სხვისი ცოდვებისთვის (თავი პირველი)
13.06.2017, 22:35
-ნაინა სად ხარ ამდენხანს? 10 წუთში ჩვენება იწყება. _ თვალები დააკვესა ნელიმ.
-დედა ბეთას ვესაუბრებოდი რა მოხდა? თან მე უკვე მზარ ვარ. _ წითელ, წელში გამოყვანილ საღამოს კაბაში გამოწყობილი ნაინა დედის წინ დატრიალდა და თვალი ჩაუკრა.
-კარგი, კარგი, წავედით. _ ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ქალს.
-მოვდივ…. _ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო ისე ჩაესვენა ღონემიხდილი სავარძელში. ნელი სწრაფად მიბრუნდა უკან და გაფითრებულ გოგონას მიუახლოვდა.
-ნაინა რა დაგემართა? _ სახეზე ხელები მოუსვა და თავი ააწევინა. -ნაინა. _ ოდნავ შეანჯღრია თვალებმიბლეტილი გოგონა და წამოაჯინა.
-არვიცი დედა, უცებ ძალიან ცუდად გავხდი, მუხლები მომეკვეთა და უღონოდ ჩავესვენე სავარძელში. _ ძლივს ამოილუღლუღა და ქალს ახედა. -თავბრუც მეხვევა თითქოს.
-ნაინა, შენ შემთხვევით….
-არვიცი დედა, მეც მაგას ვფიქრობ. თან რამდენიმე დღეა სუსტად ვარ.
-ტესტი უნდა გაიკეთო სასწრაფოდ. აქ იყავი ჩავალ და ამოვიტან.
-დედა ჩვენება?
-გოგოები გახსნიან, ასე სად გახვალ? იყავი მანდ და არსად წახვიდე. _ ჩანთა აიღო და გასახდელიდან გავიდა.

საპირფარეშოს კართან იდგა და ადგილს ვერ პოულობდა, ელოდა როდის გამოვიდოდა ნაინა. ლოდინის შემდეგ გოგონა გაბრწყინებული სახით გამოვიდა საპირფარეშოდან და დედას მოეხვია.
-დე ორსულად ვარ, დედა გესმის? _ სიცილნარევი ტირილით ამოილაპარაკა და ხელები შემოხვია ქალს. ვერ იჯერებდა რომ მისი და ბეთას ოცნება ახდა და მალე პატარა ეყოლებოდათ, რამდენჯერ უოცნებია როგორ მიყვებოდა ხოლმე ბეთა საბავშვო მაღაზიაში, ან რამდენჯერ ასწრებდა ხოლმე მამა_შვილი ადგომას და სასეირნოდ გადიოდნენ სანამ მას ეძინა, მერე კი რომ ბრუნდებოდნენ ერთად საუზმობდნენ. ამის გაცხსენებისას ისევ გააჟრჟოლა რადგან ახლა უფრო ნათლად გაიაზრა რომ ეს ოცნებები აუხდებოდა.
ნელის ფერი ეცვალა და უკმაყოფილოდ დამანჭა სახე, თუმცა სწრაფადვე მოეგო გონს და ნაძალადევად გაიღიმა.
-გილოცავ დედი როგორ გამახარე ჩემო პატარა გოგო, მაგრამ ჯერ რომ ექიმთან უნდა მიხვიდე და ანალიზი აიღო ხომ იცი?
-კი დედა როგორ არ ვიცი, ხვალ მივალ.
-გოჩასთან მიდი დე, გადასარევი სპეციალისტია.
-შენი მეგობარი რომაა ის ხო?
-ხო.
-კარგი მაშინ დაურეკე თუ შეგიძლია რა, მინდა მალე მივიდე. _ გახარებული და ბედნიერი სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. -დედა წარმოგიდგენია? პატარა მეყოლება, ჩემი და ბეთას პატარა. როგორ გაუხარდება ხომ იცი.
-შვილო ჯერ ნუ ეტყვი, მიდი ექიმთან და როცა ბოლომდე დარწმუნდები რომ ყველაფერი კარგადაა მერე უთხარი.
-კარგი დედა. _ თავი დაუქნია ქალს და გაუღიმა.
-მიდი სახლში წადი და დაისვენე, ჩემი მძღოლი გელოდება და მიგიყვანს ის.
-კარგი დე, დროებით და შენს ზარს ველი ექიმთან ვიზიტის თაობაზე.
