უდიპლომო ფსიქოლოგები (სრულად)
09.11.2017, 01:18

ისტორია არის ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებულ წყვილსა და მათ განუმეორებელ მეგობრებზე, რომლებსაც მათ შემხედვარეებს ყველანაირი პროფესია აქვთ მორგებული, მაგრამ განსაკუთრებულად დასპეცებულები ფსიქოლოგიაში არიან. ეს ყველაფერი ეძღვნება წყვილს, რომელიც გადაჭარბებული სიყვარულის გამო დღეში ასჯერ ასწრებენ ჩხუბს და მერე იმტვრევენ თავს მათი მეგობრები როგორ შეარიგონ ორი სულელი. უტარებენ ლექციებს, ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს და უკვე საკმაოდ ნიჭიერი თვითნასწავლი ფსიქოლოგები არიან, ოღონდ უდიპლომო ფსიქოლოგები….

 

*****

-ზაკო აეთრიე. _ დილაადრიან თავზე წამოადგა გოგონას და ერთი კარგად შეანჯღრია.

-მმმ.. ამ დილაადრიან სახლიდან გამოგაგდეს? ან კარი ვინ გაგიღო? რა ჯანდაბა გინდა შემეშვი. _ განწირული ხმით ამოიზმუვლა და ბალიშები თავზე დაიმხო.

-რად მინდა კარის გაღება? გუშინ ნათიამ დათას სათადარიგო გასაღებები დაამზადებინა და ერთი მე მაქვს.

-ვეღარ ვიგებ ნათია დედაჩემია თუ დედაშენი. _ ცალი თვალი გაახილა და საწოლში წამოჯდა.

-რათქმაუნდა დედაჩემი, კარგი ადექი ახლა წავედით.

-სად წავედით? ადამიანი არ ხარ? მეძინება.

-სავარჯიშოდ.

-რა სავარჯიშოდ, არ მინდა ვარჯიში გზაში ჩამეძინება.

-მე გაგაღვიძებ, ადექი.

-ოოო, არ მინდა რა. შენ წადი გთხოვ მეძინება მე. _ ყელი გამოწელა და თვალები ააფახულა. მერე კი ისევ საწოლში შეძვრა და ძილის გაგრძელება დააპირა მოულოდნელად რომ შემოეძარცვა საბანი და ნახევრად შიშველი აღმოჩნდა საწოლზე. ოთხად მოიკეცა საწოლზე და გამჭოლი მზერა ესროლა გოგონას.

-მძულხარ. _ ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა.

-მეც ვგიჟდები შენზე, ხომ იცი. _ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ჟანეტმა და ოთახიდან გავიდა.

10 წუთში ჩაიცვა სპორტულები, პირი დაიბანა და მისაღებში გავიდა.

-არავითარი ყავა, შოკოლადი, საჭმელი და მარკუსის სიმღერებზე ცეკვა. იცვამ ფეხზე და მივდივართ სარბენად, თორე შენი გადამკიდე ორი თვეა სირბილს ვიწყებ, მოვდივარ შენთან და მეც ვიძინებ ხოლმე. _ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და ფეხსაცმელებზე მიუთითა. ზაკო დასჯილი ბავშვივით წავიდა, სწრაფად ამოიცვა ბოტასები და კიბეებთან მისულ ჟანეტს წამოეწია.

სარბენად ჩასულს სამჯერ ჩაეძინა გზაში, მაგრამ ჟანეტი არ ანებებდა და მაშინვე აფხიზლებდა ხოლმე.

-ვაიმეე. _ უკან ჩამორჩენილმა ხმამაღლა წამოიყვირა და აცრემლებულმა ახედა მისკენ შებრუნებულ დაქალს.

-რა გეცა?

-დავეცი, ხომ ხედავ?

-ვხედავ და ადექი მერე. _ მხრები აიჩეჩა და სირბილი განაგრძო.

-შენნაირი დაქალი სანთლითაა საძებარი. _ საცოდავად ამოიკვნესა და გაჭირვებით წამოეწია ჟანეტს.

-მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ.

-საბას სკოლაა. _ თავი გააქნია და ხმით ჩაეღიმა.

-მომენატრა ეგ მასხარა.

-ჩამოვლენ სამ დღეში და ნახავ.

-დემეტრემ და საბამ შოკოლადები უნდა მიყიდონ.

-წილში ვარ იცოდე.

-კი, აბა რა.

