სხვისი ცოდვებისთვის (თავი მესამე)
21.06.2017, 19:35
სხვისი ცოდვებისთვის
(თავი მესამე)

-ვსო ნაინა შეგიძლია მოიშორო თვალებიდან ეგენი. _ ჩაის კომპრესებზე მიუთითა და მაცივრიდან სალათი გამოიღო.
-მაქვს დაწითლებული კიდევ? _ინტერესით ჰკითხა დაქალს და თვალებში ჩააჩერდა.
-საერთოდ კვალიც კი აღარ არის სიწითლის. შენ არ გშია?
-არაა. _ სწრაფად უარყო და თავი გააქნია.
-ნაინა ბოლოს როდის ჭამე თუ გახსოვს?
-მარიამ მართლა არ მშია. _ მუდარით გადახედა დაქალს.
-არ მაინტერესებს, ახლა აწევ ერთ ადგილს, დაიბან ხელებს და მერე ჭამ ჩემთან ერთად. _ თვალების ბრიალით უბრძანა და ფეხზე წამოაგდო.
ზლაზვნით შევიდა სააბაზანოში, ხელ-პირი დაიბანა, მოწესრიგდა და უკან დაბრუნდა. მარიამმა მაგიდა გაწყობილი დაახვედრა. ერთად მიუსხდნენ და უხმოდ დაიწყეს ჭამა. ნაინას ლუკმა არ გადასდიოდა ყელში, მაგრამ რომ არ ეჭამა იცოდა მარიამი კარგ დღეს არ დააყრიდა.
-მარიამ, ნეტავ ბავშვობაში დაგვაბრუნა. რა ლაღი და უდარდელი იყო არა? როგორი ლამაზი და ტკბილი. _ ტკივილნარევი ხმა ამოუშვა ნაინამ და თეფში რომელიც ისევ ნახევრად სავსე იყო გვერდზე გასწია.
-მეც მენატრება ეგ დრო, მთელ ზაფხულს ბებიასთან რომ ვატარებდით ხოლმე და არაფრის დიდებით არ მივყვებოდით ჩვენებს სხვაგან. _ სახეგაბადრულმა ჩაილაპარაკა მარიამმა.
-აუ მარიამ, გახსოვს ნელიმ და თამარმა (მშობლებმა) რომ ჩამოგვაკითხეს სოფელში და ურეკში უნდა წავეყვანეთ დასასვენებლად?
-მაგას რა დამავიწყებს? ლამის კრუნჩხვაში ჩავარდი რომ გაიგე საღამოს ჩამოდიოდნენ. მე კიდევ ისეთი წყნარი და ბუნჩულა ბავშვი ვიყავი ტყუილის მოზიარე გამხადე. _ ხმამაღლა გაეცინა მარიამს და დაქალს ხელი მიკრა.
-კი როგორ არა, მამააბრამის ბატკანი იყავი. შენ არ მოიფიქრე ვითომ სიცხე გაქვს და ცუდად ხარო? მერე ბებიამ დაურეკა ჩვენებს და მაგიტომ დაგვტოვეს სოფელში ამხელა გზაზე ვერ წავიყვანთო.
-ისე ნაინა, ჩვენ რატომ არ გვაქვს მშობლებთან ძალიან მაგარი ურთიერთობა? ზოგჯერ სხვებს რომ ვუყურებ მშურს ხოლმე.
-მშობლებთან რა, მხოლოდ დედებთან ვერ ვართ ისე როგორც საჭიროა თორემ ჩვენზე მაგარი მამები ვის ჰყავს? ირაკლი ბიძია მამასავით მიყვარს და არ განვარჩევ მას და დათოს. დედებთან რატო ვერ ვართ გიფიქრია?
-ხშირად ვფიქრობ მაგაზე და ძალიან ბევრი მოსაზრება მაქვს.