-კი საყვარელო საღამოს გადავურეკავ. _ თავი დაუქნია და მიმავალს თვალი გააყოლა.
^^^
-გოჩა გამარჯობა. _ ექიმის კაბინეტის კარი კიარ შეაღო შეგლიჯა და რამდენიმე ცალი ფულის შეკვრა წინ დაუდო კაცს. -გოჩა ნაინას აბორტი უნდა გაუკეთო! _ მკაცრად ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაჯდა.
-ნელი რას ნიშნავს აბორტი უნდა გავუკეთო? შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ან საერთოდ, ამიხსნი რა ხდება? _ გაკვირვებულმა შეათვალიერა კაცმა და წელში გასწორდა.
-მოკლედ, ნაინა ორსულადაა და ეს ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად მაწყობს. მოგეხსენება ჩემი სააგენტოს წამყვანი მოდელია. ორ თვეში გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება ამერიკაში და ნაინა არის იქ მთავარი ფიგურა. შესაბამისად მისი ორსულობა გეგმებს ჩამიშლის, ხომ გესმის არა?
-გასაგებია მაგრამ ასე უბრალოდ რანაირად მოვშალო მუცელი?
-მე გეტყვი. ესეიგი, ნაინა მოვა შენთან ხვალ, შენ აუღებ რაღაც ანალიზებს და ვითომ გამოიკვლევ. ანალიზები აჩვენებს რომ მისთვის ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაორსულება და სჭირდება მკურნალობა. ამ ეტაპზე საჭიროებს ნაყოფის მოშორებას რადგან ორივეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მანამ, სანამ არ იმკურნალებს. ამას ეტყვი რაც შეიძლება დამაჯერებლად, ხომ გაიგე?
-ნელი, ჯანმრთელი ბავშვის მოკვლა რომ დანაშაულია მაგაზე გსმენია რამე?
-მე ისიც მსმენია როგორ გიყვარს ფული და რამდენი ჯანმრთელი ბავშვი არ დაიბადა შენი დახმარებით. გოჩა, მე რომ სადმე ვთქვა შენი ერთ-ერთი ბინის შესახებ, სადაც აბორტებს აკეთებ, ხომ წარმოგიდგენია რა შეიძლება მოხდეს არა? _ ცინიკურად ჩაიცინა და წელში გასწორდა.
-კარგი და როდის მოვა? _ ფაქტზე გამოჭერილი ბავშვივით დახარა თავი და კალამი აათამაშა ხელში.
-ორი საათისთვის ვეტყვი.
-მაშინ არც ეხოსკოპია უნდა, პირდაპირ ანალიზს ავუღებ და შემდეგ სახლში გავაკეთებ აბორტს.
-ეგ უკვე მე აღარ მეხება, აქ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხაა და იმედია საკმარისი იქნება. მთავარია ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად და ჩუმად მოაგვარო. _ თავაწეული წამოდგა და ქუსლების კაკუნით დატოვა კაბინეტი.

დილით უცნაურად ხალისიანს და ბედნიერს გაეღვიძა, უდიდესი სიახლე იყო ნაინაში და მთელი სხეული გრძნობდა. მამაკაცის მხარზე თავდადებული იწვა და მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა, თან სახეზე ეფერებოდა და პატარ_პატარა ფიგურებს ხაზავდა.
-ნაინა გცემ. _ ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა ბეთამ და ზედიზედ სამჯერ ხმაურით აკოცა ქალს ყელში. ესეც მაშინვე გაინაბა და ხელებიც მოუდუნდა. -ჩემი ტკბილი ცოლი, რომელიც ხელებში მადნება. _ სიცილით გამოაჯავრა და კიდევ აკოცა ყელში. ნაინამ გაგულისებულმა წამოყო თავი და ზემოდან დააჩერდა ცინიკურად მომღიმარს.
-შენ ჭკვიანად იყავი, დღეს მეორე ოთახში არ მოგიწიოს ძილი. _ ირონიულად გაიღიმა და მხარზე უჩქმიტა.
-მე უშენოდ არსად არ ვიძინებ. _ ფეხზე წამომდგარი ისევ უკან დააბრუნა და წელზე მჭიდროდ შემოხვია ხელები. -ნუ იბუტები თორემ დაგსჯი.
-თუ დასჯაში კოცნით გაგუდვა იგულისხმება მზად ვარ სულ გაბუტულმა ვიარო. _ჩუმად ჩაიფხუკუნა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.
