ მუცელს დახედავდა თუ არა სულ სხვა ბეთად იქცეოდა.

-ვერ ხედავ რასაც ნიშნავს? _ სამაგიეროდ ნაინა მოვიდა აზრზე და მას გაუმკაცრდა ხმა. -რაიყო, ყველაფერთან ერთად ისიც ხომ არ გგონია რომ სხვისგან დავორსულდი? _ ირონიულად გაუღიმა და თვალი გაუსწორა.

-ნაინა გაჩუმდი! მაგას როგორ მეუბნები.

-არა, ახლა მე ვილაპარაკებ და შენ მომისმენ გასაგებია? _ თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ღრმად ჩაისუნთქა. -შენ იცი მაინც მე რა გადავიტანე? იცი რამდენი ახალი რაღაც გავიგე რამაც ნაწილებად დამშალა და ახლაც ვერ მომინელებია. იქნებ ის იცი საერთოდ რა მოხდა სინამდვილეში და მე რამდენი რამ გამოვიარე, რამდენს გავუძელი რომ დღეს აი ამ მდგომარეობაში ვყოფილიყავი. _ გამობურცულ მუცელზე მიუთითა. -მაშინ ვერაფრის ახსნა ვერ შევძელი, მე იმიტომ წავედი რომ ძალა აღარ შემწევდა შენთვის შემომეხედა რადგან შვილის მკვლელი დედა გეგონე, მე კი ვერ შევძელი ახსნა, ვერ გითხარი ყველაფერი და შენ მაშინვე წახვედი. მერე მონასტერში წამოვედი, ვიფიქრე დავმშვიდდებოდი და საკუთარ თავს შევამზადებდი შენთვის ყველაფრის მოსაყოლად და შენ რა ქენი? ადექი და გაიქეცი სადღაც საზღვარგარეთ. მაქსიმალურად ცდილობდი ალბათ რომ დაგევიწყებინე და შეგზიზღებოდი მაგრამ აი ამ ორს ვერაფერს მოუხერხებ. _ ჯერ გულზე მიადო თითი და მერე საფეთქელთან. -შენ გინდა თუ არა, ჩვენი ყველა საუკეთესო მოგონება აქაა.

-ჩშშ.. ცოტახანს, ცოტახანს გაჩერდი. _ საფეთქლებს ხელისგულები მთელი ძალით მიაჭირა და მის წინ დაიჩოქა. გვირილებიანი მაისური აუწია და რამდენიმე წუთით უყურა მუცელს, მერე კი რამდენჯერმე აკოცა. ნაინამ სწრაფად მოიშორა ობლად ჩამოგორებული ცრემლი და ისევ უემოციო, არაფრისმთქმელი სახე მიიღო. ამასობაში ბეთაც წამოდგა და ისევ თვალებში ჩააჩერდა. -ხო ახლა განაგრძე გისმენ. _ უცნაური ხმით უთხრა და ისევ მის მუცელს დახედა.

-ხოდა ახლა აი ასე უთქმელად ისევე როგორც შენ, ავდგები და მეც წავალ. _ ბეთამ სახეშეცვლილმა გახედა და თვალებში ჩააჩერდა თითქოს რაღაცას ეძებსო. -აჰ, ნუ გეშინია. მე შენსავით გაქცევა კიარა სახლში წასვლა ვიგულისხმე. _ ისევ ირონიული ხმით უთხრა და ახლაღა შეამჩნია მონასტრიდან გამოლაგებული მეგობრები, რომლებსაც თვალები ცრემლებით ჰქონდათ სავსე ამ სანახაობის შემყურეებს. სოფია ივანეს მიხუტებოდა, ალექსანდრა ანდრიას, ნინო და მარიამი ერთმანეთს და შეუმჩნევლად ქვითინებდნენ. ბიჭები კი სახემიყინულები იდგნენ და ჯერ კიდევ გაოგნებულები უყურებდნენ წყვილს.

-მარიამ. _ ნაინა ბეთას მოშორდა და მათკენ წავიდა.

