სხვისი ცოდვებისთვის (თავი მეხუთე)
01.07.2017, 01:03
სხვისი ცოდვებისთვის
(თავი მეხუთე)

უყურებდა ჯერ კიდევ თეთრ მწვერვალებს, რომლებსაც მცხუნვარე მზეც კი ვერ მორეოდა და ვერაფრით გაელღო. უყურებდა როგორი ლამაზი იყო სვანეთის კოშკები, რომლებიც საუკუნეებს ითვლიდნენ და თითქოს სიბერე შემორეოდათ.
ყველაზე ლამაზი იყო ნაინას სვანეთი! ყველაზე დასამახსოვრებელი და ერთი ნახვით, ან თუნდაც უნახავად რომ შეგაყვარებს თავს, აი ისეთი.
რამდენ მოგონებას იტევდა აქაურობა, უყურებდა და იხსენებდა ყველაფერს, რაც ბეთასთან ერთად გადახდა. იხსენებდა როგორ შეუყვარდა სვანეთში სვანი ბიჭი, რომლის დანახვაზეც ჭარხალს ემსგავსებოდა ხოლმე.
ნეტავ უკან დააბრუნა, ხომ გამოასწორებდა ყველაფერს, მაგრამ ასეთი სასწაულები როდი ხდება.
-რაზე ფიქრობ? _ მარიამის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.
-ყველა მოგონება ერთად ამომიტივტივდა. _ სევდანარევი ღიმილით ჩაილაპარაკა და ღრმად ჩაისუნთქა.
-მოვა დრო და უკეთეს მოგონებებს დაიტევ გულში, აი ნახავ. _ ხელზე თბილად დაადო ხელი და გზას გახედა. ნაინას აღარაფერი უპასუხია და ისევ მოგონებების ტკბილ მორევში გადაეშვა.
მონასტერში რომ მივიდნენ ყველანი თბილი და წრფელი ღიმილით შეეგება, დედაო მარიამმა დალოცა და სახეზე მოეფერა. მერე მისი ოთახი აჩვენეს, სადაც ერთ გოგონასთან - ნინოსთან ერთად იცხოვრებდა. ბარგი ოთახში შეიტანა და გარეთ გამოვიდა, სადაც მარიამი იდგა და ელოდებოდა. მისი დანახვისას ნაძალადევად გაიღიმა და მაქსიმალურად შეეცადა არ ეტირა.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ? ბავშვობიდან დღემდე არასდროს ყოფილა შემთხვევა რომ მე და შენ ერთმანეთის გვერდით არ ვყოფილიყავით, რომ ერთმანეთისთვის ზურგი არ გაგვემაგრებინა. ჩვენ გვჯეროდა და გვწამდა ერთმანეთის, არაფერი შეცვლილა და მე ისევ ისე მჯერა შენი ნაინა. ახლა ცრემლად არ დავიღვრები, მაგრამ მინდა გითხრა რომ მჯერა ფეხზე წამოდგომას შეძლებ, ვიცი ყველაფერი გამოგივა და ისევ ისეთი ლაღი გოგონა იქნები რომელიც მე ასე ძალიან მენატრება. ვიცი რომ ეს მონასტერი შენს გაუბედურებულ ცხოვრებას შეცვლის, აი ნახავ. რომ გითხრა ყოველდღე და ყოველ წამს აქ ვიქნებითქო ტყუილი გამომივა, შენ ახლა მარტო ყოფნა და ყველაფრისგან გარიდება გჭირდება. ვიცი რომ საიმედო ხელში გტოვებ და არაფერი გაგიჭირდება. აქ საკუთარ სულს იპოვი ნაინა და იცოდე ეძებე შენი ის ნაწილი, რაც ტკივილმა დაგაკარგვინა. _ მხრებზე მოუჭირა ხელები და მთელი ძალით ჩაეხუტა. თავი მაღლა ასწია რომ არ ეტირა და როცა თვალებში ჩახედა ნაძალადევად გაუღიმა გოგონას.
-მადლობა ყველაფრისთვის, ახლა შეიძლება არ გამომივიდეს და ვერ ვთქვა, მაგრამ ჩემი საყრდენი ხარ მართლა. მადლობა რომ არსებობ და ჩემი მეგობარი გქვია. გპირდები რომ ყველანაირად ვეცდები ის ნაინა დავაბრუნო. შენ თავს გაუფრთხილდი და არავია უთხრა სად ვარ. არ მინდა ამ წმინდა ადგილას მათი დანახვა. მამას და ბიძიას თუ მოუნდებათ შეულიათ მინახულონ.