-ჩემი მადიანი. _ თმაზე მოეფერა და სახის ყველა ნაკვთი დაუკოცნა. -ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მალე გაბერილმა იარო. _ მუცელზე დახედა და თვალებში ბედნიერების სხივი გაუკრთა. ნაინამ ინსტირქტურად მუცელზე დაიხედა და გაიბადრა. უნდოდა ეთქვა რომ მისი სურვილი უკვე შესრულებულია, მაგრამ დიდი ძალისხმევით შეიკავა თავი.
-იქნებ აგიხდეს კიდევაც ეგ სურვილი მალე. _ ღიმილით უთხრა და ლოყაზე აკოცა.
-აუცილებლად. _ თმაზე მოეფერა და ცხვირზე ოდნავ აკრა თითი.
-არ გშია? _ ინტერესით ჰკითხა და თვალები ააფახუნა.
-უკვე დავნაყრდი. _ ბაგეებზე ცერა თითი გადაუსვა და მოეფერა. -შენ სამსახურში არ გაგვიანდება?
-ნწ, გვიან მივალ. დღეს ბათუმში მიდიხარ ხომ იმ რაღაც შეხვედრაზე.
-ხო, შუადღეს წავალ და თუ დღესვე მოვასწარით შეხვედრა მაშინ ხვალ დილით ჩამოვალ. _ ყელში სველი კოცნა დაუტოვა და ფეხზე წამოდგა.

შუადღეს ბეთა როგორც კი გააცილა ბათუმში, მაშინვე მოემზადა და ექიმთან წავიდა.
ორი სართული ფეხით აიარა და კაბინეტის კარებზე ორჯერ მსუბუქად დააკაკუნა.
-მობრძანდით. _ გაისმა მამაკაცის ხმაც და დაუყოვნებლივ შევიდა კაბინეტში.
-გამარჯობა ბატონო გოჩა.
-ნაინა, მოდი შვილო, მოდი. _ თავისკენ უხმო და სავარძელზე მიუთითა. -აბა მითხარი როგორ ხარ და რა სიმფტომები გაქვს.
-გული მერევა ხშირად და ეს გრძელდება უკვე ორი კვირაა, ძალიან მარტივად ვღიზიანდები და სულ მინდა ვიტირო, ხშირად მეხვევა თავბრუ და მიხლებიც მეკეცება. ტესტი გავიკეთე მაგრამ ზოგჯერ საპირისპირო შედეგს აჩვენებს ხოლმე და დედას რჩევით თქვენ მოგმართეთ.
-ყველა სიმფტომი ორსულობაზე მიუთითებს, ახლა მთავარია ანალიზები ავიღოთ და დავრწმუნდეთ რომ ყველაფერი რიგზეა. _ ფეხზე წამოდგა და ნაინასთან ერთად გავიდა კაბინეტიდან. ნაინასთვის უცნობი და გაუგებარი პროცედურები ჩაუტარა და ორ საათში ისევ დაიბარა პასუხებზე.
ამასობაში ცოტა ხნით გასეირნება გადაწყვიტა და ფეხით გაუყვა გზას, ბეთასთან გატარებულ დროს იხსენებდა და იღიმოდა. როგორ გაუსაძლისად უყვარდა თავისი სვანი ბიჭი, ერთი სული ჰქონდა ეხარებინა ორსულად ვარო. თანაც რომ იცის როგორ ოცნებობს ბეთა შვილზე და რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად ბავშვების მიმართ, წარმოდგენისას აკანკალებს.
თითქმის ორი წელია ერთად ცხოვრობენ, ოფიციალური ცოლ_ქმარი არ არიან, მაგრამ მათთვის ქაღალდის ნაგლეჯი არასდროს ყოფილა იმ გრძნობაზე მნიშვნელოვანი, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. ამის მიუხედავად ერთობლივი გადაწყვეტილებით მოილაპარაკეს რომ ზაფხულზე ჯვარს დაიწერდნენ და სვანეთში წავიდოდნენ დასასვენებლად. სვანეთი ნაინასთვის ყველაფერია, სამოთხე დედამიწაზე და მოგონებების კორიანტელი. ადგილი სადაც მისი სვანი ბიჭი გაიცნო და საზღვრებსგაცდენილად შეუყვარდა, ისევე როგორც ეს კუთხე. ახლა კი მოუთმენლად ელის ზაფხულს რომ ძალიან დიდი ნატვრა აისრულოს ბეთასთან ერთად.