-გისმენ ნაინა რამე გინდა? _ ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და ჩაახველა.

-ნაი მუცელი ხომ არ გტკივა საყვარელო? _ ნინოც მიუახლოვდა და სახეზე დაუსვა ხელი.

-არა არაფერი მტკივა წავიდეთ ძალიან გთხოვთ, რამდენიმე დღეში მოვალთ და დედა მარიამს მოვუბოდიშებ ასეთი უეცარი წასვლის გამო. _ მშვიდად ჩაილაპარაკა და ბეთას გაეცალა. მერე სათითაოდ გადაეხვია მეგობრებს და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო სწრაფად შებრუნდა უკან. -ხო მართლა, ყველაფერთან ერთად ისიც არ იფიქრო შვილს მიმალავსო და ამიტომ იცოდე რომ სვანეთში ვარ ბიძაჩემის სახლში. _ არც შეუხედავს ისე უთხრა და გზა განაგრძო.

 

ერთხანს ასე იდგა და მონუსხული უყურებდა ორსულ ნაინას, რომელიც ნელ-ნელა მიბაჯბაჯებდა გასასვლელისკენ. ღიმილი უნდოდა მაგრამ ვერ იღიმოდა, სულ აერია გრძნობები ერთმანეთში.. სულ შეიშალა და დაეილებად დაიმსხვრა. ერთდროულად გრძნობდა სიხარულს, ბედნიერებას, ტკივილს და ზიზღს საკუთარი თავის მიმართ. ერთი მე აძალებდა რომ მიმავალს უკან გაყოლოდა და შეეჩერებინა, მეორე კი მთელი ხმით გაკიოდა დამნაშავე ხარო. ყველაფერი ცუდი, რასაც მაშინ ნაინას მიმართ გრძნობდა აბორტის შესახებ რომ გაიგო, ახლაც უკლებლივ ყველას გრძნობდა ოღონდ ამჯერად საკუთარი თავის მიმართ. მერე უცებ ბავშვი ახსენდებოდა და საერთოდ ავიწყდებოდა ყველა პრობლემა.

შვილი…

საკუთარი სისხლი და ხორცი. ენით აღუწერელი ბედნიერება და ბეთას ახდენილი ოცნება რომელსაც ყველაზე ნაკლებად კიარა სულ არ ელოდა მით_უმეტეს ახლა.

ის დრო გაახსენდა ერთად რომ ცხოვრობდნენ.. როგორი ბედნიერები იყვნენ, სულ იღიმოდნენ და უამრავ სიყვარულით სავსე წუთს ჩუქნიდნენ ერთმანეთს.

ერთად უხაროდათ….

ერთად სტკიოდათ…

ერთად ბედნიერდებოდნენ…

ერთად იცინოდნენ მთელი გულით…

ერთი მთლიანობა იყო ნაინა და ბეთა…

ახლა?

ახლა გაყინული, ცარიელი სხეული საყვარელი ადამიანის გარეშე. არაფრისმთქმელი მზერა და ჩაშავებული თვალები. უჰაერობა, რომელიც ყელში გიჭერს და გგუდავს ისე რომ მისი მოცილება არ შეგიძლია.

გენატრება, მაგრამ ვერაფერს აკეთებ..

გტკივა მაგრამ ვერაფერს უხერხებ ტკივილს….

აი ეს იყო იმ წამს ბეთას მდგომარეობა რომელსაც ვერაფერს შველოდა, საერთოდ ვერაფერს.

 

-ბეთა. _ ანდრიამ მხარზე ხელი დაადო და გვერდით დაუდგა. -წამოდი სახლში წავიდეთ და იქ ვისაუბროთ.

-ანდრია მართალია, გოგოებიც ძალიან ანერვიულდნენ და დაიღალნენ. გასაღები მომეცი და წავიდეთ. _ შეძლებისდაგვარად მშვიდად უთხრა თორნიკემ და ძლივსშესამჩნევად გაუღიმა. ბეთამ რობოტივით ამოიღო გასაღები და თორნიკეს გაუწოდა. თვითონ კი ისევ იმ ადგილს გაჰყურებდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ ნაინა გაუჩინარდა.