-მე მაქვს ერთი და ნამდვილი. ნელი და თამარი, განსაკუთრებით კი ნელი, დაკავებულები არიან ხალხის აზრით. რა აცვია ხალხს? ვის შვილს როგორ აცვია, ვის როგორი ქმარი და შეყვარებული ჰყავს, როდის იმართება წვეულებები და რა უნდა ჩაიცვან იმ წვეულებაზე. მიუხედავად იმისა რომ ნელის ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ზოგჯერ მგონია რომ დედაჩემი არაა. ბავშვობიდან დღემდე ორივე მშობლის მაგივრობას დათო მიწევდა მარიამ. არ მახსოვს ოდესმე ნელის წავეყვანე სასეირნოდ, არ მახსოვს ოდესმე დამჯდარიყოს და ჩემთვის დრო დაეთმო, იმიტომ რომ სულ გარბოდა, სულ ეჩქარებოდა ახალ-ახალი ამბების გაგება რომ ვინმე მასზე მეტი არ ყოფილიყო. ვაი თუ მის სადაქალო წრეში ნელიზე უკეთესად სცმოდა ვინმეს ხომ გაგიჟდებოდა და ქრუელა ხდებოდა 101 დალმატინელიდან. მართლა ვაფასებ როცა ქალს საკუთარი სამსახური აქვს, როცა დამოუკიდებელია და ქმრის ხელფასს არ უმიზნებს გააფთრებული, მაგრამ ისეც არ უნდა გააკეთო რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრებამ, საკუთარი დაგაკარგვინოს და საკუთარმა შვილმა ასე იფიქროს შენზე. მე მირჩევნია ჩემი მშობლები იყვნენ ღარიბები და მოსიყვარულეები, ვიდრე მდიდრები და ასეთი ცივები, აქ ნელიზე მაქვს საუბარი თორემ მამას სიცივეს ალბათ ვერასდროს გავუძლებ. ირაკლი და დათო არიან საუკეთესო მშობლები და მე მართლა ამაყი ვარ ამაში მაინც რომ გაგვიმართლა. _ ხმადაბლა დაასრულა მონოლოგი და თვალებჩაწითლებულ მარიამს გაუსწორა მზერა.
-როგორ მინდა შეგედავო და გითხრა რომ ნაინა რას ამბობ, ასე როგორ ლაპარაკობ მშობლებზე? როგორ ვერ ხედავ მათ ამაგს და გვერდით დგომას? მაგრამ როგორ შეგეწინააღმდეგო მაშინ, როდესაც მეც იგივეს ვფიქრობ? გახსოვს ირაკლი რომ რუსეთში იყო 6 თვით წასული? მაშინ შენ და ბიძია რომ არ ყოფილიყავით გეფიცები ვერ გადავიტანდი უმამობას იმიტომ რომ იმ წამს დედა თუ მყავდა იმასაც ვერ ვგრძნობდი. დედა კიდევ იმას ვერ გრძნობდა რომ ქმარი არ ყავდა გვერდით და არანაირ დანაკლისს არ გრძნობდა, საერთოდ არანაირს. მამას რომ ვაცილებდით გახსოვს ის დღე? თამარი და ნელი 20 წუთით ადრე გაიქცნენ არიქა რაღაც შეკრება გვაქვსო. Fეშენ საზოგადოება იკრიბებოდა და როგორ გამოაკლდებოდნენ. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ჩემს მშობლებს არ ერქვათ ცოლ-ქმარი. ნაინა მინდა რაღაც გითხრა მაგრამ მეშინია არასწორად არ გამიგო და არ გეწყინოს.
-მე მეწყინოს შენგან? ნუ ბოდავ და ამოღერღე.
-ზოგჯერ მინდა მამას და დათო ბიძიას სხვა ადამიანები შეხვდნენ და მათ დაუკავშირონ ცხოვრება. ვიცი ახლა წარმოუდგენელ რაღაცას ვამბობ მაგრამ მე მინდა ჩვენი მშობლების თვალებში ის სხივი დავინახო, რომელიც ბეთას აქვს ხოლმე შენი დანახვისას. მინდა ისეთი თვალებით უყურონ ცოლებს, როგორც შენ გიყურებს ბეთა. თუნდაც სხვას ნაინა, არ აქვს მნიშვნელობა ვის, ოღონდაც თვითონ იყვნენ ბედნიერები. ჩვენს მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, რაღაცის გამო არიან ერთად და ეს რაღაც არის ფული. თავს დავდებ თუ ასე არ არის.
-წარმოუდგენელი კიარა შენ ახლა ყველაზე სწორი რაღაც თქვი, მაგრამ ჯერ ის უნდა გავარკვიოთ რა ხდება სინამდვილეში. იქნებ უყვართ ერთმანეთი და არ გამოხატავენ? მერე რომ სანანებელი არ გაგვიხდეს სჯობს ჯერ გავიგოთ კარგად, მერე კი ირაკლის და დათოს დაველაპარაკოთ.
-ერთმანეთს თუ დავუდგებით გვერდით ყველაფერს იმაზე კარგად გავარკვევთ ვიდრე წარმოგვიდგენია.
-ჩვენ სულ ერთმანეთის გვერდით ვართ.
-ყოველთვის. _ ტაში შემოჰკრა მარიამმა და ბიძაშვილს მოეხვია.
-აუ ნაყინი მინდა, მარი იცი რამდენი ხანია არ მიჭამია?
-მეც მინდოდა და დამეზარა ამოტანა.
-ზარალო. _ ცხვირი აიბზუა და მხარი მიკრა. -ასწიე ერთი ადგილი და წამოდი ამოვიტანოთ.