სასიამოვნო ფიქრებში და ოცნებებში სწრაფად გავიდა დრო. საათს დახედა და გულაჩქარებული წავიდა შესასვლელისკენ. კიბეები ისევ სულმოუთქმელად აიარა და თანხმობის მიღებისთანავე კაბინეტში შევიდა.
-ნაინა შვილო, ძალიან ცუდი ამბავი მაქვს. _ ჩამწყდარი ხმით ამოთქვა კაცმა.
-რ.. რა მოხდა? _ ხელები აუკანკალდა და სავარძელში ჩაესვენა.
-ძალიან რთული მდგომარეობა გაქვს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენთვის ბავშვის გაჩენა, რადგან ჯერ აუცილებლად უნდა იმკურნალო და მკურნალობის ფონზე ყველაფერი მოწესრიგდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუცელი მაინც მოგეშლება და დიდი ალბათობით შეიძლება შენთვისაც ძალიან ცუდად დასრულდეს ეს ყველაფერი, ასევე შესაძლო ვარიანტია რომ დედაც და შვილიც მშობიარობას გადაყვეს. კიდევ კარგი რომ დროულად მომმართე. _ ისე დამაჯერებლად საუბრობდა გოჩა რომ ეს გამოუცდელი გოგო სულ დააბნია და ყველა სიხარული თუ იმედი ჩაუკლა.
-ე.. ე სეიგი სხვა გ ..ამოსავალი არ არის? იქნებ მკურნალობამ მიშველოს. _ ძლივს გადააბა ერთმანეთს სიტყვები და მუცელზე ხელი მიიდო.
-სამწუხაროდ არა, მუცელი უნდა მოიშალო და მკურნალობა დაიწყო, სხვა გზა არაა. ახალგაზრდა ხარ ნაინა, ცხოვრება წინ გაქვთ შენ და შენს ქმარს. ამაზე ნერვიულობა არც ღირს, ვიცი დიდ ტკივილს განიცდი მაგრამ აბა წარმოიდგინე ახლა შენი ქმრისთვის რამხელა ტკივილი იქნება რამე რომ მოგივიდეს.
-ახლა ძალიან ცუდად ვარ და გონს რომ მოვალ დაგიკავშირდებით. _ ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და ფერდაკარგული გავიდა კაბინეტიდან.

როგორი რთულია არა ცხოვრება? როგორი რთული, სასტიკი და დაუნდობელი. შეუძლია მოულოდნელად მოგვანიჭოს უდიდესი ბედნიერება, თუმცა უცებ ბრახ და…. თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ ისე გვეცლება ეს ბედნიერება ხელიდან. ვგრძნობთ როგორ გვწყდება რაღაც მუცელში და თითქოს ჩვენში სიცარიელე ისადგურებს. თითქოს სისხლი მიმოსვლას წყვეტს ძარღვებში და წითლად აღარ მიიკლაკნება, ყველაფერი იცვლება, ყველაფერი ჩერდება…. ჩვენ ისევ ვრჩებით მიუხედავად იმისა გვინდა თუ არა ეს. ვრჩებით სულ მარტოდმარტო მხოლოდ ტკივილთან და სიცარიელესთან ერთად…

გზის მოპირდაპირე მხარეს ისე გადავიდა გვერდზეც არ გაუხედავს, მის ყურთასმენას მძღოლებისგან ნასროლი რამდენიმე უწმაწური სიტყვა მოხვდა მაგრამ ესეც ვერ აღიქვა, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და ტროტუარს ნელი ნაბიჯებით გაუყვა. ფაფუკ მინას რომ აიღებ და ძირს მაგრად დაანარცხებ, აი სწორედ ისე იყო დაშლილი. აღარ იცოდა რა ექნა, ჰაერიც კი აღარ ყოფნიდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა რომ რაღაც უხილავი მაგრად უჭერდა ხელში და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. რა მალე დაიმსხვრა და ჩაიფუშა მისი ოცნება, როგორ სწრაფად გადაიქცა გაუსაძლის ტკივილად რომელიც მთელ სხეულს უღრღნიდა ნაინას და რომელმაც მთელი ძალით დაანარცხა მიწაზე.
ფიქრობდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი ბეთასთვის რომელსაც შვილი ოცნებად ჰქონდა ქცეული. ისეთი სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა ხოლმე ყველა ბავშვს, რომ ნაინას უფრო დიდი სურვილი ჰქონდა ბავშვი ჰყოლოდა და მისთვის ასმაგად ბედნიერს და სიყვარულით სავსეს ეყურებინა ბეთას. ძალიან მძიმედ აღსაქმელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, გადაწყვიტა ცოტახნით მთაწმინდაზე ასულიყო გულის გადასაყოლებლად. უყურებდა როგორ იცინოდნენ და ერთობოდნენ ბავშვები და ეღიმებოდა. მერე საკუთარი პრობლემები ახსენებდა თავს და თვალებში ცრემლები უდგებოდა.
ნელა დასეირნობდა და თითქოს ამით ცდილობდა ცოტახნით მაინც აერიდებინა მწარე რეალობისთვის თავი. ფიქრებში იყო გართული იქვე ახლოს პატარა გოგონა რომ დაინახა, რომელიც ფეხმორთხმული იჯდა და ტიროდა. სწრაფად მივიდა და ბავშვის წინ ჩაიმუხლა.
-პატარავ რა დაგემართა? _ ბავშვის სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები შეუმშრალა.
-დეიდა, ბავშვებს ვეთამაშებოდი და დედიკოსთვის თქმა დამავიწყდა, რომ მივედი იქ აღარ დამხვდა. _ ტირილს უმატა ბავშვმა.
-დამშვიდდი საყვარელო, ეტყობა რომ ვერ დაგინახა მოსაძებნად წამოვიდა, შენ ის მითხარი რა გქვია, ან რამდენი წლის ხარ?
-ანასტასია მქვია, ექვსი წლის ვარ.
-ძალიან კარგი, დიდი გოგო ყოფილხარ უკვე და რის გეშინია.
-ვინმემ რომ მომიტაცოს? _ თვალები ააფახუნა და გულზე მიეკრა. ნაინას ხმით ჩაეღიმა და ბავშვს თმაზე მოეფერა.
-დედიკოს ტელეფონის ნომერი იცი?
-კი ვიცი.
-როგორი ყოჩაღი ხარ, აბა მიკარნახე და ისიც მითხარი რა ჰქვია.
-ანა ჰქვია ჩემს დედიკოს. ხუთი, ცხრა, ხუთი, სამი, სამი, სამი, ცხრა, ნული, ნული. ეს არის მისი ნომერი _ ნაინას კვლავ გაეღიმა მის ბავშვურ გამოსვლაზე და მწვანე ღილაკს თითი დაადო. ტელეფონში ნამტირალევი ქალის ხმა გაისმა.
-გამარჯობა, ანას ვესაუბრები?
-დიახ, ვინ ბრძანდებით?
-მე ნაინა ვარ, თქვენი შვილი ვიპოვე და პარკის შემოსასვლელთან ვდგევართ.
-რაა? ღმერთო ჩემო. როგორაა? ხომ არაფერი სჭირს?
-არა, დამშვიდდი კარგადაა.
-კარგი ახლავე მოვალ. _ სწრაფად ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.
-აი მორჩა, დედიკო მალე მოვა. შენ მანამდე კიდევ მიამბე რაიმე, თბილისში ცხოვრობ?
-არა, ბათუმში ვცხოვრობთ. მამიკომ ჩამოგვიყვანა აქ, ხვალ მთაში მივდივართ.
-მართლა? რა კარგი მამიკო გყოლია შენ, რა ჰქვია?
-ბეთა ჰქვია. იცი როგორი კარგია? სულ სულ ყველაზე მეტად მიყვარს. მასაც ძალიან ვუყვარვართ მე და დედიკო. _ საყვარლად ტიტინებდა ბავშვი. სახელის გაგონებისას თავისი ბეთა წარმოუდგა თვალწინ, წარმოიდგინა როგორ გაანებივრებდა ხოლმე ცოლ-შვილს და როგორ წაიყვანდა სვანეთში დასასვენებლად. ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე მაგრამ სწრაფად შეიმშრალა და ბავშვს გაუღიმა. ამასობაში ანაც მოვიდა და ისე მაგრად ჩაიკრა შვილი გულში რომ ლამის გაჭყლიტა.
-ტასო დე, იცი როგორ მანერვიულე? ლამის გული გამიჩერდა რომ ვეღარ გნახე. რამდენჯერ გთხოვე ნუ მეპარები მეთქი? _ თან ეფერებოდა და თან ტუქსავდა.