-კარგი ნაინა, ახლა წავალ და აბა შენ იცი. _ ლოყაზე აკოცა, ჩაეხუტა და მერე ღიმილით წავიდა მანქანისკენ. ჩაჯდომისთანავე აუვარდა ისტერიული ტირილი და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს, რომ ნაინას მისი ცრემლები არ შეემჩნია.
ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი მარიამისთვის, იმიტომ რომ წლებია ერთად ცხოვრობენ და ერთად არიან. ახლა უცებ ბრახ და არც კი იცის რამდენ ხანს მოუწევს მის გარეშე გაჩერება. აქამდე სულ ბეთასთან იყო ხოლმე, დილაადრიან დაადგებოდა წყვილს და ძილსაც არ აცდიდა. ახლა კი…..
ახლა კი მხოლოდ ბეთას და ნაინას შორის კიარა, თითოეულ მათგანს შორის გაჩნდა ბზარი. ზოგისთვის ისეთი უსასრულო და დიდი, შიგ რომ ჩაგიყოლებს სამუდამოდ.

ისეთი სითბო და სიყვარული იგრძნო, რომ ეგონა აქაურობა სამოთხე იყო ოღონდ დედამიწაზე. ყველა თბილად ექცეოდა და ცდილობდნენ მის მდგომარეობიდან გამოყვანას. რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ მისი ოთახის მეზობელი, ნინო არ ესაუბრებოდა არასდროს, მაგრამ დედაომ აუხსნა არავისთან კონტაქტობსო და აღარ ჩაეძია.
მეორე დღიდანვე რადიკალურად განსხვავებული გახდა მისი ცხოვრება, დაიწყო სხვებთან ერთად დილის, შუადღის, საღამოს ლოცვების წაკითხვა. კითხულობდა შვიდგზის ლოცვებს და რაც ზეპირად უნდა სცოდნოდა სწავლობდა ხოლმე. თავიდან გაუჭირდა, თითქოს უჰაერობა ემართებოდა და რაღაცას ებრძოდა, მაგრამ მერე შეეჩვია და ეს ყველაფერ ძალიან სიამოვნებდა. იკვებებოდა ისე როგორც დედაო და მორჩილები, სანამ წამოვიდოდა თბილისში თავის მამაოსთან იყო და კურთხევა მისცა ემარხულა კიდეც.
სულ სხვანაირად გრძნობდა თავს, მშვიდად და თავისუფლად, უბრალოდ ერთადერთი რაც არ ასვენებდა მისი ოთახის მეზობლის დუმილი იყო და აინტერესებდა რა დაემართა გოგონას თუმცა არავის ეკითხებოდა რადგან სხვაზს საუბრის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ჩუმად იყო და ფიქრობდა რა სჭირდა გოგონას ისეთი, რომ ყველას ერიდებოდა.

<><><><><><><><><
კარზე ისე აბრახუნებდა ვიღაც რომ ლამის ჩამოიღო, მარიამი ნახევრად მძინარე ჩავიდა ქვემოთ და თვალების ფშვნეტით გადაატრიალა საკეტი.
-მარიამ ნაინა სად არის? უნდა დაველაპარაკო. _ ქარიშხალივით შემოვარდა მისაღებში ნელი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება.
-ბიცოლა, ჯერ ერთი გამარჯობა, მერე მეორე კარის გვერდით არის ზარი რომელიც მამცნობს რომ ვიღაც მოვიდა და არ არის საჭირო კარების ჩამოღება. და მესამე, ნაინა წავიდა უკვე კარგა ხანია. _ თავის ქნევით შეათვალიერა ქალი და ოთახისკენ წავიდა მაგრამ ნელი წინ გადაეღობა.
-მოიცადე, ესეიგი არ ხუმრობდა და მართლა მონასტერში წავიდა? _ ყბა ძირს დაუვარდა და თვალებით დაუწყო ძებნა.
-კი მართლა წავიდა. _ თავი დაუქნია მარიამმა.
-რ.. როგორ გაბედა? ეს როგორ გამიკეთა? რას ნიშნავს ეს ყოველივე. _ ხმამაღლა ყვიროდა და ცეცხლებს აფრქვევდა.
