სხვისი ცოდვებისთვის (თავი მეექვსე)
02.07.2017, 00:48
სხვისი ცოდვებისთვის
(თავი მეექვსე)

ყველა ნაინას გარშემო იყო და შეშინებულები დასცქეროდნენ გოგონას თავზე. ერთ-ერთმა მორჩილმა საშუალო ზომის ბოთლი მოარბენინა, სწრაფად შეასუნთქეს გოგონას და მის რეაქციას დაელოდნენ. დედაო შეშინებული უსვამდა თმაზე ხელებს და გულში ლოცულობდა. ნაინა ოდნავ შეირხა და თვალები გაახილა.
-ნაინა, ჩემო გოგონა კარგად ხარ? _ ღიმილით დახედა დედაომ.
-ნაინა როგორ ხარ? _ შეშინებულ ნინოს ისევ ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე.
-კარგად ვარ დამშვიდდით. _ ჩუმად ამოიჩურჩულა და მინდორზე წამოჯდა.
-კი მაგრამ რა დაგემართა ასე უცებ?
-არვიცი, ნინოს ვესაუბრებოდი და მერე მუცელში მწვავე ტკივილი ვიგრძენი, ყველაფერი ამეწვა და მერე გავითიშე.
-ექიმთან უნდა წახვიდე.
-არა დედაო, არაფერია საგანგაშო. მსგავსი რამ შეიძლება კიდევ განმეორდეს და როგორც ექიმმა მითხრა რამდენიმე თვეში ტკივილები გამიქრება. თანაც მე უფრო უნდა მეტკინოს და დავიტანჯო. _ თვალები ცრემლებით აევსო და ნინოს მიეხუტა.
-მე ვფიქრობ ამას ფსიქიატრი უფრო დაეხმარება. _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ნაინა ეგ მეორედ არ თქვა ჩემო გოგო, დარწმუნებული ხარ რომ ექიმთან წასვლა არ გინდა?
-კი, მართლა არ მინდა. თუ რამე მოხდება მერე წავალ, ახლა არაფერი მტკივა.
-კარგი, მიდი ადექი და შენს ოთახში შედი. ნინო საყვარელო გვერდიდან არ მოსცილდე. _ თბილი ხმით ჩაილაპატაკა და მონასტრისკენ წავიდა მორჩილებთან ერთად.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ დამშვიდდი, წამო შიგნით შევიდეთ. _ ხელი ჩაკიდა ნინოს და მისი დახმარებით წამოდგა ფეხზე, მერე კი ორივენი ოთახისკენ გაემართნენ.

-ნაინა. _ შეპარვით დაიწყო საუბარი და საწოლზე ჩამოჯდა. -რაღაცას გეტყვი ოღონდ არ გაბრაზდე.
-ისე მელაპარაკები გეგონება კაციჭამია ვიყო. _ სიცილით მიკრა მხარი და გვერდით მიუჯდა. -გისმენ აბა.
-შენზე და ბეთაზე მომიყევი რა.
-მერე ამხელა შესავალი იმის გამო გააკეთე რომ გაგიბრაზდებოდი? რა სულელი ხარ. _ კედები გაიხადა და ისე დაწვა რომ ნინოს ჩაუდო კალთაში თავი. -მკითხე რაც გინდა და გეტყვი.
-აი მაგალითად, როგორ გაიცანი და კიდევ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების შესახებ მიამბე.
-იმ ზაფხულს მე და ჩემი მეგობრები დასასვენებლად წამოვედით სვანეთში, მერე აიჩემეს სალაშქროთ წავიდეთო და ისე მოხდა რომ შემთხვევით დავიკარგე იმიტომ რომ ყველა წყვილში იყო შეყვარებულთან ერთად და მხოლოდ მე ვიყავი ეულად. ჩემი ჭკუით მინდოდა იმ ადგილიდან გამომეგნო მაგრამ წრეზე ვტრიალებდი და ისევ ერთ ადგილას ვბრუნდებოდი. მერე უკვე დაბინდდა და გამახსენდა ყველაფერი საშინელი რაც კი მთაზე და ტყეზე მქონდა გაგონილი, თუ ვინმე დაკარგულა ან მტაცებელი ცხოველი შეხვედრია. ერთ ადგილას დავჯექი და ტირილი დავიწყე, მერე რაღაც უცნაური ხმა შემომესმა, ქარბორბალასავით წამოვფრინდი ფეხზე და გავიქეცი. თან უკან ვიყურებოდი ხომ არაფერი მომსდევსთქო, თან ცოდვებს ვინანიებდი და უცებ რაღაცას მთელი ძალით მივეხეთქე. აზრზე რომ მოვედი ვიღაცის სხეულზე ვიყავი გაწოლილი და თვალებს უაზროდ ვაცეცებდი.