-ბოდიში დედიკო, გპირდები მეორედ არ ვიზამ. _ ლოყაზე აკოცა და პატარა ხელებით მოეფერა. ანამ ბავშვი ძირს დასვა და ნაინას მიუბრუნდა.
-ძალიან დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენთ რამხელა რაღაც გააკეთე. სად აღარ ვეძებე ანასტასია და უკვე ძალაც აღარ მქონდა ძებნის. იმედი გადამეწურა და ამ დროს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზივით დარეკე შენც. უღრმესი მადლობა. _ მხარზე ხელი დაუსვა და თბილად მოეხვია მომღიმარ ნაინას.
-რას ამბობ? ის გავაკეთე რაც ნორმალურ ადამიანს შეეფერება. მინდა გითხრა რომ ძალიან ყოჩაღი შვილი გყავს. _ გაიღიმა და ანასტასიას თვალი ჩაუკრა. -იმდენი რამ მიამბო თქვენზე და ცოტა ყურადღებაც გადაიტანა.
-ნაინა, შენც გყავს შვილი? _ მასთან მიირბინა ანასტასიამ და ხელი ჩაკიდა. ნაინას ფერები გადაუვიდა, თვალებში დაუბნელდა და სხეული აუცახცახდა.
-ნაინა კარგად ხარ? მოდი ჩამოჯექი. _ მხარზე ხელი შემოხვია ანამ და გრძელ სკამზე დასვა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გოგონას.
-მიამბე, გულზე მოგეშვება. _ გვერდით მიუჯდა და გაუღიმა. ეგონა თითქოს საუკუნეა ამ გოგოს იცნობდა, მისი შეხებაც ისე სხვანაირად ეჩვენებოდა. რატომღაც მოუნდა გული გადაეშალა და ყველაფერი უამბო. ემოციებისგან დაიცალა, მერე კი თავი კალთაში ჩაუდო და იქვე მოთამაშე ანასტასიას გახედა.
-ვერ წარმოიდგენ როგორ მესმის შენი, ვიცი რას გრძნობ და როგორ იტანჯები ახლა, მაგრამ ნაინა იცოდე რომ ყველაფერი წინ გაქვს. შენ ისე საუბრობ საკუთარ თავს ადანაშაულებ და არწმუნებ იმაში რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია. არაფერიც არ არის შენი ბრალი და ეგრე აღარასდროს იფიქრო! მსგავს სიტუაციაში გამართლებულია და შენ არაფერში ხარ დამნაშავე იმიტომ რომ მთელი გულით გინდა შვილი, მაგრამ უბრალოდ ამ ეტაპზე მკურნალობაა საჭირო.
-არვიცი ამას როგორ გადავიტან ანა, გადავწყვიტე ბეთას არაფერი ვუთხრა. როცა ვიცი როგორ უნდოდა შვილი, ვერ ვეტყვი რომ ორსულად ვარ და მუცელი უნდა მოვიშალო. არ შემიძლია, ეს უარესად გამანადგურებს. ბეთას თვალებში ჩამქრალი ბედნიერების სხივი მომკლავს. ვიმკურნალებ და როცა შვილი მეყოლება აი ერთ დღესაც ვუამბობ, მაგრამ ახლა არა.
-ნაინა, მესმის შენი მაგრამ მე მაინც გირჩევ რომ არ დაუმალო. მარტო შენზე არ უნდა გადაიაროს ამდენმა რამემ, შენ ამ ეტაპზე ბეთა გჭირდება ყველაზე მეტად რომ გვერდით დაგიდგეს და დაცემის საშუალება არ მოგცეს. მე გირჩევ რომ უთხრა.
-არ შემიძლია ანა, მართლა არ შემიძლია. _ ხმა აუკანკალდა და გოგონას ახედა.
-შენიც მესმის, ვიცი რა რთულადაც ხარ.
-მადლობა რომ მომისმინე და რჩევა მომეცი. _ გოგონას მადლიერე ით სავსე მზერა მიაპყრო და ფეხზე წამოდგა. -ახლა ჩემი წასვლის დროა.