-აუ უკანალი მტკივა.

-ჩამოვა შენი პრინცი და მოგირჩენს. _ კისკისით მიაძახა და უფრო უმატა სირბილს.

-არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ შვრება რამეს?

-მოგიკვდი შენ, არ იდარდო რომ გათხოვდები გეღირსება. _ ჩუმად ჩაიფხუკუნა და დაბღვერილი დაქალის დანახვისას სწრაფად მოკუმა პირი.

-გაეთრიე, აუტანელი ხარ.

-ისე გამიგია რომ გოგომ დატოვოს შუა ალერსში ბიჭი და წავიდეს, მაგრამ თქვენ ხომ ყველაფერი უკუღმა გემართებათ.

-მაინც შევაცდენ, აი ნახავ. _ თითის ქნევით ჩაილაპარაკა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. -აუ აღარ შემიძლია, წავიდეთ რა.

-ცოტახანიც და წავიდეთ, ნუ ხარ ზარმაცი. _ წინ გაუშვა ნახევრად მძინარე დაქალი და მერე თვითონაც მიყვა უკან.

 

#####

-დემეტრე შეიძლება დღეს შენთან შემოვიდე ლექციაზე? _ უნივერსიტეტის შესასვლელთან წამოეწია საბა ძმაკაცს და გვერდით ამოუდგა.

-არც გაბედო. _ ძილისაგან ოდნავ დაბოხებული ხმით უთხრა და თვალები დაუქაჩა.

-ნუ მეღრინები თუ ძმა ხარ რაა, არაფერს დავაშავებ ისე დავჯდები ჩემთვის.

-უკვე გითხარი რომ არა.

-ღრჯუ, შენ არ გეღირსოს ზაკოს ალერსი. უი მართლა ტუჩი ისევ დასიებულუ გაქვს? _ ხმამაღლა გაიცინა და შუბლშეკრულ ძმაკაცს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. -საერთოდ მსმენია გველი რომ გიკბენს უნდა დაიმუშაო თორემ შხამი გავრცელდება ორგანიზმშიო და რავიცი აბა. _ მხრები აიჩეჩა და იმხელა წამოარტყა დემეტრემ, ადგილზე შეაქანა. -კარგი თუ არ გინდა რა გაეწყობა, მაგრამ ზაკოს უნდა ვუთხრა მეორეზეც გიკბინოს. ერთი ნამეტანი უშნოდ გაქვს.

-საბა გაჩერდები თუ ხალხის წინაშე გცემო?

-კარგი ვჩერდები. _ ხელები აწია დანებების ნიშნად და უხმოდ მიყვა უკან, მაგრამ ორი წუთი გავიდა თუ არა იაევ განაგრძო ლაპარაკი. -ისე, ახლა ვფიქრობდი და რა სექსუალური სტუდენტები გყავს, ზაკოს თუ არა იმათ მაინც აღირსე რამე თორემ მოვკვდი მათი საცოდაობით ისე გიყურებენ ხოლმე. ან დაუძახე საბა ბიძიას და ყველას მიხედავს. _ თვალისმომჭრელად გაუღიმა, მაგრამ მის მზერას რომ გადააწყდა უხმოდ გატრიალდა და საკუთარი აუდიტორიისკენ გაემართა.

 

დემეტრეს ბოლო ლექცია ჰქონდა ჩასატარებელი, საბა კი უკვე თავისუფალი იყო და გადაწყვიტა მისი სტუდენტებისთვის შეევლო. ჩუმად შეიპარა აუდიტორიაში და დემეტრესგან მოფარებულად დაჯდა. ინტერესით ათვალიერებდა გოგონებს და ფიქრობდა რომელი მათგანი იქნებოდა საწოლში ცეცხლოვანი. ერთ_ერთს ფორმებმა ძალიან მოხიბლა და ის იყო უფრო კარგად დაიწყო მისი შესწავლა, მაგრამ მალევე ჩამოჰკრა უბედურებუს ზარმა. დემეტრემ ქურთუკის საყელოში ხელი ჩაავლო და გასასვლეკისკენ წაიყვანა.

-კარგი, კარგი ჩემით გავალ ოღონდ იმ გოგოს ნომერი გამიგე ძმობას გაფიცებ. _ ყელი სასაცილოდ გამოწელა და ძმაკაცა გადახედა.

-ხომ გაგაფრთხილე არ შემოხვიდე მეთქი?