-ვაიმეეე, ბეთა იყო? _ ნინომ აღფრთოვანება ვერაფრით დამალა და საუბარი შეაწყვეტინა.
-კი ბეთა იყო. _ გოგონას ქმედებაზე ხმამაღლა გაეცინა და საუბარი განაგრძო. -ჯერ კოპებშეყრილი მიყურებდა, მერე ფეხზე წამომაყენა და მკითხა რატომ ვიყავი ამ ადგილას. მეც მოვაღე პირი და ტირილი დავიწყე, ვუთხარი რომ დავიკარგე და დამცინა. ისე გავბრაზდი ლამის ბოლი გამოვუშვი ყურებიდან, თავი გავაქნიე და უკან წავედი, მაგრამ დიდი ძაღლი რომ დავინახე სულ არ გამხსენებია გაბრაზება ისე შევახტი წელზე და ფეხები მაგრად შემოვხვიე. არაფრის დიდებით არ ჩამოვედი ქვემოთ. ამაზეც გაეცინა და ზურგზე მოკიდებულმა წამიყვანა თავის სახლამდე. ბებია და ბაბუა ჰყავს სვანეთში, ისეთი თბილები არიან სამყაროს მირჩევნია ორივე. ჩემს მეგობრებს შევატყობინე რომ კარგად ვიყავი და ცოტახნით დავრჩებოდი სვანეთში იმიტომ რომ ლილი ბებომ არაფრით არ გამომიშვა. ერთ კვირაზს მეტხანს დავრჩი იქ, მაშინ როცა ჩემს მშობლებს მეგობრებთან ერთად ვეგონე, თითოეული დღე თავგადასავლებით იყო აღსავსე ბეთასთან ერთად. მერე თბილისშიც მომძებნა და აღარსად გამიშვა. _ ღიმილით დაასრულა მონოლოგი და პირდაღებულ ნინოს ახედა.
-შოკში ვარ, აი გპირდები რომ თქვენზე წიგნს დავწერ, თანაც ხომ იცი რა კარგად გამომდის ეს საქმე. _ ყელი მოიღერა და ხმამაღლა გაიცინა. -შენ და ბეთას ურთიერთობა რომ მოგიგვარდებათ დამპირდი რომ არ გადამაგდებ და სვანეთში წამიყვან ბებია-ბაბუის გასაცნობად.
-მოგვიგვარდება კი? _ უფრო საკუთარ თავს ჰკითხა და თავი გააქნია.
-აუცილებლად ნაინა, აი ნახავ ასე იქნება. შენ ის მითხარი წამიყვან თუ არა, არ უნდა ახლა ჩემი წაყვანა და აღარ იცის რა ქნას. _ ისევ ხუმრობა დაიწყო ნაინას ხასიათი რომ არ გაფუჭებოდა.
-რა უსინდისო ხარ? _ აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა და ბარძაყზე უჩქმიტა. -აუცილებლად წაგიყვან ერთ დღესაც და გაგაცნობ ორივეს.
-მაგარია. _ ტაში შემოჰკრა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-აუ ისე თავიდან ძალიან არ მომწონდი.
-არაუშავს თავიდან არც მე მომწონდი. _ მხრები აიჩეჩა ნინომ.
-მე რატომ? _ გაოცებულმა ჩაილაპარაკა ნაინამ.
-იმიტომ რომ ყველას უღიმოდი და თბილად ექცეოდი, ასე მეგონა აფერისტიათქო. _ გულწრფელად ჩაილაპარაკა და მისი თმა თითზე დაიხვია.
-აი მე კიდევ იმიტომ არ მომეწონე რომ სულ რაღაცნაირი სახის მიმიკებით მოძრაობდი და ისე მიყურებდი თავი კაცის მკვლელი მეგონა. _ სიცილით გაიხსენა რამდენიმე კვირის წინანდელი.
-მთავარია ახლა გვაქვს მისაბაძი ურთიერთობა. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოაგდო. -ადექი გავისეირნოთ სუფთა ჰაერი ჩაყლაპე. _ მოსასხამი მიაჩეჩა ხელში და ნაინასთან ერთად გავიდა გარეთ.

><><><><><><><
-შენ მემგონი სულ გაუბერე. _ შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა ანდრიამ და ძმაკაცს თვალებში ჩააჩერდა. -როგორ, ესეიგი ასე უბრალოდ დგები და მიდიხარ?