-რა მადლობას მიხდი რას ამბობ? პირიქით მადლობა შენ რომ ასეთი კარგი და კეთილი ხარ. თუკი ბათუმში ჩამოხვალ მთელი გულით გთხოვ რომ მესტუმრო. აი ჩემი მისამართი. _ სწრაფად დაწერა პატარა ფურცელზე და ნაინას მიაწოდა.
-გპირდები რომ გესტუმრები. _ თბილად მოეხვია გოგონას, მერე ანასტასიას დაემშვიდობა და წავიდა.
გზაში მარიამს დაურეკა და უთხრა რომ მასთან მიდიოდა. მარიამი ნაინასთვის ყველაფერი იყო. ყველაზე დიდი საყრდენი და ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს მხარში ედგა. ადამიანი რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ნაინას ბედნიერებისთვის და ბეთას მაქსიმალურად დაეხმარა რომ დღეს ისინი ერთად ყოფილიყვნენ. ხშირად ჩხუბობდნენ და კამათობდნენ ხოლმე, არასდროს ყოფილა შემთხვევა რომ ცუდი რჩევა მიეცეს მისთვის. ბევრჯერ გაბრაზებულა ნაინა და სწყენია კიდეც მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მაიმც მარიამის რჩევა დახმარებია. იყო რაღაც პერიოდი როცა ჩავარდნა ჰქონდა კარიერის მხრივაც მაგრამ მარიამი მთელი ძალით ექაჩებოდა მისთვის უკეთეს და მნიშვნელოვან სამყაროში და მიაღწია კიდეც რომ დღესდღეობით ნაინა საკმაოდ ცნობილი მოდელია. არამარტო მეგობრები, ბიძაშვილებიც არიან. დათო და ირაკლი (მათი მშობლები) ძმები არიან და ბავშვობიდანვე ერთად ზრდიდნენ გოგონებს, ერთმანეთის სიყვარული პატარაობიდანვე ასწავლეს და აი შედეგიც სახეზეა.
კარზე ზარი დარეკა და მარიამს დაელოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მალევე გააღო კარები და გაფითრებული ნაინა სახლში შეატარა. თითოეული დეტალი უამბო დაქალს და მის შეშფოთებულ სახეს დააკვირდა.
-ნაინა! ვიწყებ იქედან რომ მეორედ აღარ გაბედო შენს თავს შვილის მკვლელი უწოდო გესმის ეს შენ? ეგეთი ქალები არიან კახპები და სხვა არაფერი! არ გაბედო და მათ აღარ მიედარო მეორედ. ისინი ნებით კლავენ ნაინა გესმის? მათ არ უნდათ შვილი და ამიტომ იქცევიან ასე, შენ კი ოცნებობ ბავშვზე. უბრალოდ არის ეტაპი რომელსაც აუცილებლად გადალახავ და მკურნალობით სულ მალე მოგვარდება ყველაფერი, აი ნახავ. ახლა რაცშეეხება ბეთას, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სიმართლის დამალვის.
-მარიამ ვერ ვეტყვი, ჩემი რატომ არ გესმის? ამჯერად რატომ ვერ მიგებ მარიამ? შენ მაინც ხომ იცი როგორ უნდოდა ბეთას შვილი არა? ხომ იცი რა ხშირად ეხებოდა ამ თემას და მე როცა მის თვალებში იმ სხივებს და რაღაც პატარა არსებებს ვხედავდი ყოველთვის ვბედნიერდებოდი. ვიცი ამას რომ გაიგებს სულ განადგურდება და ვეღარც მის სხივჩამდგარ თვალებს დავინახავ.
-ნაინა მესმის, მაგრამ არ გგონია რომ სიმართლის დამალვა ძალიან ცუდია? რომ გაიგოს იცოდე ამას უფრო არ გაპატიებს, შენ ხომ იცნობ შენს ქმარს.
-რომ ვიცნობ მაგიტომ არ მინდა ვუთხრა და ის გადავატანინო რაც მე გადავიტანე. როცა ვიმკურნალებ და ყველაფერი წესრიგში მექნება აუცილებლად ვუამბობ, მაგრამ ახლა არა.
-კიდევ იფიქრე მაგაზე და კარგად გააანალიზე იცოდე, მერე უარესი არ მოხდეს. ექიმთან როდის უნდა მიხვიდე? _ თმაზე ხელი დაუსვა და მის ცრემლიან თვალებს დააკვირდა.
-ხვალ. _ ჩუმად ამოიჩურჩულა და მაგრად მოეხვია დაქალს.