-ახლა იმდენი ვჭამე, შანსი არაა აქედან გავინძრე. _ ხელები გაასავსავა მარიამმა და ნაინას ენა გამოუყო.
-ნაყინი მინდაააა. _ წუწუნით ჩაილაპარაკა და თავი მაგიდაზე დადო.

-დათო ტყუილი კიარ უთქვამთ მშობლები შვილებს გრძნობენო. _ ღიმილით გადახედა ძმას კართან მდგომმა ირაკლიმ და ნაყინებით სავსე პარკი სამზარეულოს მაგიდაზე დადო.
-მამაა… ბიძია. _ ფეხზე წამოფრინდნენ გაოცებული გოგონები და მთელი ძალით მოეხვივნენ მონატრებულ მშობლებს.
-თქვე ჭინკებო, ასე უნდა დაივიწყოთ მშობლები? _ თავი გააქნია დათომ და გოგონებს შუბლზე აკოცა.
-სადღა სცალიათ ჩვენთვის. _ მხარი აუბა ირაკლიმ და მარიამის მოფერებით რომ გული იჯერა ნაინა ჩაიხუტა მთელი ძალით.
-აუ იცი როგორე მოგვენატრეთ? მაგრამ ახლა ნაყინებმა უფრო გაგვახარა. _ ხმამაღლა გაიცინა მარიამმა.
-მარი მამა შენ ისევ არ დაჭკვიანებულხარ ხომ? _ თავი გააქნია ირაკლიმ და თმაზე მოეფერა შვილს.
-მე რა დამაჭკვიანებს? _ ისე იკითხა თითქოს შეურაცხყოფა მიაყენესო.
-ისე ეგეც მართალია. _ თავი დაუქნია ირაკლიმ და სამზარეულოდან ღიმილით გავიდა.
გოგონებმა სპეციალურ სანაყინეებში მოათავსეს ნაყინი და მისაღებში გაიტანეს. ორივე კალთაში ეჯდა მონატრებულ მამებს და მათი სიყვარულით ივსებდნენ გულს. აი რა სჭირდებოდა ახლა ნაინას რომ ცოტახნით მაინც აღარ ეფიქრა საკუთარ ტკივილზე და ყურადღება გადაეტანა.
-ირაკლი, გახსოვს მარიამი ბაღში რომ დაგრჩა? _ სიცილით გაიხსენა ძველი დრო დათომ.
-სად დაგრჩი? _ თვალები დაქაჩა მარიამმა და ფეხზე წამოფრინდა. -მამა მართლა ბაღში დაგრჩი? _ პირი დააღო და სიცილისგან ჩაბჟირებული ნაინას დანახვისას გაბედნიერდა. ძლივს დაინახა მომღიმარი ამ რამდენიმე დღის მანძილზე. განა არ იცოდა რომ ეს ღიმილი წამიერი იყო და ნაინა სულიერად იყო დაშლილი? მაგრამ მაინც ახარებდა მისი წამიერი ბედნიერებაც კი.
-შვილო კიარ დამრჩი, უბრალოდ გადამავიწყდა რომ ბაღში იყავი. _ თავი იმართლა ირაკლიმ და სიცილი ძლივს შეიკავა გაბუტული შვილის დანახვისას.
-ვაიმე რას ლაპარაკობ? ერთი და იგივე არაა? გადაავიწყდა თურმე. _ ტუჩები გაბუსხა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ ისე ყავდა მამა მონატრებული გულმა ვერ მოუთმინა და ისევ უკან დაბრუნდა.
-ჩემი ბუტია ბავშვი. _ სიცილით დახედა შვილს და თავზე აკოცა.
-მამა შენც გაიხსენე აბა შენი ცოდვები, გექნება რამე. _ თვალებდაწვრილებულმა ახედა ნაინამ დათოს.
-პატარა რომ იყავი დაწყებით კლასში ძალიან გველაძუა მასწავლებელი გყავდა, მაგრამ არანაკლებ ქაჯი და შეუპოვარი იყავი შენც. არვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ ერთხელ კლასელი სცემე და შენს სკოლიდან გარიცხვის თაობაზე დამიბარეს. ამ ქალმა ისე დაგახასიათა ვერ შევიკავე თავი და ვუთხარი აუცილებლად მოგხსნიან სამსახურიდან მეთქი. შენ კი იყავი ღირსი მიმეტყეპე გემრიელად მაგრამ ნათლიაშენი ჩავრიე და სამსახურიდან გავაშვებინე. მაგრამ მერე სინდისმა შემაწუხა და სხვაგან დავაწყებინე მუშაობა. _ ღიმილით ჩაამთავრა ისტორია და ნაინას შუბლზე აკოცა. -აი ასეთი ქაჯი იყავი მამა, სულ ვიღაცას სცემდი და რამეს უშავებდი. მარიამი ისეთი მშვიდი იყო ხმასაც ვერ იღებდა და თუ რამეს გაუბედავდნენ იმის სათქმელსაც შენ ამბობდი ოღონდ მუშტით.