-ნელი რა გაყვირებს ამხელას გამაგებინე, ამხელა გოგომ შენ უნდა გკითხოს რა გააკეთოს? შეიგნე რომ ნაინა ზრდასრული ადამიანია.
-მარიამ სამ თვეში…
-გაჩუმდი! ახლავე გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო. თუ იმის თქმას აპირებ რომ სამ თვეში ჩვენებაა და ნაინა გჭირდება იმიტომ რომ მის გარეშე არაფერი ხარ და მას უნდა უკოცნიდე ფეხებს რომ ამდენს მიაღწიე, ეგ უკვე დიდი ხანია ვიცი. ასე რომ ჩემთან მსგავსი ლაპარაკი არ გაგივა და შეგიძლია თავი არ დაიღალო. ხო და კიდევ. _ თითქოს რაღაც გაახსენდა და სწრაფად შემობრუნდა უკან. -არც გაიფიქრო რომ ნაინას ადგილსამყოფელი გითხრა. _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და თავაწეული გაემართა კიბეებისკენ.
ნელიმ გაბრაზებულმა დააბაკუნა ფეხი იატაკზწ, ღრმად ამოისუნთქა და სახლი დატოვა.

-ლაშა გაარყიე ეგ ცარიელი თავი და მოიფიქრე რა უნდა ვქნათ. _ გაღიზიანებულმა დაუღრიალა სავარძელზე გადაწოლილ ძმას, რაზეც მოულოდნელობისგან შეხტა და მაგიდას გადაემხო ზემოდან.
-ოუ, ოუ.. ჩემი დაიკო გაცეცხლებულია და დღეს არავინ გამეკაროსოო. _ ხმამაღლა გაიცინა მამაკაცმა.
-იცოდე ფეხს არ შემოგადგმევინებ სააგენტოში. _ თითი დაუქნია და კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა.
-ნელი. _ წელში გასწორდა ლაშა და ჩაახველა. -შენ მგონი დაგავიწყდა ვის ესაუბრები და რა როლი მაქვს მე ამ სააგენტოში. აქ რასაც ხედავ მოდელებიდან დაწყებულს, ყველაფერი ჩემით არის. მე გავაკეთე თითქმია ყველაფერი და ყველანაირად ვცდილობდი რომ დღემდე მოვსულიყავით ღირსეულად.
ახლახანს · გამოგზავნილია ინტერნეტიდან

მე ვშრომობდი, შენ კი ამ შრომას იბრალებდი და fეშენ შოუებსა თუ წვეულებებზე თავაწეული დადიოდი ჩემით გესმის? ჩ ე მ ი თ! _ დაუმარცვლა და ისევ განაგრძო. -შენი უტვინობის და ერთუჯრედიანობის გამო წავიდა ნაინა, კიარ წავიდა ფაქტობრივად გოგოს ცხოვრება თავზე დაამხვე და იძულებული გახადე წასულიყო. თავად მოაწერე საკუთარ განაჩენს ხელი და შენ გეგონა ვერ გავიგებდი რა გაუკეთე, როგორ ბინძურად და არაადამიანურად მოექეცი? ახლა კი რას ითხოვ, აქ დაბრუნდეს? არა ნელი, მე გპირდები რომ ის აქ აღარ დაბრუნდება და იმასაც გპირდები რომ როდესაც თბილისში ჩამოვა სიმართლეს გაიგებს. ის შენ არ გგავს, არ არის იმის ღირსი რაც შენ დამართე და მალე დაისჯები ამის გამო.
ასე რომ შენ არაფერს წარმოადგენ იმის გარდა რომ ყვირილი და მუქარა შეგიძლია, მე არც ერთის მეშინია და არც მეორის. ჩემთან მუქარით შენ მხოლოდ საკუთარ თავს გაუთხრი სამარეს და თუ ჩვენ ორიდან ვინმე ჩაიძირება ეს იქნები შენ და თანაც ისე რომ მერე მე ვეღარ კიარა, აღარ ამოგათრევ იმ სიბინძურიდან. კარგად დაიმახსოვრე ეს! _ კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და კაბინეტი დატოვა.
ნელიმ სიმწრისგან და გაოცებისგან უჰაერობა იგრძნო და ფანჯარა ფართოდ გამოაღო.