-კარგი რა, ვიქნები ცოტახნით. იმ დროს დამადექი თავზე ჩემი ფიქრებით რომ საწოლისკენ მიმყავდა.

-საბა! _ მთელს აუდიტორიაში დაიგრგვინა მამაკაცის ხმამ.

-კარგი გავდივარ და მივდივარ სახლში. _ გაღებულ კარებში გავიდა, მაგრამ მერე ისევ შემობრუნდა და მამაკაცს შეხედა. -მე კი წავალ, მაგრამ შენ რა უცხვირპიროც ხარ ის დარჩები სულ. _ ხელი ჩაიქნია და სიცილით გაეცალა იქაურობას.

 

#   #   #   #   #

-ვაიმე ფეხები, ხელები, ჩემი სათუთი უკანალი. ყველაფერი მტკივა. _ მთელს სახლში გაკიოდა ზაკო.

-გოგო თავი ნუ ამატკიე რამ გადაგრია, ეგ იცის ხშირად რომ დარბიხარ მაგან.

-აუ მართლა მტკივა ეე. _ გაჭირვებით მიუჯდა გვერდით ჟანეტს და თავი მხარზე ჩამოადო.

-კარგი ხო, არაფერი სულ თავიდან მეც ეგრე ვიყავი და მალე გადამიარა. დილით რომ მოვდიოდი როშენის შოკოლადები ვიყიდე, მიდი შენ დაისვენე და მე ყავას გავაკეთებ.

-აუ შენ ხარ იმენა დაქალი რა, ვგიჟდები შენზე ხომ იცი. _ აფერიატულად აახამხამა თვალები და კოცნა გაუგზავნა სამზარეულოსკენ წასულ ჟანეტს. მერე კი ძლივს წამოწვა დივანზე, იმდენად სტკიოდა ყველა კუნთი. -ჟანუკ ტელეფონია და მე აქედან ვერ გავინძრევი რომ იცი.

-მოვდივარ, მოვდივარ. შოკოლადი რომ დავდო სამზარეულოში მშვენივრად წამოხტები. _ ფხუკუნით ჩაილაპარაკა და ეკრანა დახედა. -ხო საბუნა. _ სენსორს ღიმილით გადაუსვა ხელი და ყურთან მიიტანა ტელეფონი. -სად დაიკარგე შე მასხარავ? ძალიან მომენატრე.

-მეც მომენატრე, ჩამოვალ სამ დღეში და გნახავ. როგორ ხართ თქვენ, ზაკო როგორაა?

-გაშოტილია დივანზე.

-რა მოიტეხა?

-არაფერი, დღეს სავარჯიშოდ წავიყვანე და მთელი სხეული სტკივა.

-ზარმაცი ბავშვი, ეტკინება აბა რა იქნება მე და დემეტრეს რომ მოგვყვებოდა ზაფხულობით, მე დავრბოდი, დემეტრე იჯდა და მაგას მის კალთაში მოკალათებულს ეძინა. _ ხმამაღლა გაიცინა და სახლის კარი შეაღო. -დღეს შენმა ნაქებმა მეგობარმა ლექციიდან გამომაგდო.

-დემეტრემ? _ სიცილით მოკალათდა ჟანეტი სავარძელში და ყავა მოსვა.

-აბა სხვა ვინ იზამდა მსგავს უბედურებას? არადა ვერ წარმოიდგენ რა სექსუალური სტუდენტები ჰყავს.

-შენ ჭკვიანად იყავი თორემ ერთ დღესაც გცემს ეგ.

-ბევრი აღარ დაუკლია დღეს, მართლა კინაღამ მცემა და ჩემით წამოვედი სახლში. ჩემს მომხიბვლავ და არაჩვეულებრივ სახეს ვიცავ ამ ვირის მუშტებისგან.

-ერთხელაც იქნება ვეღარ დაიცავ და შეგილამაზებს. _ ხმამაღლა დაუყვირა ზაკომ და ტუჩების წვალება დაიწყო.

-რძალო შენ ამ ბოლოს ნამეტანი მოთაფლული მეჩვენები და ხომარ მოწამლეთ ერთმანეთი?

-აბა მე რას გეუბნებოდი გუშინ.

-მოეთრიე ყავა მინდა და შოკოლადი.

-ხო, იმდენი ირბინე გამოიფიტე ერთიანად და ხომ უნდა აინაზღაურო. _ ხმამაღლა გაეცინა ჟანეტს და სამზარეულოსკენ წავიდა.