-მე შენ თავიდანვე გირჩიე ნაინა კრივზე ვატაროთთქო. _ სიცილით გამოაჯავრა ირაკლიმ გოგონა.
-ბიძია ნუ დამცინი რაა. _ თითი დაუქნია და მერე დათოს ახედა. -შენ ყოფილხარ კაცი პიროვნება რაა! აი იმენნა აუპერ მამა. რა არ გაგიჩალიჩებია ჩემს გამო. _ გახარებულმა შემოჰკრა ტაში და ლოყაზე მაგრად აკოცა დათოს. -შენსავით ბაღში კიარ დავრჩენივარ ბიძია. _ ენა გამოუყო და ახლა მან გამოაჯავრა ირაკლი.
სიცილში და მხიარულებაში დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი გაიგეს. როგორ მონატრებიათ თურმე ერთმანეთი და ასეთი მამა_შვილური ყოფა. რამდენიმე საათში წავიდნენ ირაკლი და დათო, გოგონები კი დაპირდნენ რომ აუცილებლად მიაკითხავდნენ ამ დღეებში და სადმე გავიდოდნენ ერთად.
დიდი ხანი აღარც ბეთას დალოდებია, მალევე მოვიდა მამაკაცი და მონატრებული ცოლი გულზე მიიკრა, მერე მარიამიც მოიკითხა და ცოტახნით ჩამოჯდა.
-სიძევ ყავას ჩაცეცხლავ?
-ჩაცეცხვლით არა და დალევით დავლევ თუ რამეს არ ჩამიყრი. _ თმა აუჩეჩა და ლოყაზე ორი თითი მოუჭირა მარიამს.
-არა რას ჩაგიყრი, უკვე დავსპეცდი და ძირითადად საწამლავს თხევადს ვყიდულიბ ხოლმე.
-რად გინდა საწამლავი? ჩაყოფ ენას და ეგაა.
-ისე მართალი ხარ, რატომ მოვხარჯიანდე შენს გამო? ეს რა არის მე მომიტანე? _ გაილექსა მარიამი და პარკებისკენ გააპარა თვალი.
-ღირსი კი არ ხარ მაგრამ შენ რომ გიყვარს ის შოკოლადები გიყიდე. _ სიცილით უთხრა მარიამს და მასზე მიკრულ გაყურსულ ნაინას საფეთქელთან აკოცა.
-აუუ აუუუუ… დღეს გამითავდა ზუსტად. ‘იმენნო’ ნაღდი და ყველაზე სუპერ სიძე ხარ რაა. _ ტაში შემოჰკრა და ლოყაზე აკოცა ბეთას, მერე კი სამზარეულოში შევიდა ყავის გასაკეთებლად.
დიდხანს აღარ გაჩერებულა წყვილი მარიამთან, ცოტახანს ისაუბრეს და მალევე დატოვეს ბინა. ბეთაც ძალიან დაღლილი იყო თორემ რა ჯობია მარიამს რომ უშლის ხოლმე ნერვებს. მარიამს დაემშვიდობნენ და ერთმანეთზე მიკრულებმა დატოვეს სახლი.

>>><<<

-მომენატრე. _ ტირილნარევი ხმით ამოილაპარაკა და მამაკაცის ყელში ჩამალა ცხვირი.
-პატარავ რა გულჩვილი და მტირალა გახდი ამ ბოლოს? _ მარტივი მოძრაობით აიყვანა საწოლიდან და თავის სხეულზე კომფორტულად მოაკალათა. -მეც ძალიან მომენატრე. თვალები რატომ გაქვს ჩაშავებული? _ ცერა თითები ნაზად გადაატარა ნაინას თვალებთან ახლოს და უფრო კარგად დააკვირდა.
-ალბათ დაღლილობის ბრალია. _ სწრაფად იცრუა და მკერდზე დაადო თავი. აბა იმას ხომ არ ეტყოდა რაც წახვედი მას მერე ვტირი და თვალები ჩამიშავდაო.
-ხვალ ცოტახნით უნდა შევიარო კომპანიაში და მერე მთელი დღე თავისუფალი ვარ, თუ გინდა სადმე გავიდეთ კარგი? _ ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა და ნაინას თმის გრილი არომატი ხარბად შეისუნთქა.
-მირჩევნია სახლში ვიყოთ ერთად. _ ლოყაზე თითები დაუსვა და ძლივსშესამჩნევად გაიღიმა.