#####
საკმაოდ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მეც დაგიბრუნდით 
ძალიან რთული პერიოდი მქონდა და შესაბამისად ვერანაირად ვერ ვახერხებდი წერას. არამხოლოდ გამოცდები, კიდევ იყო უამრავი რამ, უბრალოდ ყველაფერს ვერ იტყვი ადამიანი, არიქა ასე მჭირს და მოთხრობას ვერ ვდებო. მადლობა ყველას ვინც გამოიჩინა მოთმინება და მელოდებოდა. მოულოდნელი სტუმარი დაწერილი მაქვს კარგა ხანია, თუმცა გეგმები შემეცვალა და მინდა სულ სხვანაირად დავასრულო ამიტომ დიდი ხანია ვბჭობ დავდო თუ არა ასე როგორც არის. თუმცა ის ზუსტად იცოდეთ რომ მე არაფერს დავტოვებ შუა გზაში.
ახლა რაც შეეხება ამ რომანს, დაბრუნება რომ დავწერე, ისეთი რთული და მძიმე დასაწერი იყო მეგონა ამის შემდეგ კარგახანს ვერ შევძლებდი ამხელა სიძლიერის და ასე ემოციური რომანის დაწერას, მაგრამ თურმე შემძლებია. დამიჯერეთ ეს ბევრად უფრო რთული დასაწერია მაგრამ იმაზე ათასჯერ საუკეთესო ვიდრე ჩემი წინა რომანები. აქვე გეტყვით რომ შეიძლება ყოველდღე ვერ დავდო და ეინასწარ ვამბობ. საერთოდ არ ვაპირებდი ერთი თვე დადებას, მაგრამ ჩემი ორი საყვარელი გოგოს გამო მოხდა ასე და რატომ ეს მათ იციან. ასევე რათქმაუნდა თქვენთვისაც თუნდაც იმიტომ რომ ძალიან მომენატრა თქვენი სითბო, მოლოდინი და ემოცია ჩემს რომანებზე. იმედია მოლოდინს გავამართლებ და მოგეწონებათ.
გელავებით..
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: undefined, პირველი), (თავი, სხვისი, ცოდვებისთვის
ნანახია: 1907 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
avatar
0 Spam
1
ჟანუკა როგორ გამახარე.მიუხედავათ იმისა რომ ძალიან დაძაბული პერიოდი გქონდა ასეთ სრულყოფილება შექმენი ეს მისასალმებელია ყოჩაღ**ჩემო გოგო უკარგესი დასაწყისია მაგ.სახელების დამთხვევამ ჩემში ეჭვი გამოიწვია.თან დედა ცოტა უხეშად რომ ვთქვათ არ მომწონს ვნახოთ რა იქნება წინ დიდი სიამოვნება მელოდება. 3o bb
avatar
0 Spam
2
გილოცავ დაბრუნებას ^^ ველი შემდეგ თავს 3o 3o 3o
avatar
0 Spam
3
მანანა ბებო, ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ ჩემს გვერდით ხარ სულ ♥♥♥
სახელებს რაც შეეხება დამთხვევაა უბრალოდ ♡
avatar
0 Spam
4
დედუუ ♥♥♥♥♥
მადლობა დიდი ♡
მიხარია რომ კითხულიბ ♥♥
avatar
0 Spam
5
unda vagiaro,rom momewona pirveli tavi.dabunebas gilocav sayvarelo.
avatar
0 Spam
6
მადლობა მზია დეიდა ♥♥♥
avatar
0 Spam
7
მართლა რა იყო ეს? ყოჩაღ.ძალიან მაგარია.მართლა მძიმე თემას შეეხე და ისე გაქვს ყველაფერი აღწერილი,რომ მთელი სხეული დამეძაბა და მეც ნაინასთან ერთად განვიცდი.აი ის ქალი ნელი და ვიღაცაა დედა კი არა არარაობაა.საკუთარ შვილს როგორ უნდა გაუკეთო მსგავსი რამ?
ყოველ ახალ მოთხრობაში იზრდები და იზრდები,როგორც მწერალი,ფაქტია.უნიჭიერესი ხარ.
პირველად გამიხარდა მგონი უინტერნეტობა.წინ კიდევ ორი თავი მაქვს წასაკითხი,რა მაგარია. 3o
avatar
0 Spam
8
ჩემო საყვარელო ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და შენამდე შევძელი მომეტანა ყველა ემოცია 3o love love love
avatar