-ასე უბრალოდ არ ადგა და წავიდა? _ ცინიკურად ჩაიცინა და წელში გასწორდა.
-მერე სამაგიეროს უხდი?
-არა ანდრია, სამაგიეროს კიარ ვუხდი ამ ყველაფერს გავურბივარ. ერთი შეხედვით რა მარტივია ყველაფერი არა? თითქოს მე ვაიძულე ნაინას ასე მოქცევა. როგორაც არ უნდა ყოფილიყო და რაც უნდა მომხდარიყო მე რისთვის ვარსებობ? იმისთვის რომ დაემალა რაც ხდებოდა? ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა კონკრეტულად. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ნაინადს ჩემი არსებობა დაავიწყდა. და მერე, როდესაც ყველაფერი გადავხარშე და მეორე დღეს წავედი იმის გამო რომ მშვიდად დავლაპარაკებოდი, აიბარგა და წავიდა. შენი გადმოსახედიდან იმდენად რთულად არ ჩანს ანდრია დამიჯერე. ასეთ ტკივილს ვერ იგრძნობ თუ არავინ გაგიმეტებს ისე როგორც მე, დამიჯერე ვერ იგრძნობ და გისურვებ რომ არ იგრძნო. _ თმაში ხელი შეიცურა და დადუმებულ მეგობარს გადახედა.
-კარგი, თუ შენთვის უკეთესი იქნება ასეც მოიქეცი, მაგრამ დიდი ხნით უნდა დარჩე გერმანიაში?
-ოთხი თვე, შეიძლება სამიც მაგრამ რაც მეტი მით უკეთესი.
-გასაგებია, აქაურობაზე არ იდარდო მე და ივანე მივხედავთ ყველაფერს. ამასობაში თორნიკეც ჩამოვა და ეშველება საქმეს. მთავარია შენ რომ ჩამოხვალ ასეთი აღარ იყო. _ მხარზე ხელი დაადო და სახლში ახლადშემოსული ცოლი ღიმილით შეათვალიერა.
-ბიჭებო უკვე სახლში ხართ? _ ღიმილით დაუქნია ხელი ორივეს და ჩანთა შემოსასვლელთან დადო. მერე ბიჭებს მიუახლოვდა და ბეთა თბილად მოიკითხა.
-ახლა უნდა წავიდე ბავშვებო, გამგზავრებამდე კიდევ გნახავთ. _ ფეხზე წამოდგა ბეთა. ალექსანდრას პირისკენ წაღებული წვენით სავსე ჭიქა ჰაერში გაუშეშდა და თვალებდაქაჩულმა გადახედა მეგობარს.
-ჰა, რა.. ს, სად ჯანდაბაში მიდიხარ? _ აღშფოთებულმა გადახედა და წელზე დოინჯი შემოირტყა. -უსირცხვილო მტოვებ ხომ? ახლა წახვალ და ისევ საუკუნე დარჩები იქ.
-არ გრცხვენია ალექს? ახლა მალე ჩამოვალ გპირდები. _ შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
-კარგი, იმ შემთხვევაში არ ვიქნები წინააღმდეგი თუ შოკოლადებს ჩამომიტან. _ ტაში შემოჰკრა და თვალები ააფახულა.
-მუცლის მონა. _ ხმამაღლა ჩაეცინა ანდრიას და ცოლის კუშტი მზერა დააიგნორა.
-გპირდები ძალიან ბევრს ჩამოგიტან. _ თმა აუჩეჩა გახარებულს და სახლი დატოვა.
-რაო მუცლის მონაო? ჩემზე თქვი? _ წარბი მაღლა აზიდა და მამაკაცის კალთაში ისკუპა. -ექიმმა თქვა უნდა ჭამოო, კარგად უნდა იკვებოო.
-ექიმმა თქვა უნდა იკვებო ჯანსაღადო, ის კი არ უთქვამს რაც იჭმევა ყველაფერი ჩაიყარე მუცელშიო. _ სიცილით გამოაჯავრა და ფეხზე წამომხტარი ისევ უკან დააბრუნა.
-ხელი გამიშვი ახლავე, იდიოტი ხარ. შენი მასხრად ასაგდები ვარ არა? _ კოპები შეყარა და ისევ დააპირა წამოდგომა, მაგრამ ანდრია არ უშვებდა.
-ყველაფერზე ნუ ბრაზდები. _ თავისკენ მიიზიდა და ყელი დაუკოცნა. ესეც მაშინვე მოლბა და გაიტრუნა. -შენ ის მითხარი სად იყავი?