-კარგი შენ როგორც გირჩევნია, ახლა წყალს გადავივლებ და მოვალ. _ გოგონა ისევ თავის მხარეს დააბრუნა, ყელი ხმაურით დაუკოცნა და სააბაზანოსკენ წავიდა. მამაკაცი როგორც კი თვალს მიეფარა, თავი ბალიშში ჩარგო და ნაგროვები ემოციები ერთიანად ამოხეთქა. მერე მალევე მოეგო გონს და სწრაფად შეიმშრალა ცრემლები რომ მამაკაცს ასეთ მდგომარეობაში არ ენახა. მუცელი სტკიოდა და ძალიან ეწვოდა, იმის თავიც არ ჰქონდა ამდგარიყო, ხალათი გაეხადა და ისე დაწოლილიყო საწოლში. ორად მოიკეცა და დღევანდელი დღით განადგურებულს რამდენიმე წუთში ჩაეძინა. არადა რომ გეკითხათ ბეთას ელოდებოდა.
სააბაზანოდან გამოსულმა მამაკაცმა მზერა ორად მოკეცილ ნაინაზე გადაიტანა, რომელიც ტუჩებდაბუშტული იწვა და მშვიდად ფშვინავდა. ღიმილით მიუახლოვდა, ხალათი ნელა შემოაძარცვა სხეულიდან, მერე კი ფრთხილად ჩააწვინა საწოლში და თვითონაც გვერდით მიუწვა. აი ხომ არაფერი სულ რაღაც ორი დღით იყო წასული, მაგრამ ასე ეგონა ეს ორი დღე ორ საუკუნედ გადაიქცა. იმდენად უყვარდა ნაინა, იმდენად ძვირფასი იყო რომ უნდოდა სულ გვერდით ყოლოდა, მისი სურნელი შეეგრძნო და უსასრულოდ მოფერებოდა აბრეშუმივით ფაფუკ თმაზე. უნდოდა ყოველ წამს ეგრძნო რომ საყვარელი ქალი ჰყავს გვერდით და ნაინა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და ნათელი წერტილია. ღიმილით დახედა მშვიდად მიძინებულ ცოლს, ერთი ხელი წელზე შეუცურა, თავისკენ მიიზიდა და გულზე დაადებინა თავი. მეორე ხელით კი თმაზე დაუწყო ფერება და ასე ჩაეძინა საყვარელ ქალთან ერთად ჩახუტებულს.

. . . . . . . . .
-ნელი ხომ გესმის რა მოხდება თუ მეორე ადგილზე მაინც არ გავა შენი სააგენტო? საქართველოდან ამ ჩვენებაზე გადიხართ მხოლოდ შენ და შენი გუნდი, ჩავარდნა ძალიან ცუდად აისახება როგორც ქვეყნის ასევე შენი სააგენტოს სახელზე. შარშან ჩვენი ქვეყანა გავიდა მეექვსე ადგილზე, იმიტომ რომ დებილები ყავდათ იქ გაგზავნილი. წელს კი შენი ჯოკერი არის ნაინა. იცოდე ის არის შენი გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი.
-ვიცი ლაშა ვიცი, თუ ყველაფერი ისე იქნება და რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება პირველ თუ არა მეორე ადგილზე მაინც გავალთ.
-არაფერი არ უნდა მოხდეს, თორემ ძალიან დიდი ჩავარდნა გვექნება. დაბლა დავენარცხებით ისე რომ მერე ზემოთ ასასვლელი გზა მოგვეჭრება. ეს ჩვენება არის ყველაზე დიდი შანსი ჩვენი სააგენტოსთვის, ხალხმა უნდა ნახოს რა შეგვიძლია ჩვენ.
-რათქმაუნდა ნახავენ კიდევაც. _ ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა და სიგარეტი გააბოლა. -ყველა კარგად დაინახავს რა შემიძლია მე და როგორ მივაღწევ წარმატებას ამ შანსის წყალობით. _ წარბები აათამაშა და სივრცეს გაუშტერა თვალი.

####
-ძილისგუდავ გაიღვიძე. _ ყელში გემრიელად აკოცა ბეთამ ცოლს და გვერდებში მსუბუქად შეუღიტინა.
-მმმ… ბეთა ნუ მაიმუნობ. _ ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და თვალებდახუჭულმა მოძებნა მამაკაცის ბაგეები, მერე კი უდაბნოში აღმოჩენილი წყალივით დაეწაფა გახარებული.
ახლახანს · გამოგზავნილია ინტერნეტიდან
-რა გემრიელი ხარ. _ დახშული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ისევ ნაინას ბაგეებს დაუბრუნდა.
-შენ სად მიდიხარ? _ ახლაღა ინება თვალების გახელა და მამაკაცის დანახვისას წარბები აწკიპა.