მალევე დანაწილდნენ მანქანებში და თბილისისკენ აიღეს გეზი. ხმას არცერთი არ იღებდა, დადუმებულები იჯდნენ, მაგრამ ამ დუმილითაც აგრძნობინებდნენ ბეთას რომ მის გვერდით იყვნენ.

 

#####

-ნაინა გთხოვ ცოტა მაინც შეჭამე. _ უკვე მერამდენედ უმეორებდა ერთიდაიგივეს ნინო, თუმცა უშედეგოდ.

-გოგოებო არ მშია. _ ცრემლები ხელის ზურგებით მოიწმინდა და ორივეს გადახედა. -უბრალოდ მარტო დამტოვეთ გთხოვთ.

-არავითარ შემთხვევაში! _ ხმამაღლა წამოიყვირა მარიამმა. -მერე მოაღებ პირს და მთელი დღე არ გაჩერდები. ნეტავ რა გატირებს ის ვიცოდე. წასული იყო იმას მოთქვამდი რატო წავიდაო, ჩამოვიდა და ახლა მაგას მოთქვამ.

-რომ დავინახე.. იცით რა დამემართა რომ დავინახე? სულ სხვანაირი წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა. აი მაგალითად, საქართველოში დაბრუნებულს მე ვურეკავდი, ვთხოვდი სადმე შეხვედრას და ასე ვატყობინებდი რომ ორსულად ვარ. კიდევ უამრავი ვარიანტი მქონდა გონებაში დასახული, მაგრამ არასდროს მიფიქრია იმაზე, რაც დღეს მოხდა. კინაღამ წავიქეცი ჩემსკენ რომ წამოვიდა. ასე მეგონა ფეხები პრუჟინებად გადაიქცა და აქეთ_იქით მარწევს მეთქი. მკაცრად ვესაუბრებოდი, მაგრამ ცრემლი და მისი ჩახუტების სურვილი ერთად მახრჩობდა. ამდენი ხნის მომატრებული ჩემს პირისპირ იდგა და ვერ ჩავეხუტე, ვერცერთი თბილი სიტყვა ვერ ვუთხარი ისე, როგორც ადრე მივლინებიდან დაბრუნებულს ვეგებებოდი ხოლმე. ერთი ნაწილი მთელი ძალით მკრავდა ხელს და მეუბნებოდა ჩავხუტებოდი, მეორე კი უკან მექაჩებოდა და მახსენებდა ჩემს წინ ის კაცი იდგა შვილის მკვლელი რომ ვეგონე. მე უბრალოდ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემი შვილისთვის ვარსებობ. _ მშვიდად დაასრულა მონოლოგი და წვენით სავსე ჭიქა აიღო მაგიდიდან. მარიამმა გვერდით გააბრუნა თავი და შეუმჩნევლად მოიწმინდა ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლები.

-ნაინა, ხომ იცი რომ ხშირად მოგიწევთ ერთმანეთის ნახვა. ვიცი რომ ძალიან გტკივა გული, მაგრამ ასე ყოფნას არ სჯობს დაილაპარაკოთ და ყველაფერი გაარკვიოთ? _ მოსმენილით არანაკლებ გულნატკენმა და ცრემლებამდე მისულმა ნინომაც ამოიღო ხმა და ნაინას მხარზე ჩამოადო თავი.

-არაფრის გარკვევა არაა საჭირო, ჩვენ მაშინ გავარკვიეთ ყველაფერი ერთმანეთისგან რომ წავედით.

-ჩვენთან მაინც ნუ უარყოფ ქალბატონო, ამდენი ხნის განმავლობაში ბავშვის სქესის გაგებაც არ გვაღირსე. მიზეზი? ბეთას ელოდი. _ ენა გამოუყო მარიამმა და მოფხუკუნე ნინოს თვალი ჩაუკრა.