ლაშას ყოველთვის სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ნაინას მიმართ. ძალიან თბილი და მზრუნველი იყო. საკუთარ შვილებსაც არ უთმობდა იმდენ დროს რამდენსაც მას. ბავშვობაში ხშირად დაყავდა სხვადასხვა გასართობ ადგილას და ცდილობდა პატარა კიკინებიანი გოგონა გაეხარებინა. მერე რატომღაც ვეღარ ახერხებდა მის გვერდით ყოფნას და თითქოს უწინდელივით აღარ იყვნენ, მაგრამ ლაშას ურთიერთობა და სიყვარული ნაინას მიმართ მაინც არ შეცვლილა. გოჩა და ლაშა ძველი ნაცნობები არიან, რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდნენ და ლაშამ სასმელზე დაპატიჟა მამაკაცი. მერე ისე დათვრა გოჩა რომ აღარ იცოდა რას ლაპარაკობდა და სიმართლე წამოსცდა. თავიდან ბოლომდე უამბო ყველაფერი რაც ნელიმ მოიმოქმედა. თავიდან სერიოზული შოკი მიიღო და ეგონა რომ უბრალოდ ზედმეტი დალია გოჩამ. მეორე დღეს ისევ შეხვდა და ჰკითხა სიმართლე თუ თქვიო. მამაკაცმაც არ დაუმალა სიმართლე და დაუდასტურა. თავიდან ნელის მოკვლის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ მერე დაფიქრდა და გადაწყვიტა როდესაც ნიანა დაბრუნდებოდა აუცილებლად დაჯდებოდა და ეტყოდა ყველაფერს არა იმიტომ რომ მას დედამისი შეეძულებინა, არამედ იმიტომ რომ ნაინა იმსახურებდა სიმართლის ცოდნას და მშვიდად ცხოვრებას გესლიანი ნელის გარეშე.

######
-ნაინა მართლა გაოცებული ვარ. _ სიტყვებს ძლივს აბამდა თავს დედაო. -შვილო იცი რამდენი ადამიანი მოდის აქ? მაგრამ ერთი წელია ნინო აქ არის და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს არავისთვის. მხოლოდ მე მესაუბრება ხოლმე და ისიც იშვიათად. ორ სიტყვას არ აბამს ერთმანეთზე და ამიტომ გამაოგნა იმ ფაქტმა რომ შენ ყველაფერი გიამბო რაც გამოიარა. ეტყობა იგრძნო რომ შენც ცუდად იყავი და გვერდით დგომა გჭირდებოდა ისევე როგორც მას. ძალიან ძნელია ვერ აჩენდე შვილს და ქმრის ნათესავები არაადამიანურად გექცეოდნენ. შეურაცხყოფას გაყენებდნენ და შენს ტკივილს აასმაგებდნენ. ამას ყველა ვერ იტანს შვილო, ეს ერთგვარი გამოცდაა უფლისგან. ზოგიერთი სამაგიეროს უხდის ასეთ ხალხს და მათ ემსგავსება. ზოგი კი უფალს ირჩევა და მის თანადგომას ისევე როგორ შენ და ნინომ აირჩიეთ. თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს და მჯერა რომ ერთმანეთის მდგომარეობიდან გამოყვანას შეძლებთ. _ თბილად გაუღიმა ქალმა და თითებზე მოეფერა.
-მეც გახარებული ვარ დედა მარიამ, მიხარია რომ მენდო და ტკივილი გამიზიარა. დარწმუნებული ვარ მასაც მოეშვება გულზე და უფრო დამიახლოვდება.
-აუცილებლად ასე იქნება.
-დედაო რაღაც უნდა გკითხოთ.
-მკითხე შვილო.
-ქმარმა იცის რომ აქ არის?
-არა შვილო, მისი ბიძაშვილი იყო ჩამოსული და უთხრა როგორ დაეძებს მისი ქმარი ყველგან და რა დღეშია მის გარეშე, მაგრამ ეს არ ბრუნდება და გაიძახის მე ვტანჯავო. ვერაფრით დავარწმუნე რომ მის ქმარს უყვარს და მთავარი ესაა, თუმცა ყურადაც არ იღებს. შენც ეცადე დაელაპარაკო ხოლმე და მიახვედრო რატომ უნდა დაუბრუნდეს ქმარს.
-თვითონაც იტანჯება, სულ ტირის ან ლოცულობს და ხმას არ იღებს. ძალიან მინდა რომ ბედნიერი იყოს.