-ვაიმე არ მკითხო, შენმა ქალიშვილმა ბაღის კლასელი თმით ითრია რასქვია ჩემს ძმას ეპრანჭებიო და მასწავლებელმა დამიბარა. ვერ წარმოიდგენ როგორ შევრცხვი დღეს.
-რა ქნა? _ ხმამაღლა გაეცინა ანდრიას.
-თმით ითრია, ნეტავ გამაგებინა ვის ჰგავს ასეთი ქაჯი და უტაქტო.
-მე ნუ მიყურებ, მე ძალიან ბუნჩულა და საყვარელი ბავშვი ვიყავი. უტაქტო რომ გავჯზარდე მერე გავხდი შენი დამსახურებით, ხომ იცი მხოლოდ შენთან ვარ უტაქტო ბიჭი. _ ბაგეებზე მლწყვეტით აკოცა და გაუღიმა. -ბარბარეს დაველაპარაკებით ოღონდ წყნარად თორემ გაბრაზებით უარესს ვიზამთ.
-კარგი. _ თავი დაუქნია და მკერდზე მიეხუტა. -ანდრო მშია. _ წუწუნით ჩაილაპარაკა 
-აჰა, რომ კითხოთ არ ჭამს ბევრს.
-ანდრია ახლა იმდენს ნუ იზამ ისეთი რამ მოვისურვო რაზეც მთელ თბილისს შემოგარბენინებ და სანთლით გაძებნინებ.
-არ მგონია ეგრე გამიმეტო. _ ყელში სველი კოცნა დაუტოვა და მასთან ერთად წამოდგა ფეხზე. -წამოდი ვჭამოთ. _ გამობურცულ მუცელზე ხელი შემოხვია და სამზარეულოსკენ წაიყვანა.

#####
-ისევ მოწყენილი და გულჩათხრობილი ხარ ჩემო გოგონა. _ თავზე ხელი დაუსვა დედაომ ჩაფიქრებულ ნაინას და გვერდით მიუჯდა.
-ძველი დრო მენატრება დედაო მარიამ, ყველაფერი რომ კარგად იყო და ბედნიერები ვიყავით მე და ბეთა.
-მოვა დრო და ისევ ისე იქნებით, ან უფრო კარგად.
-ზოგჯერ ვფიქრობ და მგონია რატომ გადამხდა ამდენი ცუდი როცა მე თავად არავისთვის არაფერი დამიშავებია. აი ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ბოროტებით არიან დამძიმებულები და ცოდვებისთვუს ისჯებიან. მე კი ასე მგონია რომ სხვისი ცოდვებისთვის დავისაჯე.
-სხვისი ცოდვებისთვის?
-ჰო, სხვისი ცოდვებისთვის. ყოველთვის კარგი მინდოდა ადამიანებისთვის და სიკეთეს სიკეთით ვპასუხობდი. ცუდად რომ მექცეოდნენ მაინც არ ვიცრუებდი გულს ადამიანებზე. ახლა კი ყველაზე დიდი და მტკივნეული სასჯელით ვარ დასჯილი.
-არა ჩემო გოგო, ადამიანებს ყველას გვაქვს რაღაც ჩადენილი, რის გამოც პასუხი მოგვეთხოვება ჩვენ, მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ, ადამიანი არასდროს დაისჯება სხვისი ცოდვებისთვის. ეს ერთგვარი გამოცდაა შენთვის და სხვა არაფერი.
-არვიცი, რატომღაც ვფიქრობ რომ ასეა.
-მოვა დრო, როდესაც შენს ცხოვრებაში მოხდება ისეთი სასწაული და იმხელა გარდასახვა, რომ თავად დარწმუნდები ჩემი სიტყვების სისწორეში. _ მშვიდად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. -ნიმო სად არის ხომ არ იცი ჩემო გოგო? ნაინა შენ გეუბნ…. _ სიტყვა შუაზე გაუწყდა გულშეწუხებული ნაინა რო! დაინახა და სწრაფად მივარდა გოგონასთან.

დედაომ არაფრის დიდებით არ მისცა უფლება საწოლში დაწოლილიყო და დაესვენა. სასწრაფოდ დაურეკა ერთ ბიჭს, რომელიც სულ ეხმარებოდა ხოლმე მათ. მანქანში ჩასვეს, ნინო გააყოლეს და თბილისში წაიყვანეს სასწრაფო წესით.
-აი რად მინდოდა ახლა ექიმი? _ მთელი გზა ეწუწუნებოდა ნინოს.