-სულაც არა, უბრალოდ არ მინდოდა გაგება. რომ დაიბადება მაშინ გავიგებ. _ შეუბღვირა გოგონებს და მუცელზე დაისვა ხელი.

-ხო როგორ არა, მაგის ჩიტები ვართ ახლა დავიჯერეთ.

-მარიამ ნერვებს ნუ მიშლი მეთქი.

-არაუშავს, ბეთა მოვა და დაგიმშვიდებს მაგ აშლილ ნერვებსა და გულს. _ არტისტულად მიიბჯინა ორივე ხელი გულზე და კისკისით შევარდა სამზარეულოში ნაინას ნასროლი ბალიში რომ აეცილებინა.

 

#####

-რას აპირებ? _ ხმაჩამწყდარმა ამოთქვა ივანემ და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.

-არვიცი, არაფერი არ ვიცი ახლა და ვერაფერს ვიაზრებ იმის გარდა რომ შვილი მეყოლება. მამა გავხდები გესმით? _ ნერვიული სიცილით შეიცურა თმაში ხელები და ბიჭებს გადახედა.

-აუ ბიძია-ნათლიები გავხდებით ტოო. _ ხმამაღლა წამოიყვირა თორნიკემ. -ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ ეტაპზე, დაჟე ჩემს ორსულობას უფრო წარმოვიდგენდი ვიდრე ნაინასას. _ ნიკაპზე მიიდო საჩვენებელი თითი და ისევ განაგრძო სისულელეების ლაპარაკი.

-აუ ეს გადააშენეთ აქედან თორემ ტვინი გაბურღა. _ შუბლშეკრულმა გადახედა ანდრიამ თორნიკეს.

-აუ თუ ძმა ხარ ნუ მეროჟები რა. რომანტიული ღამე რომ გვაქვს მაშინ ხომ არ გაქვს ეგეთი სახე ჩემო სიყვარულო? _ ტუჩებზე თითები დაისვა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ანდრიას.

-ფუ შენი პიდატასტი… მოდი აქ. _ ფეხზე წამოფრინდა ანდრია და შურდულივით გავარდნილ თორნიკეს ცალყბა სიცილით გააყოლა თვალი.

-დედა მშია.

-მამა მშია. _ ყვირილით ჩამოვიდნენ ტყუპები მისაღებში და მშობლებს აესვეტნენ წინ.

-მოდით მამასთან. _ ღიმილით ჩაჯდა სავარძელში ანდრია და შვილები გულზე მიიკრა.

-რას შეჭამთ დედი? _ თბილად გაუღიმა ალექსანდრამაც.

-კვერცხს.

-ფუუ რა კვერცხი კარგი რა ბარბი. დედა მე კარტოფილი მინდა.

-დაიბანეთ ხელები და შემოდით სამზარეულოში, ორივე მზადაა. _ სააბაზანოსკენ მიუთითა და თვითონ სამზარეულოში შევიდა.

-წავედი მე. _ სწრაფად წამოდგა ბეთა და გასაღებს დასწვდა.

-სად წახვედი ტო? _ გაოცებულმა გადახედა ეზოდან ახლად დაბრუნებულმა თორნიკემ.

-ნაინასთან. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გაღებულ კარში გავარდა.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1468 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
პირველ რიგში მინდა გითხრა,რომ ძალიან გამახარე.ნამდვილად ღირდა ლოდინად ისეთი თავია.სიტყვები არ მყოფნის.საოცრად გაქვს აღწერილი ნაინას და ბეთას შეხვედრა. ჟანეტი დაბრუნდა და როგორც ყოველთვის ,ფორმაშია <3 <3 ♥♥♥ .
PS:ისე ნაინა ზედმეტად ,კაცრია ბეთასთან მიმართებაში,მაგრამ ეპატიება.
avatar
1 Spam
2
თიკუნა ❤❤❤ არვიცი რა გითხრა, ძალიან დიდი მადლობა ჩემო ტკბილო და საყვარელო. მიხარიხარ ❤❤❤❤
avatar