-თქვენ აუცილებლად იქნებით ბედნიერები ნაინა, თანაც ისეთ სასწაულს მოგივლენთ ღმერთი რომ მერე ათასჯერ უფრო კმაყოფილი იქნებით საკუთარი ნაბიჯით. _ თავზე ხელი დაუსვა და ოთახიდან გავიდა.
ბედნიერი ღიმილით წამოდგა ფეხზე და ეზოსკენ გაემართა. ნინომ ხელი დაუქნია და თავისკენ იხმო. ესეც მალევე მიუახლოვდა გოგონას და გვერდით ჩამოუჯდა.
-რა სილამაზეა არა? _ მთებს აკვირდებოდა, თან ნაინას ესაუბრებოდა.
-საოცრებაა აქაურობა, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს სვანეთზე.
-რატომ? _ ინტერესით გადახედა და თავი მხარზე ჩამოადო. მისმა ქცევამ ძალიან გაახარა და თვითონაც მიეხუტა.
-ჩემი და ბეთას ყველა ლამაზი მოგონება სვანეთს უკავშირდება.
-იცოდე დღეს ლოცვის მერე მიამბობ. _ თითი სიცილით დაუქნია და ისევ მთებს გახედა.
-გპირდები, ოღონდ შენც მიამბე რაიმე.
-შევთანხმდით. _ თავი დაუქნია და გაკვირვებულმა გადახედა სახეშეცვლილ ნაინას, რომელიც ორად მოკეცილიყო.
-ნაინა.. ნაინა რა დაგემართა? _ ფეხზე წამოდგა და მის წინ ჩაიმუხლა.
-არაფერია დამშვიდდი. _ ძლივს ამლილუღლუღა და მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში.
-ხშირად გტკივდება მუცელი?
-რაც.. რაც.. _ ვერ შეძლო ეთქვა რაც აბორტი გავიკეთე მას შემდეგო და აცრემლებულმა დახედა გოგონას.
-ჰო მივხვდი რისი თქმა გინდოდა, ანუ მაგის შემდეგ გრძნობ ტკივილებს?
-ხო, მითხრა კიდევაც ექიმმა რომ შეიძლება იგრძნოო.
-ასე მწვავე? გამორიცხულია ნაინა. შენ დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი სწორად გააკეთე? _ დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა ნინომ.
-რას გულისხმობ? _ შიში ჩაუდგა თვალებში და თითქოს უცნაურად გაუელვა ნელის სახელმა.
-რას და ნამდვილად იცი რომ საჭიროების შემთხვევაში გაკეთდა აბორტი? ასე თუ არ არის უფრო დიდი შანსია იმხელა ტკივილების რასაც ახლა შენ გრძნობ. _ ხმაჩამწყდარმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. -კარგი წამოდი შიგნით შევიდეთ. _ გოგონასკენ შებრუნდა, რომელიც უკვე უსულოდ ეგდო ძირს. თვალებში ცრემლები ჩაუდგა და ხმამაღლა დაუყვირა ყველას რომ დახმარებოდნენ.
__

მაპატიეთ ძალიან პატარა თავის გამო, უბრალოდ ეს თავი უნდა დასრულებულიყო ასე ზუსტად. მომდევნო თავებში გაირკვევა ძალიან ბევრი რამ და წინ სიურპრიზები გელით. მადლობ ვინც ელის და კითხულობს.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: undefined, მეხუთე), (თავი, სხვისი, ცოდვებისთვის
ნანახია: 1443 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
avatar
0 Spam
1
ვერ ვიგებ ამხელა ემოციები როგორ იყრის შენში თავს და მერე როგორ გადმოცემამ ყველაფერს ჩვენთან, ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 წარმატებები
avatar
0 Spam
2