-აბა წუხელ რა გითხარი სამსახურში უნდა შევიაროთქო? _ ცხვირზე აკოცა და ბაგეებზე ცერი თითით მოეფერა.
-აუუუ, არმინდა რომ წახვიდე. ივანეს რომ სთხოვო და მოაგვაროს არ შეგიძლია?
-დღეს დილით სოფიამ სვანეთში გაამწესა კუბდარი მინდაო. _ ხმამაღლა გაეცინა ძმაკაცის და მისი ცოლის გახსენებისას. -წარმოიდგინე უკვე სადაცაა იმშობიარებს და მაინც აწუხებს მოთხოვნილებები. ივანეს წინ და უკან დაარბენინებს. _ ღიმილით საუბრობდა წყვილზე, ნაინა კი ცდილობდა რამენაირად საკუთარი ტკივილი და ცრემლები დაემალა.
-რამდენი ხანია არ მინახავს სოფია, ამ დღეებში აუცილებლად შევუვლი და ვნახავ. _ ძლივს შეძლო გაღიმება და საწოლში წამოჯდა.
-ამ დღეებში თორნიკე ჩამოდის და ერთად წავიდეთ გინდა?
-როგორ არ მინდა, ვაიმე ერთი წელია ეგ მავნე ბიჭი არ მინახავს წარმოგიდგენია? რაო რას ამბობს ცოლი და ოჯახი ჯერ არაო?
-არა, ჯერ ქალები და გულაობაო. _ სიცილით გააქნია თავი ბეთამ.
-ცოლი ქალი არ იქნება კიმაგრამ? თუ ეგ კაცზე აპირებს დაქორწინებას. _ აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა ნაინამ.
-დაქორწინებას თორე გოგონების რიგი არ ედგეს მაგასაც სახლის წინ. მემგონი ისე წავა საქმე ვინმე გეის მოყვანა მოუწევს. _ სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა და პიჯაკი შემოიცვა.
-როგორი ენა გაქვს, აი ნახავ რომ ჩამოვა ვეტყვი მაგას.
-რომ ჩამოვა მაგის და მარიამის ჩხუბს რა გაუძლებს. _ უკმაყლფილო სახით გადახედა ცოლს.
-აუ ეგ არ მკითხო, მარიამმა არ იცის თორე აქედანვე აქაქანდებოდა. ეგ ორი ერთმანეთს სულიერად ვერ იტანს.
-თორნიკე კიდევ ხო, აი მარიამის რა მოგახსენო.
-მოუწევთ აიტანონ! _ მკაცრად ჩაილაპარაკა და ხალათი შემოიცვა.
-რად გინდოდა ხალათი? წეღან ბევრად მიმზიდველი და მადიანი იყავი. _ თვალი ჩაუკრა და ბაგეები დაუკოცნა.
-შენ მიდიოდი მემგონი. _ შეახსენა რომ იგვიანებდა და სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად. -ბეთა დღეს რა დაგახვედრო?
-რაც შენ გინდა. _ თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა და სახლი დატოვა. ნაინას ბავშვობიდან აინტერესებდა და უყვარდა კერძების გაკეთება. ნელი სულ საყვედურონდა მოსამსახურე რისთვისაა ის გააკეთებსო. ყოველთვის სწყინდა დედისგან მსგავსი ტონი. არასდროს უგრძნობინებია ლელასთვის რომ მათი მსახური იყო. სულ ამბობდა რომ ლელა ბევრ რამეში ეხმარება ოჯახს. ნელი რომ გადიოდა, ნაინა სამზარეულოში შეიპარებოდა და ლელას აკვირდებოდა რას და როგორ აკეთებდა. რამდენჯერმე თავადაც სცადა ლელასთან ერთად, მერე დამოუკიდებლად. ბევრჯერ დაეწვა, მიეხრაკა, მარილი დაავიწყდა ან მეტი მოუვიდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უკეთესად გამოსდიოდა ყველაფერი და ასე გახდა შესანიშნავი კულინარი.
მაცივარი გამოაღო და დახლებზე დალაგებული პროდუქტი გადაათვალიერა.
-რა გავაკეთო დღეს? _ ჩაფიქრებულმა მიიდო საჩვენებელი თითი ნიკაპზე. -მოვიფიქრე, პიურეს და კატლეტს მოვამზადებ. _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და საჭირო მასალა გადმოალაგა.

× × × × ×
-ბატონო ბეთა ამ საბუთებზე ხელია მოსაწერი თანაც სასწრაფოდ. ბ.ნი ივანე დღეს არ არის და თუ შეგიძლიათ თქვენ მოაწერეთ. _ ჩვეული მხიარული და თბილი ხმით ამცნო მდივანმა და საბუთები გაუწოდა.