-აუ დღეს იცი სად მივდივარ?

-კონკრეტულად არა, მაგრამ სავარაუდოდ ცეცხლოვანი ღამე გექნება რომელიმე ჰოთ გოგოსთან ერთად.

-თქვენ სწორად მიხვდით ჩანაფიქრს ქალბატონო ჟანნეტ, მაგრამ საქმე იმაშია რომ გოგოსთან კიარა, გოგონებთან.

-დაიცა ისევ იმ დაქალებთან გუშინ რომ მიყვებოდი?

-ზუსტად.

-შენ არ იძახდი ერთი ქალი მოსაბეზრებელია და ხშირად უნდა განაახლოო?

-ხო, მაგრამ ესენი ისეთი პროფესიონალები არიან უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. რას ვიფიქრებდი ჩემზე გარყვნილი ადამიანი თუ არსებობდა და მით_უმეტეს ქალი.

-მიდი მიდი, არ მოცდე შენ.

-კარგი, წავედი და თუ ხვალ არ დაგირეკეთ ალერსით მკვდარი ვგდივარ რომელიმე სასტუმროში. _ სიცილით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.

-ტუტუცი. _ თავი გააქნია ჟანეტმა, სინზე დალაგებული ყავა და შოკოლადი მისაღებში გაიტანა და დაქალს მიუჯდა გვერდით.

მთელი ღამე ფილმების ყურებაში, სიცილსა და ცეკვაში გაატარეს. არადა დილით გამოცდა ჰქონდა ქალბატონა და ადრიანად წამოადგა ნათია თავზე.

-ზაკო გამოცდაზე დაგაგვიანდება დე.

-ვაიმე გამოცდა, ჯანდაბა რომელი საათია? _ ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. იქედან გამოსულს ხელში რაც მოყვა სწრაფად ჩაიცვა და სახლიდან გავარდა. კისრის მტვრევით შევიდა აუდიტორიაში და თავისი ადგილი დაიკავა. გამოცდის დაწყებიდან ოც წუთში დაასრულა და ჟანეტს დაურეკა.

-ახლა არ მითხრა უკვე გამოვედიო. _ აღშფოთება ვერ დამალა დაქალმა, რასაც ზაკოს ხმამაღალი გაცინება მოყვა.

-გამოვედი კი და საკმაოდ კარგადაც დავწერე.

-მალე მოხვალ?

-ჯგუფელები მაკდონალდსში მიდიან და ცოტახნით წავალ ალბათ მეც.

-კარგი მიდი, ნათიამ რა დაგახვედროო?

-ნებისმიერი რამ, ოღონდ უხახვოდ. _ ღიმილით უთხრა და ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა. ამასობაში ჯგუფელებიც გამოვიდნენ და ყველა ერთად წავიდა პირველი ჩაბარებული გამოცდა რომ აღენიშნათ, მერე სამახსოვრო ფოტოდბიც გადაიღეს და ზაკო მალევე დაბრუნდა შინ. მისაღებში შესულს დაქალი რომ არ მიეგება ცოტათი კი გაუკვირდა, მაგრამ იფიქრა ვერ გაიგო ჩემი დაბრუნებაო.

-მოვედიი.

-კარგია. _ მოჩვენებით გაუღიმა ჟანეტმა და წიგნის კითხვა განაგრძო.

-რა გჭირს?

-არაფერი, რა უნდა მჭირდეს?

-რავიცი. _ მხრები აიჩეჩა და გვერდით მიუჯდა.

-როგორ გაერთე? ალბათ შესანიშნავად. ფოტოებიც გადაგიღიათ ერთად.

-ვიცი საითაც მიმანიშნებ, მაგრამ მაგის გამო დანარჩენებთანაც ხომ არ გავწყვეტ კონტაქტს არა? ფოტოს რაც შეეხება ჩემმა ჯგუფელმა დადო როგორც კი ჩემი ტელეფონით გადაიღო და რას ვეტყოდი.

-კარგი ხო, წამო ყავა დავლიოთ და მერე უნდა გავიქცე.

-აღარ მოხვალ დღეს?

-თუ შევძელი მოვალ და დავრჩები.

-ვგიჟდები შენზე. _ ლოყაზე აკოცა დაქალს და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა ყავის მოლოდინში.

 

……………..