-შენი ხმა არ გავიგო. უკვე მეორედ გამიხეთქე გული, თუ საიქიოსკენ წასვლას გეგმავ ჯერ არც გაბედო სვანეთში ბებია და ბაბუა უნდა გამაცნო.
-ყველა საკუთარ თავზე როგორ ფირობს. _ ხმამაღლა გაიცინა და ფანჯარას მიადო თავი.
ნინომ იმ ექიმთან მიიყვანა სადაც თვითონ მკურნალობდა, ძალიან კეთილი და თბილი ქალი აღმოჩნდა ლენა. ანალიზები აუღო და ყველა გამოკვლევა ჩაუტარა რაც კი საჭირო იყო. დრო ძალიან გაიწელა და პასუხების გაგებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
ექიმის კაბინეტში ისხდნენ ორივე და ქალის შემოსვლას ელოდებოდნენ. ლენა გაბადრული სახით შემოვიდა კაბინეტში, სავარძელში მოკალათდა და ნაინას გაუსწორა მზერა.
-დამშვიდდი ნაინა სანერვიულო არაფერი გაქვს. ბავშვი ჯანმრთელია და მისი ზრდაც ნორმალურად მიმდინარეობს. _ ღიმილით ამცნო, მაგრამ მისი გაოცებული და გაფითრებული სახის დანახვისას ნინოს გადახედა პასუხის მოლოდინში, თუმდა გოგონაც პირდაღებული იდგა და ცდილობდა გაგონილი აღექვა.

______
**** ახლა არ მინდა დაიბნეთ და გეგონოთ რომ ნაინას მუცელი არ მოუშლია. ყველაფერს გაიგებთ მომდევნო თავში რომელიც საკმაოდ დიდი და რთული დასაწერი იქნება. ახლა ისეთი ქაოსი მაქვს ვბარგდები და წასასვლელად ვემზადები ქუთაისში. 4_ში გამოცდა მაქვს. არ მგონია ძალიან მალე მოვახერხო დაწერა, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად. პ.ს ნაინას და ბეთას შეხვედრის ისტორია ისე მომეწონა მგონი ოდესმე მაგასაც დავწერ ოღონდ ცალკე რომანს :დდ დიდი მადლიბა რომ კითხულობთ და ასე ძალიან მაბედნიერებთ.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: undefined, (თავი, მეექვსე), სხვისი, ცოდვებისთვის
ნანახია: 1737 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
avatar
0 Spam
1
3o 3o 3o 3o 3o 3o 3o 3o მიყვარხარ მე შენ.აი მე როგორც ვფიქრობდი,სწორედ ისე მიდიხარ საყვარელო. like
avatar
0 Spam
2
აუუუუ ვიცოდი ვიცოდიიი ^_^ ეტყობა ტყუპებზე იყო ორსულად და ვაიმე რეალურად რომ მომხდარიყო ეს ამბავი ყველაფრისდა მიუხედავადცეს ბავშვი ომდენად მარტოსული იქნებოდა რომ წარმოდგენაცკიიმზარავს.
avatar
0 Spam
3
ნაინას რო პირველად გული წაუვიდა,მაშინ ვიეჭვე რაღაც და თურმე ახლოს ვარ...
იმედია ბეთას როგორმე აუხსნის ამ სიტუაციას.იქამდე დიდი დროა,მაგრამ მაინც :*
შენ კი არ ვიცი რა გითხრა <3
წარმატებებს გისურვებ ჩემო გოგო ხვალ <3
avatar
0 Spam
4
აუ ბოლო ნაწილი გამიხარდა ძალიან.ნაინას და ბეთას შეხვედრის ამბავი მეც ძალიან მომეწონა და კარგი იქნებოდა მათი ისტორიაც.სიამოვნებით წავიკითხავდი 3o 3o
avatar
0 Spam
5
მზია დეიდა დიდი მადლობა, მრც ძალიან ♥♥♥♥
avatar
0 Spam
6
მარიამ ძალიან დიდი მადლობა ♥♥♥ მიხარიხარ და ბედნიერი ვარ შენნაირი მკითხველით ♥♥♥
avatar
0 Spam
7
ნათი ჩემო გოგო ძალიან დიდი მადლობა რომ თავიდანვე ასე ერთგულად მომყვები და ყველა დეტალს ყურადღებას აქცევ ♥♥♥ მახარებ ძალიან ♥♥
avatar
0 Spam
8
თიკუნა ♥♥♥ ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. ♡♡ შენ აწი ნახე რეები მოხდება :დდ
avatar