მაბნევ, თან ძალიან, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ახალ რომანს იწყებ მეც ისე ვეშვები მასში და იმდენად ხდებიან მოქმედი პერსონაჟები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილნი, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბება მიჭირს თუ რომლის სიყვარული გადასწონის უფრო მეტად და ალბათ ის დროა დასკვნამდე მივიდე, რომ ჯერ რაც არ დაგიწერია და არ დაგიწყია, მაგრამ ამის შემდეგ რომელსაც დაიწყებ ის ამაზე მეტად ჩამძირავს ემოციებში და სულ ასე გაგრძელდება. ვინაიდან, ყოველ ჯერზე იმდენად ლამაზ, სათუთ, სიყვარულით, მეგობრობით სავსე რომანს გვთავაზობ, რომ შეუძლებელია არ დავიბნე და ერთი კონკრეტული ავირჩიო. ყველა თანაბრად მიყვარს, იმ ემოციისთვის რასაც თითოეული მიზიარებს, თუმცა, ის ერთი განსაკუთრებულად რჩეული იცი რომელიცაა და არ განვმეორდები :))
რაც შეეხება კონკრეტული ისტორიის შეფასებას, ბეთაც და ნაინაც თანაბრად მტკივა, რადგან ვხედავ როგორი მძიმე ვითარებაა ორივესთვის და სამწუხაროდ იმ ქალის დამსახურებით, რომელიც ბუნების კანონზომიერებით ყველაზე მეტად უდგას შვილს გვერდით და მისი ბედნიერებისა თუ ტკივილის გამზიარებელია, თუმცა, ნელისგან ეს ყველაფერი შორზე შორია... ლაშა, ლაშა წინა თავში რატომღაც არ მომწონდა და მეგონა დას ყველაფერში უბამდა მხარს, ამ თავში კი გამოაჩინა, რომ ნამდვილი მამაკაცია. მეც ვთვლი, რომ ნაინა იმსახურებს სიმართლის გაგებას და მანამდე ბეთა იმსახურებს გაიგოს, რომ მისი საყვარელი ქალიც როგორ გააუბედურეს. მარიამი სამაგალითო მეგობარია და გაუმართლათ მას და ნაინას ერთმანეთი რომ ჰყავთ. წინა თავში საოცრად მეტკბილა თამროს რომანიდან ჩემი გემრიელი წყვილის ამ ტკბილებთან გამოჩენა და კვლავ ველი იცოდე <3
ამ თავში ბეთა საშინლად დამაკლდა :(
მიყვარხარ მე შენ ძალიან ნიჭიერო და ოქრო გოგო! <3
avatar
0 Spam
3
მარიამ ჩემო საყვარელო ♥♥ უღრმესი მადლობა შენ, სულ რომ მომყვები და გვერდით მიდგახარ ♡♡
მიხარია თუკი გრძნობ და მოგწონს ეს რომანი ♥
avatar
0 Spam
4
კარი ♥♥♥ აღარ ვიცი რა გითხრა და რით გადაგიხადო მადლობა. არვიცი როგორ გაგრძნობინო რამდენ ემოციას და სიხარულს იწვევ ჩემში, როგორ მახარებ და მაბედნიერებ ყოველ ჯერზე ♥♥
იმის ცოდნა რომ შენ ასე გახარებ, გაბედნიერებ და ამდენ ემოციას ვიწვევ, ესეც საკმარისია იმისთვის რომ სულ ვწერო ♥♥♥
მეც უზომოდ მიყვარხარ და ბედნიერი ვარ რომ სულ ჩემს გვერდით ხარ ♥♥♥
avatar
0 Spam
5
დავმძიმდი.
ყველანაირად ვამართლებ ნაინას საქციელს და მიხარია მარიამი ასე რომ ეხმარება.
ნელი,არაა დედობის ღირსი.ყველა ცხოველზე უარესია :@
ველოდები მომდევნოს :*
avatar
0 Spam
6
ეს ნელი რა ფენომენია ვერ გავიგე.ეგეთი ქალი შვილის ღირსი არაა,უგულო კახპა (ბოდიში ამ სიტყვისთვის),შვილის გამეტება როგორ შეიძლება ასე.
კიდევ ერთი ემოციებით სავსე თავი ინტრიგის ჩამგდები დასასრულით.რა მოითმენს ახლა შემდგე თავამდე.
avatar
0 Spam
7
ნათი ძალიან დიდი მადლობა ♥♥♥
მიხარია რომ ნაინასი გესმის. ♡
და ბედნიერი ვარ რომ კითხულობ ♥♥♥
avatar
0 Spam
8
თიკუნა შენ ისევ ფორმაში ხარ :დდდდ მიხარია რომ დამიბრუნდი ♥♥♥
ნელი უარესია კიდევ ეგ სიტყვა არ შეესაბამება :დ
მოკლედ უღრმესი მადლობა შენ ♥ მახარებ ხომ იცი ♥♥♥
avatar
0 Spam
9
ახლა დავიწყე კითხვა და ალბათ გათენება მომიწევს, ისე მომწონს! მადლობა ჟანნეტა
avatar