-ზაკო ტელეფონი რეკავს ერთი საათია და იქნებ უპასუხო. _ ხმამაღლა გასძახა შვილს ნათიამ. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა ოთახში და დემეტრეს ფოტოს დანახვისას ღიმილით გადაუსვა ხელი სენსორს.

-ხო დემე, როგორ ხარ?

-გადასარევად, შენ? მაგრამ კითხვა რად უნდა, ცუდად ყოფნის არაფერი გეტყობა.

-ფოტოს თუ გულისხმობ მე არ…

-საერთოდ არ ვიცი რას ფიქრობ და როგორ იქცევი. სულ ვერ ხვდები რას აკეთებ და იმ ნაბიჭვართან ერთად სიარულით როგორ მაღიზიანებ.

-დემეტრე ჯგუფელებთან..

-უბრალოდ არ ხარ შენ სიყვარულის ღირსი და ვნანობ რომ შეგიყვარე. _ გაბრაზებულმა მიაყარა და ტელეფონი გაუთიშა. ერთხანს ასე იდგა გაშეშებული და ცდილობდა აღექვა დემეტრეს ნათქვამი თითოეული სიტყვა.

მას შემდეგ რაც შეყვარებულები არიან რამდენჯერ უჩხუბიათ ამ ხნის განმავლობაში, ზოგჯერ სულ უბრალო და უაზრო თემაზე, რამდენჯერ უტირია ზაკოს მიუხედავად იმისა იყო თუ არა სატირალი მათი ჩხუბი. რა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის მაგრამ მსგავსი? ჯერ არაფერი.

ერთიანად აცახცახებული მივიდა საწოლამდე და კიდეზე ჩამოჯდა. სახეზე ხელი მოისვა და გამოფხიზლება სცადა, მაგრამ სულ ტყუილად. ყურში გაასმაგებულად ჩაესმოდა დემეტრეს ნათქვამი სიტყვები და სხეულში წვას და ტკივილს გრძნობდა მხოლოდ. დაბინდული მზერით დახედა ტელეფონს, მერე კი ღონემიხდილი მიესვენა საწოლზე და თვალები დახუჭა.

 

-მოიცა ვერ გავიგე წესიერად ამიხსენი, იჩხუბეს?

-ხო სავარაუდოდ იჩხუბეს, ეს მოვიდა და ხმას არ იღებს. ისეთი სახით ზის ნამდვილად იკამათეს თორემ ასე არ იქნებოდა.

-კარგი, უკვე კიბეებზე ავდივარ და დაგირეკავ მერე. _ აფორიაქებული დაემშვიდობა საბას და ზაკოს სახლის კარი შეაღო. ოთახში რომ შევიდა გოგონას დანახვისას ერთიანად მოეკვეთა მუხლები, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ზაკომ ზანტად გაახილა თვალები და დაქალის დანახვისას აქამდე ნაგროვებ ცრემლებს გასაქანი მისცა.

-სიყვარულის ღირსი არ ხარო, ვნანობ რომ შეგიყვარეო ზუსტად ასე მითხრა.

-ზაკო დამშვიდდი გთხოვ. _ გვერდით მიუჯდა და ხელწბი მაგრად შემოხვია.

-თუ ასე ფიქრობდა მაშინ აქამდე რატომ მოიყვანა ჩვენი ურთიერთობა?

-მომისმინე, ალბათ გაბრაზებულზე ვერ გააკონტროლა და წამოსცდა. რუსეთიდან როგორც ჩამოვა ისაუბრებთ და გაარკვევთ ყველაფერს.

-რაღა მაქვს გასარკვევი? საკმარისი იყო რაც მითხრა დღეს.

-კარგი, კარგი. აღარაფერს ვამბობ, ოღონდ დამშვიდდი და ცოტა დაისვენე.

-ხომ დარჩები? _ ტირილნარევი ხმით ამოილაპარაკა და ცრემლები შეიმშრალა.

-რომც გამაგდო მაინც არ წავალ. _ ლოყაზე მაგრად აკოცა და თბილად დააფარა პლედი.

######

ორი დღე ისე გავიდა არაფერი შეცვლილა. ისევე გაუფერულებული და ფერმკრთალი იყო მათი ურთიერთობა, როგორც შემოდგომია ფოთლები ნოემბრის ბოლოს, მაშინ როდესაც ყველაფერი ფერს იცვლის და შავ_თეთრ სამყაროში ვიწყებთ გადაბიჯებას. თითქოს ერთი ხელის მოსმით ჩამოინგრა და განადგურდა ყველაფერი, ან უბრალოდ ისინი უყურებდნენ გამადიდებლებით ამ ამბავს…

ზაკო უწინდელივით აღარ ტიროდა და ზედაპირულად თავს ძლიერად აჩვენებდა ყველას, მაგრამ შინაგანად ერთიანად იყო განადგურებული და დაშლილი.