-კარგი თათია, ჯერ რაღაც საბუთები მაქვს შესასწორებელი, 20 წუთში გადავხედავ ამათ და მოვაწერ.
-კარგით ბატონო ბეთა. _ თავი დაუქნია და აწკრიალებულ ტელეფონს მიუბრუნდა.
ბეთა კაბინეტში შევიდა და ინტერესით დააკვირდა მაგიდაზე დადებულ საშუალო ზომის ყუთს, რომელიც მაგიდის შუაგულში იდო. სავარძელში მოკალათდა და ყუთი ხელში აიღო. “ბეთას” ამ წარწერის დანახვისას მიხვდა რომ მას ეკუთვნოდა და იქვე დადებული მაკრატლით გახსნა. ყუთში უამრავი ფოტო იყო, ასევე რაღაც დისკი და წერილი. ფოტოები სათითაოდ გადაათვალიერა, რომლებზეც მარიამი და ნაინა იყვნენ გამოსახულები, რამდენიმე ფოტოში კი ვიღაც თეთრხალათიანი კაციც გამოერეოდა ხოლმე. ვერ გაიგო რა შეიძლება ყოფილიყო ეს ან ვინ გამოუგზავნა მამაკაცს. მერე წერილი გახსნა და შავი დიდი ასოებით დაწერილი წინადადება წაიკითხა: “-შენი ძვირფასი ცოლი, რომელიც აბორტის გასაკეთებლად იყო!” ჯერ ხმამაღლა გაეცინა წერილის წაკითხვისას, მერე კი ფოტოებს დააჩერდა და ნერვიულად მოიქექა კეფა. დისკი სწრაფად ჩართო და კომპიუტერის ეკრანს დააკვირდა. ფირზე აღბეჭდილი იყო ის მომენტი, როდესაც ნაინა ექიმიდან გამოდიოდა, ერთი ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული და ტკივილისგან იკრუნჩხებოდა. უარყოფითი ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და მდივანთან გავიდა.
-თათია, ჩემს მაგიდაზე რომ ყუთი დევს ვინ მოიტანა ის? _ საკუთარი ხმა თვითონ ვეღარ იცნო ისე ჰქონდა გაბზარული.
-არ ვიცი ბატონო ბეთა, დღეს რომ მოვედი ერთი საათი ვიყავი აქ მაგრამ არავინ მოსულა, მერე ბატონი ივანე რომ არ იყო თათბირი ჩავატარე და ზემოთ ვიყავი საკონფერენციო დარბაზში. მოხდა რამე?
-არაფერი. _ თავი გააქნია და კაბინეტში დაბრუნდა. ყველაფერი სწრაფად მოათავსა ყუთში და კომპანია დატოვა. სახლში რომ მივიდა ნაინა სამზარეულოში იყო და სადილს ამზადებდა. კარების ხმაზე ხელები სწრაფად გადაიბანა და მისაღებში გავიდა.
-ასე მალე დაბრუნდი? _ გაიღიმა და მისკენ წავიდა.
-ნაინა, სანამ მე აქ არ ვიყავი მხოლოდ მარიამთან დადიოდი? _ ქალის შეკითხვას გვერდი აუარა და თვალებში ჩააჩერდა.
-რატომ მეკითხები? _ დაბნეულმა ამოილუღლუღა და თითების მტვრევა დაიწყო.
-ისე, მაინტერესებს. _ ძლივს ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
-ხო მარიამთან და სააგენტოში. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში. მამაკაცმა სიმწრით ჩაიცინა და ფოტოები მაგიდაზე დაყარა.
-ეს ადგილი მარიამის სახლია თუ თქვენი სააგენტო? _ მზერას არ აშორებდა გაოგნებულ ქალს. -ნაინა მიპასუხე რა ადგილია ეს და რა გინდოდა აქ. ან ეს რა წერილია? _ ხელებში მიაჩეჩა თეთრი, საშუალო ზომის ფურცელი და მის რეაქციას დაელოდა. ხელებაკანკალებულმა გახსნა ორად გაკეცილი ფურცელი და მასზე დაწერილი წინადადება რომ წაიკითხა უარესად აუცახცახდა სხეული, თვალები აემღვრა, წონასწორობა ვეღარ შეიკავა და დივანზე დაენარცხა. 