დემეტრე იმ დღესვე მოვიდა აზრზე და საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებამ ჭკუიდან შეშალა. ანადგურებდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ზაკოს გარეშე გაეგრძელებინა ცხოვრება და ფიქრები იმ ყველაფერზე, რომ შეიძლება აღარაფერი ყოფილიყო კარგად……..

 

-რა ქენი ელაპარაკე?

-ყოველდღე ველაპარაკები, მაგრამ მისი სახელის გაგონებაც არ უნდა და შერიგებას რომ ვუხსენებ ცოფდება.

-მე აღარანაირი იმედი აღარ მაქვს, ამ უტვინოს ვერ მოვუხერხე ვერაფერი. იმ დღეს დალია და ლამის შეიშალა, ყვიროდა ზაკოს გარეშე არ შემიძლიაო.

-რასქვია იმედი არ მაქვს? მე მაქსიმუმს გავაკეთებ რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და შენც დამეხმარები ამაში.

-ხომ იცი თუ რამე შენს გვერდით ვარ, პასპორტი ახლაც მე მაქვს დამალული თორემ ამის ამბავი რომ ვიცი დღესვე წამოვა.

-არა, ცოტახნით მაგის აქ ჩამოსვლა არ ივარგებს.

-ვიცი და მაგიტომ ვუმალავ.

-საბა წავედი ზაკო მოვიდა და არ მინდა რამე იეჭვოს. _ ჩურჩულით დაემშვიდობა მეგობარს და სამზარეულოში შემოსულ დაქალს გაუღიმა. -ყავა გინდა?

-კი, დავლევ. დღეს სამსახურში თაროს თავი ავარტყი და კოპი მაქვს ძალიან დიდი. _ სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და სკამზე დაჯდა.

-შენ სერიოზულად დაზიანდები მაგ სამსახურში, ჯერ იყო ბოთლზე აგიცურდა ფეხი და დაეცი, ახლა თაროს მივცხე თავიო. კიდევ რაღა დაგრჩა?

-ნუ დამცინი რა, მართლა მტკივა.

-ჩამოვა შენი შეყვარებული და მოგირჩენს.

-ყოფილი!

-და მომავალი. _ თავისას არ იშლიდა ჟანეტი.

-ყოველ მეორე სიტყვაში მაგას ნუ მიხსენებ.

-კარგი, აწი ყოველ ერთ სიტყვაში შეგახსენებ ხოლმე. საბამ დამირეკა წეღან და რომ ჩამოვალ ჩემი საყვარელი სალათა დამახვედროს რძალმაო.

-იმანაც დაიწყო? _ სიცილით გააქნია თავი.

-ისე, ახლა ვფიქრობდი და დემეტრეს სასჯელი მოვუფიქრე. მოდი მთელი ერთი თვე ვაჭამოთ შენი გაკეთებული საჭმელები.

-არაფერსაც არ ვაჭმევ მაგას!

-არადა გადასარევი სასჯელი იყო. _ მხრები აიჩეჩა და წყალი ფინჯნებში გაანაწილა.

-მაგასთან ყველანაირი ურთიერთობა დასრულდა, მე ასე ვფიქრობ.

-სულ ტყუილად ფიქრობ მაგას. საერთოდ საქმე რაშია იცი? ჩვენი ცხოვრება აგებულია შეცდომებზე, რომლებიც გბეხმარებიან რომ მათზე ვისწავლოთ და აღარასდროს დავუშვათ იგივე რამ. ადამიანის ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ზოგჯერ უკონტროლოები ვხდებით და უნებურად ვერც კი ვიაზრებთ რას ვამბობთ. მერე ვნანობთ, მაგრამ უკვე გვიანიაო ამბობენ. მე კიდევ რას ვფიქრობ იცი? თუკი ადამიანი შეცდომას ნანობს და აცნობიერებს რამდენად ცუდი საქციელი ჩაიდინა, აუცილებლად უნდა ვაპატიოთ იმიტომ რომ ცხოვრება, ეს ისეთი ხანმოკლე რამ არის, არასდროს უნდა დავკარგოთ დრო ნეგატიურ ფიქრებსა და ქმედებებში. ჩვენ ყველა ვაშავებთ, მთავარია რას ვაკეთებთ ამ შეცდომის გამოსასწორებლად და ყველაზე კარგი ის არია, ამწუთას რომ უმოქმედოდაა. ამით აკეთებს ყველაფერს და შენ კიდევ უფრო უნდა გრძნობდე მის ზრუნვას და სითბოს ამ ქმედებით. ორი ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული ადამიანის ურთიერთობა მენანება მე და არა ცალ_ცალკე აღებული ზაკო და დემეტრე. მე ყველაფერი გითხარი და ეს იქნება ჩვენი ბოლო საუბარი ამ თემაზე, ახლა კი უნდა გავიქცე და საღამოს ისევ მოვალ. _ მშვიდად დაასრულა მონოლოგი და სამზარეულოდან გავიდა. -ხო მართლა, ბოლო არ დაიჯერო. თუ საჭირო იქნენა დღეში ასჯერ დაგელაპარაკები მაგ თემაზე, იმიტომ რომ შენ თუ არა მე ვხედავ როგორ გენატრება რაც დრო გადის. _ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გაღიმებულ დაქალს და კარისკენ წავიდა.

-არც უარვყოფ მაგას. _ დამნაშავესავით დახარა თავი და თვალები დახუჭა ცრემლები რომ შეეკავებინა.

 

** ** **

-ზაკო გამოხვედი სამსახურიდან?

-კი ახლახანს.

-მე საბასთან ვარ, დღეს ჩამოვიდნენ და ვნახე ორივე. დამელოდე მოვალ და ერთად წავიდეთ.

-მე ჯერ არ მოვდივარ.

-აბა დავამთავრეო?

-ვცდილობ ლექციები აგაშორო თავიდან, რომელსაც ყოველდღე მიტარებ.

-ვერ მივხვდი რას მეუბნები.

-არაფერი, წავედი მე. _ ღიმილით ჩააბრუნა ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში და მის წინ მდგარ მომღიმარ დემეტრეს ისე ჩაეხუტა, მთელი დღეების ნაგროვები ემოცია ჩააქსოვა ამ ჩახუტებაში.

-ჩამოიწიე, უნდა გაკოცო.

-მოგენატრე დაბალო? _ საფეთქელთან მიაკრო ცხელი ტუჩები და მისი ბაგეებისკენ დაიხარა.

-შენ არა, შენი ტუჩები მომენატრა და კიდევ, მე კიარ ვარ დაბალი, უბრალოდ შენ ხარ ზედმეტად მაღალი. _ სწრაფად მიაყარა და მოწყურებული წაეტანა მონატრებულ ბაგეებს.

 

-ჟანეტ სწრაფად მოდი აქ. _ იმხელა ხმაზე წამოიყვირა საბამ რომ ჭურჭლის რეცხვით გართულმა ლამის ყველაფერი დალეწა შიშისგან.

-რა გაყვირებს გამისკდა გული. _ ხელები შეიმშრალა, აივანზე გავიდა და გაოგნებული მიაჩერდა მოალერსე წყვილს. -ეს.. ესენი.. ჰა? კიმაგრამ… არ მეჩვენება?

-ამათ გადამკიდეს თმა გამიჭაღარავდეს სადაცაა, არა მე ჭაღარაც სექსუალური ვიქნები, მაგრამ მაინც.

-ამ დღეებში ისეთი საუბრები მქონდა ზაკოსთან, ჩემს თავს ვერ ვცნობდი.

-შესანიშნავი ფსიქოლოგები გაგვხადა ამ ორმა სულელმა.

-ხო, ოღონდ უდიპლომო ფსიქოლოგები. _ ხმამაღლა გაეცინა ჟანეტს და საბას გაშლილ ხელს თავისი შეაგება.

-მე და შენ იმდენი ტყუილები გვაქვს ნათქვამი, ჯოჯოხეთშიც ერთად მოვხვდებით სავარაუდოდ. _ სიცილით გააქნია თავი და სახლში შებრუნდა გოგონასთან ერთად.


დასასრული!
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1283 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ძალიან საყვარელი ისტორიაა.რამდენიმე თავსაც სიამოვნებით წავიკითხავდი ამ წყვილზე.გიჟები.ძალიან მაგარი იყო . ♥
avatar