-ნაინა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამოიღე ხმა გთხოვ, თქვი რომ ვიღაცამ ძალიან მწარედ იხუმრა და ეს ყველაფერი ჩემს გასაღიზიანებლად გააკეთა. _ ხმადაბლა ესაუბრებოდა და არსებულ რეალობას არაფრის დიდებით იჯერებდა. -ნაინა მითხარი რომ შვილი არ მოგიკლავს. _ მის წინ ჩაიმუხლა და თავი ააწევინა ყველაფრით განადგურებულს. როგორ ეცადა, რა აღარ გააკეთა რომ მამაკაცს სიმართლე არ გაეგო და მასაც არ სტკენოდა გული. როგორ უნდოდა ყველა ტკივილი ისე ჩაემარხა გულში, რომ ბეთას არ ეგრძნო ეს ყოველივე. თუმცა არ სჯობდა მაშინვე ეთქვა ვიდრე ახლა გაეგო და თანაც ამ ფორმით? უყურებდა მის თვალებს, იმედგაცრუებულ მზერას და უნდოდა სამჰდამოდ გამქრალიყო ამ სამყაროდან. ნებისმიერი რამ ერჩივნა ოღონდ ბეთას მზერა არა, რომლითაც ახლა უყურებდა გოგონას და თითქოს ნელ-ნელა ზიზღიც ერეოდა მასში. იმდენად დაუძლურდა ახსნის თავიც აღარ ჰქონდა, ისიც ვერ მოახერხა დამჯდარიყო და აეხსნა რა მოხდა სინამდვილეში. ყუთი მთელი ძალით დაახეთქა მამაკაცმა იატაკზე და ფეხზე წამოდგა. უცნაური, აქამდე ნაინასთვის უცნობი მზერით შეათვალიერა ქალი, წამით მუცელზე დააჩერდა და მერე უთქმელად დატოვა სახლი…
წავიდა!.......

დიდხანა იჯდა იატაკზე და გაუჩერებლად ტიროდა. ისედაც განადგურებული უარესად დაიშალა, დაიმსხვრა და ყველაფერი თავზე ჩამოენგრა. ხელებაკანკალებულმა მოძსბნა ტელეფონი და მარიამს შეტყობინება გაუგზავნა ჩემთან მოდიო. თვითონ კი ისევ იატაკზე დაჯდა და სივრცეს გაუშტერა თვალი. 15 წუთში მარიამიც მოვიდა, სახლის კარი შემოაღო და ნაინას დანახვისას ერთ ადგილას გახევდა. მერე გონს მოეგო და სწრაფად მივარდა დაქალს. უნდოდა ეკითხა რა მოხდაო, მაგრამ მაგიდაზე მიმოფანტულმა ფოტოებმა მის ყველა კითხვას გასცა პასუხი. უთამელად ჩაიმუხლა და მაგრად მოეხვია დაქალს. ნაინამაც იგრძნო მარიამის მოსვლა და თვითონაც შემოხვია გაყინული ხელები.
-უნდა წავიდე. _ ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა და წელში გასწორდა.
-სად უნდა წახვიდე? _ გაკვირვებულმა შეათვალიერა დაქალი და მის პასუხს დაელოდა.
-მონასტერში. _ მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა და პირდაღებული მარიამის მზერა დააიგნორა.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: undefined, (თავი, მესამე), სხვისი, ცოდვებისთვის
ნანახია: 1519 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
სამი თავი წავიკითხე ერთად,და მაინც ვერ ვხვდები ნინია ასე ბატი რატო აღმოჩნდა.
მესმის რომ არ უნდოდა ბეთასთვის გული ეტკინა,მაგრამ უარესი გააკეთა.
დარწმუნებული ვარ აბორტი არ გაუკეთებია მისთვის იმ კაცს.
ჟანუ ძაან კარგად წერ ყველაფერს
avatar
0 Spam
3
ნათი მიხარია რომ ვერ მოითმინე :D :D love love ნაინას რაც შეეხება აბა წარმოიდგინე ახლა, შენ დედა ხომ გიყვარს და ენდობი? რა ეგონა დედამისი საკუთარი ტყავის გადასარჩენად თუ ასე გაწირავდა? დედას თუარა ვიღას უნდა ენდო აბა. აბორტს რაც შეეხება სამწუხაროდ გაკეთებული აქვს თორე აბა ის ტკივილი და ემოციები საიდან რაც ნაინამ განიცადა.
მიხარია რომ კითხულობ 3o
avatar
0 Spam
2
ძალიან მაგარი თავი იყო.არ შეიძლება ამდენი ემოცია ერთ დღეში.შეცდა ნაინა თავიდანვე რომ დაუმალა ქმარს სიმართლე.ძალიან მეცოდება.
აუ მარიამი ძალიან საყვარელია.ვიხალისე ბეთას და მარიამის დიალოგებზე.
აღფრთოვანებული ვარ შენით.ძალიან მაგრად წერ 3o
avatar
0 Spam
4
ჩემო საყვარელო გოგო ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ამდენი ემოციისთვის love love მიხარია რომ დაიწყე კითხვა 3o
avatar